10 რამ, რისი სწავლაც ღირს იტალიელებისგან
3602 Views

10 რამ, რისი სწავლაც ღირს იტალიელებისგან

იტალიელები — ოსტატები არიან ხელოვნების ბევრ დარგში. მათ შორის სამყაროს შეთვისების, სიტუაციიდან თავის დაღწევის, ლამაზი ცხოვრების და მისგან სიამოვნების მიღების ხელოვნებაში.

B2P.GE თვლის, რომ ნამდვილად აქვს აზრი, მათგან მაგალითის აღებას.

საკვები  — ეს სიამოვნებაა, საკვების მიღება — ეს რიტუალია
იტალიელები გაწერილი გრაფიკით ცხოვრობენ. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა. თუმცა, ეს განსაკუთრებული გრაფიკია, რაც გულისხმობს მის მკაცრ დაცვას: დილით ყავა და ორცხობილა — დღისით ლანჩი ოჯახთან ერთად — აპერატივი17:00-19:30-ზე — ვახშამი 20:00-21:00-ზე სახლში ან რესტორანში.
ქუჩაში ჭამა, ფინჯანი. ყავით სიარული და ფასტფუდი იტალიაში მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში გამოიყენება.
საუკეთესო საკვები — არის ის, რაც მოყვანილია სწორედ იმ ადგილას, სადაც იმყოფებით, ახალი დაკრეფილი პროდუქტით არის მომზადებული და ბუნებრივია. და კიდევ, საჭმელი — ეს არის სიამოვნება, რომელიც აუცილებლად უნდა გაიყოს ვინმესთან, რადგან დაგემოვნება და შემდეგ მოსაზრებების გაზიარება რიტუალის განუყოფელი ნაწილია, რაც საკვებს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

ურთიერთობა — ეს არის სოციალური ცხოვრების ძრავა, საუბარი — ეს ხელოვნებაა
თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გაესაუბროთ უცნობს და არამარტო ამინდის შესახებ, არამედ ისე, რომ საინტერესო იყოს? იტალია — ეს არის ადგილი, სადაც ნეთვორქინგის კურსების ორგანიზატორებს ელით გარდაუვალი ბანკროტობა, რამდენადაც ამ ხელოვნებას იქ ყველა ფლობს ბავშობიდან.
თემების დიაპაზონი — შეუზღუდავია, დაწყებული ციტრუსიდან, დამთავრებული იულიუს კეისრით. ასეთი საუბრები ამდიდრებს ადამიანს ახალი ცოდნით, ახალი ნაცნობობის შესაძლებლობას აძლევს და აფართოვებს მისი მსოფლმხედველობის საზღვრებს.

ცხოვრება — ეს არ არის რამეს დევნა, ეს არის უბრალოდ ცხოვრება, აქ და ახლა
იტალიელები ცხოვრობენ იმ განცდით, რომ ყველაფერს მოასწრებენ. რაც ხელს უწყობს ზოგადად სტრესის შემცირებას. ამ შეგრძნებით ადამიანი აღარ ჩქარობს და ყველაფერს ასწრებს – სამ საათიანი სიესტას პირობებშიც კი, რადგან ფოკუსი მიმართულია სულ სხვა რამეზე.
მიეცით დრო საკუთარ თავს ყველაფრისთვის, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და გაოცებული დარჩებით, შედეგებით. შენელება — ეს არის ცხოვრების უკეთესი ხარისხისკენ გზა და ბევრ სხვა სფეროში პროგრესი.  

ცხოვრების ხარისხი — ეს არის ნომერი 1 პრიორიტეტი. არავითარი კომპრომისები.
იტალიაში ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ სიამოვნების გრძნობას ტოვებს. ადამიანებს აქვთ დრო დილის გაზეთის წასაკითხად და ყავის დასალევად, დღისით ოჯახთან დროის გასატარებლად და ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად. მეგობრებთან შეხვედრის და აპერატივთან ერთად სადილობის დრო და ა.შ.
იქ ცხოვრობენ არა იმისთვის, რომ იმუშაონ, არამედ მუშაობენ იმისთვის, რომ ცხოვრება მოასწრონ, თან კარგად.

საკუთარი თავის მიმართ ლმობიერება. «რატომაც არა?» — ეს ცხოვრებისეული ფილოსოფიაა
იტალია სავსეა ცდუნებებით: გემრიელი ყავა ყოველი ფეხის ნაბიჯზე და გასაოცარი დესერტი, უგემრიელესი ნაყინი, ლამაზი ინტერიერის მქონე მაღაზიები აქსესუარებით, საიდანაც შენაძენის გარეშე ვერ გამოხვალ. ჰოდა, რატომაც არა?! იდეა იმაშია, რომ საკუთარ თავს არ უთხრა უარი წვრილმან სიამოვნებებზე. მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ: ეს არ ეხება საკუთარი თავის გატუტუცებას, ზედმეტად ზრუნვას – ეს ეხება უბრალოდ პატარ-პატარა სიამოვნებებს, როცა გვინდა, რომ განვიახლოთ შეგრძნება რა მშვენიერია ეს ცხვორება!

