10 რამ, რაც აუცილებლად იცვლება, თუ საზღვარგარეთ ცხოვრებას იწყებთ
2049 Views

10 რამ, რაც აუცილებლად იცვლება, თუ საზღვარგარეთ ცხოვრებას იწყებთ

ემიგრანტებისთვის განკუთვნილი პოპულარული ბლოგის ავტორი კიმბერლინ ბოისი, მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურება ცხოვრება ემიგრაციაში.

წარმოგიდგენთ 10 საკითხს, რომლებიც აუცილებლად იცვლება, თუ საზღვარგარეთ ცხოვრებას გადაწყვეტთ. საზღვარგარეთ ცხოვრება — ეს რა თქმა უნდა ჯილდოა, მაშინაც კი, თუ ხანმოკლეა, რაგან ამ გამოცდილებამ შეიძლება მთლიანად შეგცვალოთ პიროვნულად, თან უკეთესი კუთხით.

1. თქვენ სწავლობთ ახალ უცხო ენას და ივიწყებთ ძველს
ექსპერტობას არ დავიწყებ იმ საკითხში, თუ როგორ არის ადამიანის ტვინი მოწყობილი, მაგრამ ვხვდები, რომ თუ დიდი ხნის მანძილზე ადამიანი არ ისაუბრებს მშობლიურ ენაზე, ის დაავიწყდება. უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას თავიდან ნელ-ნელა ხვდებით რას გეუბნებიან ახალი თანამოქალაქეები, შემდეგ გიხარიათ, რომ სწრაფად გაერკვიეთ უცხო ენაში, კიდევ რამოდენიმე თვე გავა და თავადაც ისაუბრებთ!

რა თქმა უნდა მშობლიურ ენას ბოლომდე ვერ დაივიწყებთ და მოხვდებით თუ არა ამ ენის მატარებელ გარემოცვაში ეგრევე აღიდგენთ და გამართავთ, მაგრამ მუდმივი გარემო, სადაც სხვა ენაზე საუბრობენ, გავლენას ნამდვილად ახდენს.

2. ჩემოდანი გახდება უფრო მეტი, ვიდრე მოსახერხებელი ჩანთა ტანსაცმლის ჩასალაგებლად
როცა ერთხელ გადაწყვეტს ადამიანი დაიწყოს მოგზაურობა, წავიდეს ემიგრაციაში, მერე ამის სურვილი უფრო უღრმავდება. როცა მას ჰგონია, რომ უცხო ქვეყანაში ჩასული მოეწყობა და იქედან არსად აღარ წავა, ჩანთებსა და ჩემოდნებზე კი მტვერი დაიდებს ბინას, სიმართლე არ არის. პირიქით, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გინდება იმოგზაურო უცხო ქვეყნებში და ფაქტიურად ვეღარ ჩერდები. შესაბამისად ჩემოდნები და ჩანთები მუდმივად გჭირდება და თან გაქვს.

საქმე იმაშია, რომ ემიგრაციამ თითქოს გამათავისუფლა. მოგზაურობა სულ უფრო ხშირად მინდა და ამით სიამოვნებას ვიღებ. ვფიქრობ, რომელიმე თქვენგანი თუ გადაწყვეტს ემიგრაციაში წასვლას, იგივე დაემართება. ეს გალიიდან გამოსვლას ჰგავს. ერთხელ თუ გახვედი, მერე უკან აღარ შებრუნდები და სულ უფრო მეტი გინდა რომ იარო. მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს ნამდვილად არ გავჩერდები მაგალითად ბრაზილიაში, სადაც ახლა ვცხოვრობ.

3. ეს არ არის მოგზაურობა, ეს შენი ცხოვრებაა!
თქვენ შეიძლება საზღვარგარეთ იცხოვროთ 5 წელი, შემდეგ დაბრუნდეთ და ახლობლები მოინახულოთ. დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეხვედრისას გკითხავენ: «როგორი იყო მოგზაურობა?». ზოგჯერ მერ მინდება ვიყვირო: «მე არ ვმოგზაურობ! მე იქ ვცხოვრობ!». მაგრამ ვიცი, რომ მაინც ვერ გაიგებენ.
ამიტომ, ასეთ შეკითხვას ყოველთვის შემდეგი შაბლონით ვხვდები: «იმდენი რამ მოხდა ამ სამი წლის მანძილზე… იქნებ ერთად გვესადილა და მოგიყვები ჩემი საუკეთესო შთაბეჭდილებების შესახებ!».

