10 რჩევა უკეთესად ფიქრისთვის! (მეცნიერთა დამტკიცებით)

10 რჩევა უკეთესად ფიქრისთვის! (მეცნიერთა დამტკიცებით)

1. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს
ჩვენი ცნობიერება მცირედი ნაწილია იმისა, რაც ჩვენს თავებში ხდება. ნებისმიერ მომენტში ტვინი ამუშავებს ელვის სისწრაფით უზარმაზარ ინფორმაციას – ასე სწრაფად ყველაფრის გაცნობიერებას ადამიანი ვერანაირად ვერ შეძლებს. ინფორმაციის გადამუშავებით მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ტვინი ახდენს ემოციების გენერირებას. ნუ დააიგნორებთ ამ მნიშვნელოვან მინიშნებას – თქვენს პირად სუპერკომპიუტერს ყოველთვის რაღაცის თქმა უნდა.

2. ნუ იფიქრებთ გარემოებების ზეწოლის ქვეშ
იმ დროს, როცა თქვენგან მოითხოვება მხოლოდ მოქმედება, უკვე აზრი არ აქვს საკუთარი მეთოდების განხილვას. „თვითმფრინავი აფრინდა – გვიანია საწვავის მარაგის შემოწმება“. რაიმე ხელობის შესწავლაზე დროის დახარჯვისას (და ამას დრო ყოველთვის სჭირდება), ჩვენ უნდა დავეყრდნოთ საკუთარ ავტომატიზმს და შევასრულოთ ქმედებები სწრაფად და ეფექტურად.

3. განიხილეთ ალტერნატივა
ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება პოკერის მოთამაშეების მიერ, როცა ეჭვობენ, რომ პარტნიორი იტყუება. ჩავთვალოთ, რომ პარტნიორი „არ იტყუება“, ამის შემდეგ ტვინი დაიწყებს ყველა ნიშნის მკვეთრად გაფილტვრას (საუბრის მანერა, მიმიკა და ა.შ.), რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რისიც ჩვენ გვჯერა.

4. დააყენეთ ეჭვქვეშ თქვენი ჩვევები
თუ თქვენ გიყვართ კარგი ღვინო – არ არსებობს არანაირი კავშირი მის ფასსა და იმას შორის, რამდენად ძლიერ მოგეწონებათ ის. იგივეა პარფიუმერიასთან, ფილმებთან, წიგნებთან დაკავშირებით. გაარკვიეთ პირადად თქვენ რა გინდათ და მიიღეთ მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან.

5. მიიღეთ შხაპი ხანგრძლივად
კვლევები ადასტურებს, რომ ხშირად პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო იდეა მოდის ხანგრძლივი სეირნობის ან შხაპის მიღებისას. ეს იდეები მიიღება ტვინის მაჯვენა სფეროს აქტივობის პიკზე, ხოლო აზროვნება იდეალურად მუშაობს ტვინის ამ ნაწილთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სტრესისაგან თავისუფალია.

6. სკეპტიკურად მიუდექით მოგონებებს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის მეხსიერება გასაოცრად არაგულწრფელია. თავად მოგონების ფაქტი რაიმე მოვლენაზე ცვლის ინფორმაციას ამ მოვლენის შესახებ ჩვენს ტვინში – იცვლება დეტალები და აღწერილობა. რაც უფრო მეტს ფიქრობთ, მით უფრო ნაკლებდამაჯერებელი ხდება ეს მოვლენები როგორც საფუძველი რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომ ნამდვილად არ ღირს თქვენი შვილის დაბადების დღე მოაწყოთ იმ მოგონებებზე დაყრდნობით, როგორიც თავად გქონდათ, მაგალითად 7 წლის ასაკში.

7. ნუ გააკეთებთ გათვლას იდეალურ სხეულზე და სუპერაზროვნებაზე ერთდროულად
გაირკვა, რომ ტვინის ნაწილები, რომლებიც პასუხს აგებენ ნებაზე და აზროვნებაზე მალე იფიტება. მარტივმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანი, რომელსაც სთხოვეს შვიდნიშნა ნომრის დამახსოვრება, შემდეგ შესთავაზეს შეეჭამა სალათი ან შოკოლადის ტორტი – მან აირჩია ტორტი. ხოლო მან, რომელსაც სთხოვეს დაემახსოვრებინა მხოლოდ ერთი ციფრი, უყოყმანოდ აირჩია სალათი. პირველ ჯგუფში „ტვინის დაძაბვა“ ამოიწურა. გახსოვდეთ, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი აკეთოთ, მაგრამ არა ყველაფერი ერთდროულად!

