10 რჩევა კარგი განწყობისთვის
2391 Views

10 რჩევა კარგი განწყობისთვის

1. საკუთარი თვის კონტროლი.
იმისათვის, რომ ყოველთვის კარგი განწყობა გქონდეთ, ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი. ნუ გაბრაზდებით წვრილმანების გამო, შეეცადეთ ახლობელ ადამიანებთან არ იჩხუბოთ, აპატიეთ მათ. პატიებით თქვენ თავისუფლდებით ბრაზისგან და შურისძიების გრძნობისგან, რაც პირველ რიგში თქვენ გვნებთ.

2. შეეცადეთ სამყაროს იუმორით უყუროთ.
მაშინაც კი, როცა შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებით, მაინც გაიღიმეთ და საკუთარ თავს უთხარით: “ესეც გაივლის!“. დაუჯერებელია, მაგრამ ვისაც ნამდვილად ჯერა, მისი ცხოვრებიდან ცუდი აუცილებლად გაქრება.

3. ნუ დაჯდებით სახლში სამყაროზე გაბრაზებული!
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ქუჩაში, მეგობრების და ნაცნობების კამპანიაში ცუდი განწყობა არ არსებობს. დამტკიცებულია!

4. შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში სიახლის ელემენტები.
ფსიქოლოგები გვირჩევენ დროდადრო შეიცვალოთ ჩვევები, მაგალითად შეიძინოთ ახალი ჰობი ან შეიცვალოთ სტილი. თუ ქუსლიანებს ჩაიცმევთ გამოჩნდებით უფრო მაღალი, გაიმართებით და რაც მთავარია საპირისპირო სქესის ყურადღებას მიიქცევთ. არაფერი ისე არ მოქმედებს კარგი განწყობის შექმნაზე, როგორც გარშემომყოფთა ყურადღება.

5. ისწავლეთ მოდუნება
როცა მოსაწყენ და დამღლელ სამუშაოს ასრულებთ, იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე. მაგალითად, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან შეხვედრაზე. ასევე მოდუნებაში დაგეხმარებათ არომატული სანთელი. გთავაზობთ ეთერზეთების ჩამონათვალს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ განწყობაზე და სულიერ მდგომარეობაზე: მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, ბერგამოტი.

6. იარეთ ცურვაზე
წყალი ეხმარება სხეულს დაისვენებასა და მოდუნებაში, ამაღლებს ტონუსს და განწყობას. გარდა ამისა, ცურვის დროს რაიმე ტრავმის მიღების ან უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმალურია სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით.

7. შეჩერდით, მიიხედეთ უკან…
ზოგჯერ ადამიანები სასოწარკვეთაში იმიტომ ვარდებიან, რომ ვერ ნახულობენ დროს იმის გასაანალიზებლად, სწორი მიმართულებით მიდიან თუ არა. საჭიროა დროულად მოაწესრიგოთ თქვენი აზრები, მიზნები, კონტაქტები – სწორედ ისე, როგორც სახლს ალაგებთ.

8. ცხოვრებას მიუდექით მარტივად
ცხოვრებაში გმირობის ადგილი ყოველთვის არის, თუმცა ის ყოველთვის საჭირო არ არის. შეეცადეთ კონცენტრაცია გააკეთოთ იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ მოცემულ მომენტში. ხშირად ამას უფრო მოაქვს წარმატება, ვიდრე გრძელვადიანი რეზულტატის გარანტირების სურვლს. სიხარულით მიიღეთ პატარა გამარჯვებაც და მიღწევაც. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ მოწყენილობასა და ტანჯვაში გაატაროთ.

9. შეინარჩუნეთ პერსპექტივის გრძნობა
ცხოვრება მოძრაობაა და რაც დღეს ტრაგედიად გეჩვენებათ, შესაძლოა, რომ ხვალ ღიმილი გამოიწვიოს. ტყუილად არ უთქვამთ – დილა საღამოზე ბრძენიაო.

10. დაივიწყეთ უსიამოვნებები
თუ საწოლში წოლა და საკუთარი თავის შეცოდება გინდებათ, სჯობს არ წამოეგოთ ამ სურვილზე. „იმოძრავეთ და თქვენი ემოციებიც უფრო მოძრავი გახდება, უყურეთ ფილმს, დაალაგეთ სახლი… გახსოვდეთ: თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარ გრძნობებზე და შგრძნებებზე“ – მერიონ დილვორტი, ფსიქოლოგი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like