დროის გატარება საკუთარ ოჯახთან. ოჯახი – ეს ციხესიმაგრეა
როცა ფული გამოგელევა, დავიწყებას მიეცემა თქვენი მიღწევები, მეგობრებიც გაიფანტებიან, რაც გრჩებათ ეს არის თქვენი ოჯახი. მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც იტალიას ახასიათებს, ოჯახი ხშირად ხდება ის ადგილი, სადაც შესაძლებელია თავი შეაფარო და არ გიღალატონ.
დღეისათვის ყველაფერი ასე ბრუტალურად არ არის, მაგრამ ოჯახი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ხმაურისა და არეულობისა, ოჯახი ქმნის სტაბილურობისა და დაცულობის შეგრძნებას.

ყველაგნ ბავშვებთან ერთად სიარული, ბავშვები — ძალიან კარგია
იტალიაში ბავშვებთან ერთად თქვენი ნახვა ყველას უხარია. ბავშვები არიან ყველგან: რესტორნებში, სილამაზის სალონებში, ბუტიკებში, კაფეებში, მაღაზიებში. თქვენ სწრაფად მოგართმევენ სპეციალურ სკამს, მოეფერებიან ბავშვს, გასართობსაც მოუძებნიან — ერთი სიტყვით, თუ ხელში ბავშვი გიჭირავთ, ყველგან გზა ხსნილი გაქვთ.

ცხოვრების ჯანსაღი წესი — ეს ცხოვრების სტილია
ამიტომ, პასტა და პიცა არ აისახება ფიგურაზე. საშუალოსტატისტიკური იტალიელი წელიწადში 26 კგ პასტას ჭამს და მისი ზომა არის „М“. თქვენ ფაქტიურად ვერ ნახავთ დიეტაზე მყოფ იტალიელს. მათი ყოველდღიური რაციონი ფაქტიურად არის დიეტა. ისინი იყენებენ ბაზისად რამოდენიმე მარტივ წესს: დაიცავით ბალანსი ბოსტნეული / ფქვილის ნაწარმი / ცილების შემცველი საკვები / ხილი, საკვები მოამზადეთ მხოლოდ ახალი ინგრედიენტებისგან, გამოიყენეთ მარტივი რეცეპტები, გააკონტროლეთ ულუფები.
იტალიელის კიდევ ერთი ჯანსაღი არჩევანია ფეხით ან ველოსიპედით სიარული. მანქანა — საჭიროა მასშტაბურ შობინგზე ან სამსახურში წასასვლელად, ისიც თუ შორს მუშაობთ.

სამოსი ალამაზებს ადამიანს, ეს ჩვენი კომუნიკაციის საშუალებაა
იტალიელები ძალიან ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენენ გარშემომყოფებზე. თქვენც ხომ იცით, რომ ეს კარგია, ეს ლამაზია – საინტერესოა ქუჩაში ადამიანების თვალიერება. ადამიანებს აქვთ ყველა შემთხვევისთვის საჭირო სამოსი: თქვენ არ წახვალთ პარკში იგივე ტანსაცმლით, რაც გეცვათ შეხვედრაზე.
რომში ან ფლორენციაში, შუა ქალაქში შორტებით, ფერადი მაისურებით ქალაქის ცენტრში გამოჩენა არის ნონსენსი! თუ ასე ვინმე დადის, ის 100%-ით ტურისტია. კარგად და ვითარების შესაფერისად ჩაცმულობა ნიშნავს საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემას. სულ სხვა ისტორიაა როგორ მიდგომა აქვთ მათ შარფების, ყელსახვევების, საზაფხულო ქუდების და სხვა აქსესუარების მიმართ-ეს ხელოვების დონეზეა აყვანილი.

კარგი მანერები ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის
სადაც არ უნდა შეხვიდეთ გაიღიმეთ და მიესალმეთ იქ მყოფთ. როცა სახლთან მდებარე პატარა სუპერმარკეტში შედიხართ, თქვენ გესალმებათ იქ მომსახურე პერსონალი. ადამიანთან საუბრისას უპასუხეთ მის მზერას, შეინარჩუნეთ კონტაქტი. თუ ვინმე დაგეჯახათ პირველმა თქვით «უკაცრავად» და ინციდენტი გახდება კომპლიმენტების გაცვლა. ვიღაცამ შეიძლება ამ ყველაფერს სოციალური სიყალბე უწოდოს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება ნამდვილად სასიამოვნოა, ვიდრე უმისოდ. ამ ყველაფერთან ერთად საზოგადოება უფრო კეთილი ხდება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like