10 მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის
1907 Views

10 მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

1. სტუმრის სტატუსით პოსტების გამოქვეყნება ცნობილ გამოცემებში
თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ბლოგის რედაქტორს მიწეროთ სტატიის ტექსტი და მოკლე აღწერა. თუ თქვენ კარგად ვერ წერთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმეს, ვისაც ეხერხება.

2. პრემიალური კონტენტის უფასოდ დარიგება
ასეთი მიდგომა იმუშავებს მხოლოდ საწყის ეტაპზე ფასიანი პროდუქტის არსებობის შემთხვევაში. ადამიანები ამ დროს ხედავენ სარგებელს – ეკონომიას! ასეთი ამოყიდვების/საჩუქრების/კონკურსების გამოცხადება და გავრცელება შეგიძლიათ თემატურ ბლოგებში. მაგალითად, ბენი გვთავაზობს თავის სერვისის Wibiya-ს უფასო პრო-ექაუნთებს — ჩვეულებრივად მათი ფასია 119$. უფასო ექაუნთის მისაღებად საჭიროა რამოდენიმე მარტივი ქმედების შესრულება – მეგობრებს უნდა მოუყვეთ ამ სერვისის შესახებ.

3. სერვისი Rapportive
Rapportive — ეს არის პლაგინი ბრაუზერისთვის, რომელიც მუშაობს Gmail-ის ფოსტასთან ერთად. ეს სერვისი საშუალებას იძლევა ადამიანის ელექტრონული ფოსტის მისამართით მოხდეს სოციალურ ქსელებში არსებული ყველა მისი ანგარიშის და დუბლირებული მისამართების გადამოწმება. ის ძალიან მოსახერხებელია კონტაქტების დასამყარებლად, იმისათვის, რომ იპოვოთ ინვესტორი ან ნებისმიერ დროს ჟურნალისტი იყოს ხელმისაწვდომი.

4. Hacker News
Hacker News — ეს არის ერთგვარი სოციალური ქსელი, რომელიც შექმნილია ვენჩურული ფონდის Y Combinator-ის მიერ. იქ მოქმედებს თვითრეგულირებადი  საზოგადოება: ადამიანები თავად აძლევენ ხმას მოწონებულ პოსტებს, გადააქვთ ისინი ზედა ნაწილში და პოსტი, რომელსაც უჭირავს პიველი ადგილი, შესაძლოა 10-50 ათასი მნახველის მომტანი გახდეს თქვენთვის. თუმცა პუბლიკაციამდე საჭიროა ყურადღებით შეისწავლოთ მასში გამოსაქვეყნებელი კონტენტი იმისათვის, რომ გაიგოთ რა მოეწონება საზოგადოებას და რა არა.

5. დააწესეთ ფასდაკლება თქვენს პროგრამაზე
ეს მეთოდი ერთ-ერთია იმ მეთოდებიდან, რომლებიც მუშაობენ პროგრამების მაღაზიებში. ჯერ თქვენ აფასებთ საკუთარ პროგრამას, შემდეგ ხდით მას უფასოს! ეს აქცია სავარაუდოდ მოგიტანთ ათასიდან 30 ჩამოტვირთვას. გარდა ამისა, თქვენი პროგრამით მოხდება განხილვა, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არსებობს სპეცშეთავაზებების მრავლისშემძლე აგრეგატები და ბევრი ადამიანი თვალყურს ადევნებს მათ.

6. ვირუსული პროექტები
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დროებითი პროექტი, რომელიც შეძლებს ასევე განავითაროს თქვენი ძირითადი ბრენდი. მაგალითად Codeacademy — არის სტარტაპი, რომელიც გვთავაზობს პროგრამირების კურსებს – პროექტი ჩაუშვა Code Year-მა. ეს არის პორგრამა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალი წლიდან შეისწავლონ კოდირების საფუძვლები. ყოველ კვირას, საიტის გამომწერებს ეგზავნებათ Javascript-ისა და HTML-ის ახალი ვიდეოგაკვეთილები. Codeacademy ამ გზით ახალი მოსწავლეების ყურადღებას იპყრობს, ვისთვისაც მნიშვნელოვნად მცირდება საგნის შესწავლის სირთულე.

7. სოციალური ღილაკები
Twitter-ის, Facebook-ის, Google+ -ის და სხვა საიტებზე გაზიარების ღილაკის დამატებით თქვენ გაზრდით აუდიტორიასთან ურთიერთქმედებას. ამასთან, ამჟამად აღარ არის საჭირო ამ ღილაკების ხელით და ინდივიდუალურად დამატება – პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა სპეციალური სერვისები, მაგალითად AddThis.

8. AppSumo
AppSumo — ეს არის ერთგვარი კუპონური სერვისი. ის ძალიან პოპულარულია – მის ბაზაში დაახლოებით 730 000 ხელმომწერია. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენი ფასიანი პროდუქტი დიდი ფასდაკლებით და დააკვირდეთ შედეგს – პრომოკოდები და პრემიუმ-ექაუნთების ცვენა იქნება, რაც მოგიტანთ ახალ, ერთგულ მომხმარებელს და კარგ გამოხმაურებას.

9. დაალაგეთ კონტაქტი ბლოგერებთან
პოპულარული გამოცემების გარდა, არსებობენ პოპულარული ბლოგერები. რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი მედიაპლატფორმის სახით? საკმარისია აირჩიოთ ობიექტი, რომელსაც მოძებნით ზემოთნახსენები Rapportive-ის დახმარებით, მოიფიქროთ გონივრული მიდგომა და მისწეროთ შეთავაზების მოკლე წერილი, რომელზეც დიდი ალბათობით უარს არ იტყვის. შემდეგ მასთან კონტაქტის გამყარება შეგიძლიათ იგივე Rapportive-ის დახმარებით.

10. იმოქმედეთ Dropbox-ის სტილში
გახსოვთ, როგორ ახდენს თვითპოპულარიზაციას Dropbox-ი და როგორ იზიდავს ახალ მომხმარებლებს? პირველ რიგში ე.წ. ინვაითების სისტემა – ყოველი მოწვეული მომხმარებლისთვის თქვენ დამატებითი სივრცე გეძლევათ გამოსაყენებლად. ასევე შესაძლებელია დამატებითი სამომხმარებლო სივრცის მიღება სერვისის შესახებ მეგობრების ინფორმირებით Facebook/Twitter და სხვა სოც-ქსელებში. ამ სისტემაში რეგისტრაცია ხშირად გამოიყურება როგორც თამაში – მაგალითად, Space Race, «კოსმოსური შეჯიბრი», რომლის დროს სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტები რეგისტრირდებიან Dropbox-ში იმისათვის, რომ საკუთარი სასწავლებელი ამ სისტემაში რეგისტრირებულ სასწავლებლებს შორის პირველ ადგილზე გაიყვანონ მომხმარებელთა რაოდენობით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like