10 სფერო ადამიანის სრულყოფისთვის

10 სფერო ადამიანის სრულყოფისთვის

1. ადამიანებთან დამოკიდებულება
ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში, შესაბამისად ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, უპირობოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან. ვერავინ უარყოფს იმას, რომ კომპლიმენტს შეუძლია განწყობის ამაღლება მთელი დღის მანძილზე, ხოლო უადგილო შენიშვნა დილიდან – ყველაფერს აფუჭებს. ჩვენი გულის უხილავი ისარიც მუდმივად ასე იხრება, ხან ერთ და ხან მეორე მხარეს. რა უნდა ვქნათ?
ჩვენ გარშემო უნდა გვყავდეს დადებითი განწყობის ადამიანები, რომლებიც პატივს გვცემენ და ესმით ჩვენი. საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი თავის მართვა, სხვების ადგილას საკუთარი თავის დაყენება. რადგან ძალიან ხშირია უთანხმოება და წყენა იმის გამო, რომ ერთ ადამიანს არ ესმის მეორის. ყველაზე მთავარი კი არის ჩინელი ფილოსოფოსის – კონფუცის მორალური პრინციპის დაცვა: «რაც არ გინდა რომ სხვებმა გაგიკეთონ, ნუ გაუკეთებ იგივეს შენ».

2. ურთიერთობა პარტნიორთან
პარტნიორთან ურთიერთობა ყველაზე მთავარი მომენტია. გოგო და ბიჭი, მამაკაცი და ქალი – ადამიანური ურთიერთობების ამ გაგებებს გარკვეული თავისებურებები აქვს. იმისათვის, რომ თანაცხოვრება იყოს სასიამოვნო ყველა მხვრივ, საჭიროა ძალიან ბევრი რამ: მცდელობა, პრაქტიკულობა, პატივისცემა, მოთმინება, ერთმანეთთან შეგუების ცოდნა.

3. სახლი (ოჯახი)
მთელ ცხოვრებას ადამიანი ატარებს ოჯახში. მუშაობს ოჯახისთვის, დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად ატარებს. ამ ურთიერთობებს უნდა დავუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ოჯახი არის ადამიანისთვის მთავარი დასაყრდენი.

4. სამუშაო
რა თქმა უნდა ყველა ადამიანი უნდა იღებდეს სიამოვნებას სამუშაოსგან, პროფესიისგან, რადგან აუტანელია ყოველ დღე იმის კეთება, რაც არ გსიამოვნებს, გაღიზიანებს. სწორედ იმაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების დონე, რასაც ვაკეთებთ.

5. ხელოვნება
მიუხედავად ჩვენი ცხოვრების დაჩქარებული ტემპისა, საჭიროა ვისწავლოთ მოდუნება და ესთეტკიური სიამოვნების მიღება. მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია მოგვცეს უმაღლესი ემოციური შეგრძნებების განცდის საშუალება.

6. მეცნიერება
სამეცნიერო საქმიანობისას ჩვენ ვავითარებთ შემეცნების, გაანალიზების, დამტკიცების, ჩამოყალიბების უნარებს.

7. სპორტი
სპორტში (სავალდებულო არ არის პროფესიონალური იყოს) ფიზიკურად სრულყოფილ ადამიანდ გრძნობ თავს. პარალელურად ვითარდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: ნება, გუნდურობა, გამძლეობა.

8. სამყარო ჩვენს გარშემო
ჩვენ ბუნების გარემოცვაში ვართ ყველა მხრივ. რამდენად სასიამოვნოა დილით რომ გახვალ აივანზე, სახეზე მზის სხივებს იგრძნობ და ყველაფერ ცუდს მოსწყდები. სწორედ ამ გარემოსგან ვიღებთ ენერგიას.

9. ჰობი
ჰობი აფართოვებს არამარტო მსოფლმხედველობას, არამედ სანაცნობო წრეს, გვეხმარება მოვახდინოთ საკუთარი ნიჭის რეალიზება.

10. ცხოვრება არამარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც
მიზანში – იცხოვრო არამარტო შენთვის, არამედ სხვებისთვისაც, ნამდვილად არის ცხვორების აზრი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