8. იმუშავეთ შეცდომებზე
წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი საერთო ნიშანია ის, რომ ყველა მათგანი ცდილობს მობილიზდეს საკუთარ შეცდომებზე. მაშინაც კი, როცა ისინი კარგად ასრულებენ თავიანთ საქმეს, ყოველთვის ამბობენ, რომ შეეძლოთ უკეთ გაეკეთებინათ. ეს რა თქმა უნდა ბედნიერების რეცეპტი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდიელბისა და სწავლის პროცესია, რამდენადაც ტვინის უჯრედები „არკვევენ“ როგორ მოახერხონ სწორი ანალიზის საფუძველზე შეცდომების გამოვლენა.

9. იარეთ და იოცნებეთ
დაივიწყეთ ეფექტურობა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოცნებები შემოქმედების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ისინი იწვევენ ტვინის ქსელში აქტივობის პიკს, რომელიც აერთიანებს მის ნაწილებს და წარმოქმნის ახალ კავშირებს. მეოცნებე რეალურად დიდი საქმეს აკეთებს.

10. იფიქრეთ აზროვნებაზე
დადასტურებულია, რომ სწორი გადაწყვეტილების საფუძველი არის არა ინტელექტი და გამოცდილება, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღების გადაწყვეტა. ტვინი, როგორც შვეიცარიული სამხედრო დანა სავსეა სხვადასხვა ინსტრუმენტებით. იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი მათგანი შეეფერება ყველაზე მეტად მოცემულ ეტაპზე არსებული ამოცანის გადაჭრას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 რამ, რაც გაგაბედნიერებთ, როცა სახლში იქნებით…

1. გაასწორეთ საწოლი. ეს ერთ-ერთი ამოსავალი თვისებაა, რომელიც რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, დაგეხმარებათ თავი ბედნიერად იგრძნოთ! 2. ოთახი მოამზადეთ თქვენი დაბრუნებისთვის. დახარჯეთ 3 წუთი სახლიდან გასვლამდე იმაზე, რომ საკუთარმა

Print Friendly, PDF & Email

სხვა ადამიანები არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან

გჭირდება სხვა ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება იგრძნო?? რა უცნაური და საინტერესოა არა? რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები? რომ მათი გავლით მოვიდეს ჩვენში ყველა ის

Print Friendly, PDF & Email

როგორი გზა ელოდება ახალბედას ბიზნესში – 4 მთავარი ეტაპი

ალექსანდრე პერევეზენცევი – საერთაშორისო, სერთიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი.  როგორი გზა ელოდება ახალბედას ბიზნესში. 4 ეტაპი, ბიზნესმენად ჩამოყალიბებისას. ნებისმიერს შეუძლია გახდეს ნებისმიერი. ერთხელ ვინსტონ ჩერჩილმა თქვა: – ჭკვიანი ადამიანები, ყველა შეცდომას არ

Print Friendly, PDF & Email

ქალის ტიპები, რომლებსაც ვერ იტანენ მამაკაცები

სანამ ჯერ ისევ გოგონა ხართ, ეს უნდა იცოდეთ. იცოდეთ, რომ შეცვალოთ რამე, ან არ დაუშვათ. იცოდეთ, სანამ მეხი არ გავარდნილა და შემდეგ არ გითქვამთ, რატომ არ მითხარით აქამდე, სად იყავით,

Print Friendly, PDF & Email

აზროვნების ორი ტიპი

ფიქსირებული აზროვნა გულისხმობს, რომ ჩვენი ხასიათი, ინტელექტი და შემოქმედებითი შესაძლებლობები მოცემული გვაქვს ბუნებისგან. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ერგება ჩვენი ბუნებრივი თვისებები საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს. როცა ფიქსირებული აზროვნების მქონე ადამიანი

Print Friendly, PDF & Email

როგორები არიან ბედნიერი ადამიანები

1. ისინი ანვითარებენ აღდგენით შესაძლებლობას ფსიქოლოგები თვლიან, რომ სწორედ აღდგენითი შესაძლელობები არის დეპრესიის ანტონიმი და არა ბედნიერება. ბედნიერმა ადამიანებმა იციან, როგორ გამოვიდნენ რთული მდგომარეობიდან. ეს შესაძლებლობა არის ერთგვარი იარაღი გარდაუვალი

Print Friendly, PDF & Email