10 რეალური რჩევა პერსონალის შერჩევისთვის

10 რეალური რჩევა პერსონალის შერჩევისთვის

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჩაატაროთ ინტერვიუ და შეარჩიოთ საუკეთესო კანდიდატები. სამსახურში თანამშრომლის აყვანა რთული პროცესია და ინტერვიუ მისი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელია.

ქვემოთ მოცემულია 10 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებიან უკეთესი არჩევანის გაკეთებაში პერსონალის შერჩევისას.

1. მკაფიოდ წარმოიდგინეთ რა გჭირდებათ
უნდა დაიწყოთ ვაკანსიის დეტალური აღწერით, რომელზე შესარჩევადაც ეძებთ კანდიდატს. თუ თქვენ არ გაქვთ შესაფერისი აღწერა, მაშინ თავად უნდა შეადგინოთ მოვალეობებისა და მოთხოვნების სია, რომელიც ვაკანსიასთან არის დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, თუ რაში მდგომარეობს სამუშაო. როცა თქვენ ირჩევთ, ამოცანა არამარტო ადამიანის პირადი თვისებებია, არამედ მისი შესაბამისობა ვაკანსიასთან.
კარგად შედგენილი აღწერა დაგეხმარებათ სწორი ადამიანების შერჩევაში.

2. მოძებნეთ საუკეთესოები
შესაფერისი ადამიანის მოძებნა შეიძლება ნაცნობების, ინტერნეტის, სხვა კომპანიების, საკადრო სააგენტოების და განცხადებების დახმარებით. თქვენი კომპანიის სიდიდის და მისი საჭიროებების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაბამისი საძიებო სისტემა.
ბევრისთვის ახალი თანამშრომლის მოსაძებნად საუკეთესო საშუალებაა რეკომენდაციები. ეს არის იმის გარანტია, რომ თქვენ ნახავთ გამოცდილ ადამიანს ბევრი დროის ხარჯვის გარეშე. ამასთან, ძიების ყველაზე პოპულარულ საშუალებად მაინც რჩება განცხადებები. იმისათვის, რომ ასობით რეზუმეს გადახედვა არ მოგიხდეთ, დაწერეთ გასაგები და კონკრეტული განცხადება ვაკანსიის შესახებ. ეს არამარტო გაცხრილავს ზედმეტ ადამიანებს, არამედ არსებითად შეამსუბუქებს თქვენს სამუშაოს.

3. მოემზადეთ ინტერვიუსთვის
რეზუმეს შერჩევის შემდეგ, თქვენ უნდა მოახდინოთ მათი ვაკანსიასთან მაქსიმალურად შესაბამისობაში მოყვანა. შერჩეული რეზუმეები კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ. აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთეთ მონიშვნები. წინასწარ კარგად მოამზადეთ შეკითხვები, რომლებიც კანდიდატებს უნდა დაუსვათ. შეკითხვები დასვით სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე იმისათვის, რომ კანდიდატების სპეციალური ცოდნა გამოავლინოთ. შეეცადეთ მათთან არ ისაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რასა, ასაკი, სოციალური სტატუსი, რელიგიური მიმდევრობა, ნაციონალობა და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავხედურად გამოგივათ. დიდი ყურადღება დაუთმეთ კანდიდატის პიროვნულ უნარ-ჩვევებს და სამომავლო გეგმებს.

პრაქტიკულად ყველა კანდიდატი იცნობს იმ ტიპიურ შეკითხვებს, რომლებსაც სვამენ ინტერვუს დროს:

  • რატომ დატოვეთ ბოლო სამუშაო ადგილი?
  • რატომ აღარ დაგაინტერესათ სამუშაომ?
  • რით იქნებით დაკავებული 5 წლის შემდეგ?
  • რაში მდგომარეობს თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები?
  • რა მოგწონდათ ყველაზე მეტად ბოლო სამსახურში?
  • რა არ მოგწონდათ ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა ეს კარგი შეკითხვებია, მაგრამ თქვენ უნდა მოამზადოთ ისეთებიც, რომლებზე საპასუხოდ კანდიდატი ვერ იქნება მზად. მაგალითად:

  • მოგვიყევით თქვენი საუკეთესო ხელმძღვანელის შესახებ. რატომ თვლით მას ყველაზე კარგ ხელმძღვანელად?
  • მოგვიყევით თქვენი ყველაზე ცუდი ხელმძღვანელის შესახებ? რატომ თვლით მას ყველაზე ცუდ ხელმძღვანელად?
  • რა შეუძლია ხელმძღვანელს გაკეთოს იმისათვის, რომ დაგეხმაროთ?
  • როგორ უდგებით პრობლემების გადაწყვეტას?
  • მოგვიყევით სამსახურში წარმოქმნილ რომელიმე კონფლიქტზე და იმაზე, თუ როგორ მოაგვარეთ ის.
  • რისი გაკეთება შეეძლო თქვენს ბოლო დამსაქმებელს იმისათვის, რომ უფრო წარმატებული ყოფილიყო?
  • რა უნარების შეძენას ისურვებდით მომავალი წლისთვის?

4. შექმენით ინტერვიუსთვის შესაფერისი ატმოსფერო
ინტერვიუსთვის მოძებნეთ მყურდრო და განცალკევებული ადგილი. გამოყავით დრო, როცა არავინ შეგაწუხებთ. თუ ამას ვერ შეძლებთ, კანდიდატს უზრდელად მოეჩვენებით. ამასთან, ეს ყველაფერი ხელს შეგიშლით კონცენტრირებაში.
იმისათვის, რომ კანდიდატზე სწორი შეხედულება შეგექმნათ, უნდა გამორიცხოთ ყოველგვარი ახლო კონტაქტი. ინტერვიუს დროს კანდიდატი შესაძლოა ნერვიულობედეს ან დისკომფორტს განიცდიდეს. თქვენი ამოცანაა თავისუფლად აგრძნობინოთ თავი. ამისათვის თქვენ მას უნდა შეეგებოთ, წარუდგეთ, შესთავაზოთ ჩაი ან ყავა, იყოთ თავაზიანი, ერთი სიტყვით უნდა იყოთ სტუმართმოყვარე.

კარგი ატმოსფერო და ინტერვიუ დაგეხმარებათ:

  • უფრო ადეკვატური ინფორმაცია მიიღოთ კანდიდატზე;
  • მიიღოთ უფრო რეალური პასუხები;
  • შეუქმნათ კანდიდატს კარგი შთაბეჭდილება ორგანიზაციაზე;
  • მიიზიდოთ პერსპექტიული თანამშრომლების დიდი რაოდენობა.

5. ნათლად წარმოიდგინეთ თქვენი ამოცანა
თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენ ყოველ საათში უნდა გაიხსენოთ ინტერვიუს მიზანი. ნათლად წარმოიდგინეთ როგორ ჩაატარებთ ინტერვიუს, იქნება თუ არა ვინმე კიდევ, ვინც გაესაუბრება კანდიდატს, იქნება თუ არა განმეორებითი ინტერვიუ და ა.შ.
ასევე უთხარით კანდიდატს ინტერვიუს ხანგრძლივობის შესახებ და დარწმუნდით, რომ ეს არ იმოქმედებს მის პირად გეგმებზე.
მაშინვე უთხარით, რომ შრომის წიგნაკში გაკეთებული ყველა ჩანაწერი შემოწმდება. ასევე გაარკვიეთ შესაძლებელია თუ არა მის წინა დამსაქმებლებთან დაკავშირება.

6. აკონტროლეთ ინტერვიუს მსვლელობა
თქვენ უნდა გამოიყენოთ სწორი მეთოდიკა და დასვათ გონივრული შეკითხვები იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. თქვენ ასევე დაგჭირდებათ ინტერვიუს მსვლელობის გაკონტროლება. არავითარ შემთხვევაში არ გადაერთოთ მეორეხარისხოვან შეკითხვებზე.
ჩაიხედეთ მომზადებული შეკითხვების სიაში, თუ ეს საჭირო იქნება. არ დაუშვათ ინტერვიუსთვის დამახასიათებელი შეცდომა: არ ისაუბროთ ზედმეტად. უსმინეთ. შეეცადეთ, რომ ძირითადად ისაუბროს კანდიდატმა. გაიგეთ რაც შეიძლება მეტი კანდიდატის კომპეტენციის შესახებ, მისი დამოკიდებულება საქმისადმი, მისი მიზნები, ფასეულობები. მზად იყავით პაუზებისთვის, რომლებმაც შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდონ. ზედმეტად გრძელი პაუზა უცნაურიც კი შეიძლება იყოს.

