10 რჩევა საკუთარი გეგმების განსახორციელებლად
974 Views

10 რჩევა საკუთარი გეგმების განსახორციელებლად

«შეუძლებელია — ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა, რომლის უკან პატარა ადამიანები იმალებიან»

1. დაიწყეთ მცირედით. დაისახეთ პატარა, რეალური და მარტივად მიღწევადი მიზნები და მათი მიღწევის შემდეგ გაართულეთ ამოცანები. სატრენაჟორო დარბაზში კვირაში ორჯერ სიარული გაცილებით მარტივია, ვიდრე ყოველდღიური ვარჯიში.

2. რთული მიზნები ეტაპებად დაყავით. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ სწრაფი შედეგი, შთაგონება მიიღოთ წარმატებით და არ დაკარგოთ მთავარი მიზანი.

3. დააწესეთ ჯილდო საკუთარი თავისთვის. მაგალითად ნასწავლი 100 ფრანგული სიტყვისთვის შეიძინეთ ახალი ჰალსტუხი. ასევე ნუ დაიღლებით საკუთარი თავის სიტყვიერი შექებით ყოველი შესრულებეული ეტაპისთვის.

4. იყავით სხვების წინაშე პასუხისმგებლიანი. უთხარით ადამიანს ვის აზრს სცემთ პატივს, მოუყევით საკუთარ მიზნებზე. მიეცით პირობა მის შესრულებაზე და თუნდაც ამის შემდეგ მან მუდმივად გკითხოთ: «შენ იცავ პირობას?»

5. გახსოვდეთ ვაკუუმის პრინციპი. თუ საუბარია მავნე ჩვევის მოშორებაზე, მაშინ ჯერ უნდა გაარკვიოთ: ეს უბრალოდ ჩვევაა თუ უკვე დამოკიდებულება? ალკოჰოლისა და სიგარეტის გარდა ფულის უაზრო ფლანგვაც შესაძლოა დამოკიდებულება გახდეს. თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია გაიგოთ რომელ სიცარიელეს ავსებს თქვენს ცხოვრებაში ეს ჩვევა. ამის შემდეგ შეეცადეთ სიცარიელე შეავსოთ სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობით.

6. შეზღუდეთ დრო. შეადგინეთ მიზნის მიღწევის დეტალური გეგმა და ვადები. ეს არ მოგცემთ საშუალებას თავი იმართლოთ შეუზღუდავი დროის ქონით.

7. მანამ, სანამ მიზნებს დაისახავთ, საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვები: ეს ნამდვილად ჩემი მიზანია თუ უბრალოდ სხვების სურვილების შესრულება? იქნებ მე უბრალოდ მივყვები თანამედროვე მოდურ სტერეოტიპებს? რა სირთულეებს შევეჯახები? იმსახურებს კი ეს მიზანი ნამდვილი მამაკაცის წოდებას?

8. დაპირებების და გეგმების შესრულება უნდა ხდებოდეს შეუჩერებლად. მათი გადადება «უკეთესი დროისთვის» არ ღირს – ეს დრო შეიძლება სულაც არ მოვიდეს.

9. მოძებნეთ თანამოაზრეები. გაერთიანდით საერთო მიზნების მიღწევისთვის სხვა ადამიანებთან. გაწევრიანდით უკვე არსებულ კლუბში ან შექმენით თქვენი! მოგზაურობისთვის და გეგმების განხორციელებისთვისაც საჭიროა თანამგზავრები.

10. თვალი ადევნეთ მიღწეულ რეზულტატებს. გააანალიზეთ გამარჯვება და მარცხი, წარმატების პრინციპები და წარუმატებლობის მიზეზები. შექმენით მიზნების მიღწევის საკუთარი მეთოდიკა, რომელიც გამოდგება თქენს ცხოვრებაში.

გახსოვდეთ: «შეუძლებელია — ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა, რომლის უკან პატარა ადამიანები იმალებიან».

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like