10 რამ, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის დღესვე უნდა დაიწყოთ

10 რამ, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის დღესვე უნდა დაიწყოთ

1. დაიწყეთ საკუთარი გონების, სხეულის და სულის სრულყოფა. «თუ თქვენ ანვითარებთ თქვენს გონებას, სხეულს და სულს, დრო მაგიურად მუშაობს თქვენზე. იღებთ ახალ პერსპექტივებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო მეტს მიაღწიოთ». – Brian Koslow

2. დაიწყეთ საკუთარი თავის ნდობა ისე, როგორც გსურთ, რომ გარშემომყოფები გენდობოდნენ.

3. ცხოვრებისგან გქონდეთ საუკეთესოს მოლოდინი და თქვენ მას მიიღებთ. გაახილეთ თვალები და გააცნობიერეთ, რომ საუკეთესო უკვე თქვენს გარშემოა, ის უკვე თქვენშია. იქონიეთ საუკეთესოს მოლოდინი საკუთარი თავისგან, გარშემომყოფებისგან და ზოგადად ცხოვრებისგან.

4. განავითარეთ საკუთარ თავში მადლიერების გრძნობა. იყავით მადლიერი ცხოვრებაში ყოველი ბედნიერი მომენტისთვის. “განავითარეთ მადლიერების გრძნობა და უთხარით «მადლობა» ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება. გახსოვდეთ, რომ ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი – ეს არის რაიმე დიადთან და მშვენიერთან მიახლოება. – Brian Tracy

5. აპატიეთ ყველას, ვინც გული გატკინათ.

6. აპატიეთ საკუთარ თავს დაშვებული შეცდომები. შეცდომების დაშვება – ეს ნორმალურია. თუ არ ვცდებით – არც ვვითარდებით, არ ვიზრდებით. აპატიეთ საკუთარ თავს და გახსოვდეთ, რომ პატიება – ეს არის საჩუქარი საკუთარი თავისთვის.

“პატიება — ეს არის სიყვარულის ყველაზე ამაღლებული და ყველაზე მშვენიერი ფორმა. საპასუხოდ თქვენ მიიღებთ ბედნიერების და სიმშვიდის შეგრძნებას”. – Robert Muller

7. მოიცილეთ თქვენი ცხოვრებიდან ის, რაც აღარ გჭირდებათ. მოძებნეთ საკუთარ თავში ძალები და სიმამაცე იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ უსარგებლო საკითხებისა და ნივთებისგან, რომლებსაც არ მოაქვთ არც სარგებელი, არც ბედნიერება და არც სიხარული. ყოველთვის არსებობენ ადამიანები და ისეთი მოვლენები, რომელთა დაკარგვა და დავიწყება არ გვინდა. თუმცა მათი ცხოვრებიდან გაშვება არ არის სამყაროს დასასრული – ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი!

8. წერეთ საკუთარი ისტორია. ნუ ჩაიციკლებით წარსულზე. იქონიეთ თქვენი მომავლის ნათელი ხედვა. მაგრამ იცხოვრეთ აწმყოთი. ახლანდელი დრო – ეს არის ყველაფერი, რაც გაქვთ და რაც ოდესმე გექნებათ. ყოველთვის, როცა წარსულისკენ იხედებით, ამით ხელს უშლით საკუთარ სამომავლო შესაძლებლობებს.

9. განავითარეთ ურთიერთობა საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. შეიყვარეთ საკუთარი თავი მანამ, სანამ სხვებს შეიყვარებთ. აღზარდეთ საკუთარი თავი მანამ, სანამ სხვების აღზრდას დაიწყებთ. ურთიერთობა განავითარეთ პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე გარშემომყოფებთან!

10. ისუნთქეთ გააზრებულად და ღრმად. ბოლოს როდის მოუსმინეთ საკუთარ სუნთქვას? ჩვენ გვავიწყდება როგორ უნდა ვისუნთქოთ. «ზედაპირული სუნთქვა არის ყველა სიავის სათავე, ხოლო გაცნობიერებული, ღრმა სუნთქვა აღადგენს და იცავს ჩვენს გულებს» – Desmond Green

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