7. უსმინეთ და გააკეთეთ ჩანაწერი
თქვენი მიზანია კანდიდატზე ინფორმაციის შეგროვება, რომელიც დაკავშირებულია სამსახურთან. ამისათვის თქვენ ძალიან ყურადღებით უნდა უსმინოთ რას ამბობს კანდიდატი. თუ თქვენ ყურადღებას დაუთმობთ თანამოსაუბრეს, ის მეტად თავდაჯერებულად იგრძნობს თავს თქვენთან საუბრისას.
ჩაიწერეთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ამ ჩანაწერების გამოყენებას შეძლებთ კანდიდატების უფრო ღრმად შესწავლისას ინტერვიუს შემდეგ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაიწეროთ შეკითხვები, რომლებიც კანდიდატთან ინტერვიუს დროს გაჩნდა. წინასწარ გააფრთხილეთ თანამოსაუბრე, რომ ჩანაწერების გაკეთებას აპირებთ. წერეთ სწრაფად და მოკლედ, რათა კანდიდატს ყურადღება არ გაუფანტოთ.

8. უპასუხეთ შეკითხვებს
მიეცით კანდიდატს შეკითხვების დასმის საშუალება და უპასუხეთ მათ. ეს შეკითხვები დაგეხმარებათ განსაზღვროთ მისი აზროვნების თავისებურებები. მზად იყავით უპასუხოთ ისეთ რთულ შეკითხვებს როგორიცაა:

  • როგორ ხდება თავდაუზოგავი შრომის წახალისება?
  • როგორია კომპანიის ფასეულობების და ეტიკეტის სისტემა?
  • კარიერული ზრდის რა შესაძლებლობებია კომპანიაში?
  • რამდენად სტაბილურია ბაზარზე მდგომარეობა?

9. წარადგინეთ აუცილებელი ინფორმაცია ინტერვიუს ბოლოს
მსგავსი ინფორმაციის მიწოდება ვაკანსიის თაობაზე უმჯობესია საუბრის დასრულების შემდეგ. კომპანიის კულტურაზე, შინაგანაწესზე და მსგავს საკითხებზეც საუბრის ბოლოს სჯობს ინფორმაციის მიწოდება. თუ ამ ყველაფერს ადრე იტყვით, ეს კანდიდატს დაეხმარება შესაფერისი პასუხები მოძებნოს თქვენს შეკითხვებზე.

ისაუბრეთ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ სიმართლე. თუ არის რაიმე უარყოფითი მომენტები, ნუ დამალავთ. პოტენციურმა კანდიდატებმა კარგად უნდა დაინახონ რასთან ექნებათ საქმე და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ სამომავლოდ.

მოილაპარაკეთ ხელფასზეც, გრაფიკზე და ლგოტებზე, რომელსაც კომპანია კანდიდატს შესთავაზებს. მოუყევით კანდიდატს სამსახურში მიღების შემდეგი ეტაპის შესახებ. საუბარი დაასრულეთ კანდიდატისთვის მადლობის გადახდით კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუთი დაინტერესების გამო.

10. შეაფასეთ კანდიდატი
ინტერვიუს შემდეგ გამოყავით გარკვეული დრო იმისათვის, რომ აზრებს თავი მოუყაროთ და კანდიდატი შეაფასოთ. ამისათვის შეიძლება დაგჭირდეთ ინტერვიუს დროს გაკეთებული ჩანაწერები.

კანდიდატის შეფასებისას ნუ იქნებით მიკერძოებული და არაობიექტური. მობილიზდით იმ მიზნებზე, რაც აღნიშნულ ვაკანსიას ესაჭიროება. დაეყრდენით კანდიდატის წარსულ გამოცდიელბას და შეაფასეთ რამდენად შეეფერება ის აღნიშნულ ვაკანსიას. მზად იყავით თქვენი შეფასების არგუმენტირებისთვის.

წარმოგიდგენთ სამ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას, რომლებიც უნდა გახსოვდეთ სწორი კანდიდატის შერჩევისთვის:

  • გაუმკლავდება თუ არა კანდიდატი სამუშაოს?
  • უნდა თუ არა მას მუშაობა?
  • რამდენად მოქნილი იქნება კანდიდატი, როცა მუშაობას დაიწყებს?

საუკეთესო თანამშრომლების შერჩევა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს კომპანიის ეფექტური მუშაობის გაგრძელებისთვის.
თანამშრომლები – ეს კომპანიის წარმატების გარანტიაა. ეს არის განძი, რომელიც გულდასმით უნდა ეძებოთ და გაუფრთხილდეთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like