10 ხერხი საკუთარი იმიჯის ამაღლებისთვის

10 ხერხი საკუთარი იმიჯის ამაღლებისთვის

  1. მანამ, სანამ რამეს იტყვით, კარგად შეარჩიეთ სიტყვები. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რომელიც უფრო ჭკვიანურად ჟღერს. მაგალითად ამერიკულ ლექსიკონში ეს სიტყვებია: epitome, finagle, gregarious, panacea and perfunctory…
  2. საქმე მხოლოდ სიტყვებში როდია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტონი, რომლითაც თქვენ საუბრობთ. საჯარო მეტყველების კოლეჯის დირექტორი მაიკლ რონეინი ამბობს: ,, სუფთა და გლუვი ხმა – თავდაჯერებულობის ერთ-ერთი ნიშანია.
  3. თუ გექმნებათ პრობლემები წინა პუნქტში აღწერილ რჩევასთან დაკავშირებით, მაშინ უბრალოდ შეეცადეთ ისაუბროთ სწრაფად. ,,რაც უფრო სწრაფად საუბრობს ადამიანი, მით უფრო გონივრულად გამოჩნდება ის საზოგადოების წინაშე“ – ამბობს ფსიქოთერაპევტი ტომ ბარბერი.
  4. შეეცადეთ პირველი შთაბეჭდილება იყოს დადებითი. ,,ადამიანები ცდილობენ გამოიცნონ თქვენი შესაძლებლობები იმის და მიხედვად თუ როგორ გამოიყურებით“ – ამბობენ ფსიქოლოგები.
  5. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ კბილებს. ბოლო კვლევების თანახმად, თანამოსაუბრეები ადამიანებს, რომლებსაც მოწესრიგებული პირის ღრუ აქვთ წარმატებულ და გონიერ ადამიანებად თვლიან. ,,ძალიან გაიზარდა კლიენტების რაოდენობა, რომლებიც მოგვმართავენ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ“ – ამბობს ჯეიმს რასელი The London Smile Clinic-დან.
  6. იმუშავეთ თქვენს მეხსიერებაზე. ხშირ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენ ვთვლით გონებად და რაც გვმატებს თავდაჯერებულობას, უბრალოდ კარგი მახსოვრობის უნარია და მეტი არაფერი.
  7. ატარეთ იასამნისფერი. ,,იასამანისფერი ის ფერია, რომელიც მიანიშნებს თქვენს გონიერებაზე. შეუხამეთ ეს ფერი ნაცრისფერს, რათა ხაზი გაუსვათ თავდაჯერებულობას და სიძლიერეს“ – ამბობს სპეციალისტი ფერების თერაპიაში ჯულიან ბენი.
  8. ატარეთ სათვალე. მელბურნის უნივერსიტეტის კვლევებმა დაადასტურა კავშირი გონიერებასა და ახლომხედველობის პრობლემას შორის.
  9. ისუნთქეთ ღრმად, რადგან ამ დროს ტვინს მიეწოდება უფრო მეტი ჟანგბადი.
  10. გასწორდით წელში. ჩვენი ურთიერთობების დიდი წილი აწყობილია სხეულის ენაზე. თუ თქვენ მუდმივად გხედავენ წელში მოხრილს, აუცილებლად იფიქრებენ რომ ზარმაცი, მორცხვი ან სულელი ადამიანი ბრძანდებით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სტრატეგია და მოქმედება

რატომ არ უნდა ეძებოთ გარანტიები ცხოვრებაში?

გეთანხმებით, კარგია ოცნება მშვიდ, ბედნიერ, აწყობილ და წარმატებულ ცხოვრებაზე, სადაც ყველაფერი გარანტირებულად გვაქვს, მაგრამ….. აქ გვაქვს ერთი დიდი მაგრამ! ცხოვრებაში გარანტიები არ არსებობს არაფერში! ის, რაც შეიძლება დღეს გვაქ, ხვალ

რუბრიკები

წარმატებაზე მამოტივირებელი 5 წიგნი

1. აინ რენდი «Atlas Shrugged“  აინ რენდი (1905-1982) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკელი მწერალი. ოთხი რომანი-ბესტსელერის და უამრავი სტატიის ავტორი. ფილოსოფიური კონცეფციის შემქმნელი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნების თავისუფლება, რაციონალურობის უმთავრესობა

პოზიტივი და ნეგატივი

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო და საყვარლები ვართ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.