როგორ უნდა გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი – 10 რჩევა კიმ კიიოსაკისგან
1451 Views

როგორ უნდა გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი – 10 რჩევა კიმ კიიოსაკისგან

ყველა ადამიანი ბუნებით უნიკალურია, მაგრამ ის, რაც ერთს გამოუვიდა, სრულიად მიღწევადია სხვისთვისაც. კიმ კიიოსაკი ახლა ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანია, ის გახდა ინვესტორი. ეს რჩევები, რომლებიც კიმს მოჰყავს, არის მათთვის, ვინც მზადაა საკუთარ თავზე იზრუნოს, ვინც მზადაა შეებრძოლოს საკუთარ შიშს და საბოლოოდ ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიოს.

  1. ისწავლეთ – მოძებნეთ კურსები, სემინარები ინვესტიციის შესახებ და დაესწარით მათ. შეისწავლეთ გაუგებარი ტერმინები. მოძებნეთ ადამიანები, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას და მზად არიან გამოცდილება გაუზიარონ სხვებს.
  2. დაიწყეთ მცირედით – ნუ შეიძენთ იმ კომპანიის აქციებს, რომელიც არ შეგისწავლიათ, ნუ ჩადებთ ისეთ ბიზნესში ფულს, რომელსაც არ იცნობთ.
  3. ჩადეთ ცოტა ფული – თუ თქვენ დამწყები ინვესტორი ხართ, საჭირო არ არის დიდი ინვესტიციებით დაწყება: ვიღაცისთვის დასაშვები იქნება 100$-ის, ვიღაცისთვის კი 2000$-ის დაბანდება. გახსოვდეთ, ეს უნდა იყოს თანხა, რომლის დაკარგვის უფლებასაც მისცემთ საკუთარ თავს.
  4. იყავით სახლთან ახლოს – თუ საკითხი ეხება სახლის შეძენას, ეცადეთ შეიძინოთ საკუთარ ქალაქში, რაიონში, სადაც ცხოვრობთ. რადგან თქვენ უკეთ იცნობთ ადგილობრივ სიტუაციას, ფასებს და ა.შ.
  5. მოემზადეთ გამარჯვებისთვის – ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი განწყობა. თუ თქვენ წარმატების გჯერათ, ის აუცილებლად მოვა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ზემოთ მოყვანილ პუნქტებს შეასრულებთ.
  6. გონივრულად შეარჩიეთ თქვენი გარემოცვა – მნიშვნელოვანია თქვენი ახლობლების მხრიდან მხარდაჭერა მაშინ, როცა რაიმე ახალს იწყებთ. ზოგჯერ ასეთი მხარდაჭერა საერთოდ არ არსებობს, ამიტომ საჭიროა იპოვოთ გულახდილი ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას გამოგიცხადებენ და გეტყვიან, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ. თუ თქვენს გარემოცვაში ასეთი ადამიანები არ არიან, მაშინ გჯეროდეთ საკუთარი თავის და სანამ მცირედ წარმატებას მაინც არ მიაღწევთ, არასოდეს არ მოყვეთ საკუთარ წამოწყებებზე.  
  7. ინვესტირება – ეს პროცესია – არ არის საჭირო მომენტალური შედეგების ლოდინი ინვესტიციიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ ინვესტიციებმა მოიტანონ ფულის ნაკადი თქვენთვის, ანუ მოახდინონ პასიური შემოსავლის ფორმირება.
  8. გააგრძელეთ სწავლა – საკუთარ ნიშაში ყველაზე დაოსტატებული ადამიანებიც კი დადიან სემინარებზე, მონაწილეობას იღებენ კონფერენციებში. ყოველთვის შეიძლება რაიმე ახალის გაგება, იმ ნიშაშიც კი, რომელიც კარგად იცით.
  9. მიიღეთ სიამოვნება – ყოველ წარმატებაზე შეაქეთ და წაახალისეთ საკუთარი თავი, თქვენ ნამდვილი ბრილიანტი ყავხართ საკუთარ თავს! 
  10. იყავით გონიერი! – დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like