4. თავში მუდმივად გექნებათ ვალუტის გაცვლითი კურსი
თქვენ შეიძლება იცხოვროთ სხვა ქვეყანაში ათი წელი, მაგრამ ვალუტის გაცვლითი კურსი სულ მუდამ თავში გექნებათ. მაღაზიებში შესვლისას მუდმივად გადაამოწმებთ ფასებს, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნებით, საზღვარგარეთ თუ სამშობლოში. ეს ჩვევად ჩამოგიყალიბდებათ — რომლისგანაც ვერასოდეს ვერ გათავისუფლდებით.

5. საზღვარი «ნორმალურსა» და «უცნაურს» შორის ამ მომენტიდან იქნება ცოტა ბუნდოვანი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი თვლის, თითქოს სამყარო დღეს არის გლობალური მაკდონალდსი, ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ყველა კულტურას, მეზობელ კულტურებსაც კი, აქვთ თავისებური გაგება იმის შესახებ, თუ რა არის მისაღები და რა არა.

სადღაც მისაღებია, როცა ახალგაზრდა წყვილი ქუჩაში ერთმანეთს კოცნის, სადღაც – არა. სადღაც მარიხუანას მოწევას ჩვეულებრივ ვხვდებიან, სადღაც — არა.

მე ამერიკიდან წავედი 23 წლის ასაკში. მაშინ არასწორად მიმაჩნდა, როცა ქუჩაში ვიღაც ცხვირს იჩიჩქნიდა. თავად კი მუდმივად ვიყენებდი კბილის ჩხირებს ჭამის შემდეგ. სადაც დღეს ვცხოვრობ, იქ ყველაფერი პირიქითაა. ქუჩაში შეგიძლია ცხვირი გამოიწმინდო. ვერც იმას ვხვდები, რატომ არის მიუღებელი კბილის ჩხირების გამოყენება.
მსგავსი განსხვავებები და ცვალებადი გარემო მეტ თავისუფლებას გაძლევთ და ასევე მოთმინებასაც გასწავლით.

6. დროს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ყველა ქვეყანაში
ამერიკაში იმავე დღეს კაფეში ვერავის ვერ დაპატიჟებთ. იქ ადამიანები კალენდრით ცხოვრობენ და ძალიან ბრაზდებიან, როცა ვინმეს ლოდინი უწევთ ხუთ წუთზე მეტხანს.

სადაც ახლა მე ვცხოვრობ ნახევარი საათით დაგვიანებაც კი არ არის პრობლემა. თავიდან ეს სულაც არ მომწონდა, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე.

თუმცა გაოცება მაინც გრჩება, როცა ხვდები როგორ არიან ადამიანების ერთი ნაწილი ჩაციკლული დროზე, მეორე ნაწილი კი საერთოდ არ ფიქრობს ამაზე.

7. სიტყვა «რუტინა» გაქრება თქვენი ლექსიკონიდან
იმისდა მიუხედავად, აეწყობა თუ არა თქვენი ცხოვრება ახალ ადგილას ისე, როგორც გსურდათ, არასოდეს მოიწყენთ და არც «განაწყენდებით». სასწაული მოხდება ყოველ დღე.

ერთხელ მე მთელი დღე მოვანდომე ორი კომუნალური ქვითრის გადახდას, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ იმ დღეს დენი არ გამეთიშებოდა. ეს ისეთი გაუთვალისწინებელია… მე უბრალოდ ყოველთვის მაქვს «ალტერნატიული გეგმა» — თუ ადგილობრივი ელექტრიკოსების გამო ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები. მოკლედ, მოულოდნელ სიტუაციებში საზღვარგარეთ ნებისმიერ შემთხვევაში აღმოჩნდებით, თან იმაზე ათჯერ მეტად, ვიდრე სახლში.

8. თქვენ ყველაფერს დაკარგავს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება
ეს არის ემიგრაციის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი, რომელსაც ხშირად ახსენებენ აგიტაციისას: თქვენ იქ არავის არ სჭირდებით. და ეს — სრული სიმართლეა. თუმცა, გაგიმხელთ ერთ პატარა საიდუმლოს: თქვენ საერთოდ არსად არ სჭირდებით არავის. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს სჭირდებით.

სინამდვილეში ადამიანებს ძალიან ეშინიათ საცხოვრებლის გამოცვლა, რადგან «იქ ნაცნობი არავინ არ იქნება», ან იმიტომ, რომ ეშინიათ ჩვეული სამსახურის და სანაცნობო წრის დაკარგვის.

უფრო მეტს გეტყვით. გადასვლისას ყველაფერს დაკარგავთ (ლეპტოპისა და ტანსაცმლის გარდა). ჩვეულ ადგილებს, სადაც სეირნობდით, ოჯახურ შეკრებებს, ძველ მეგობრებს, საყვარელ მაღაზიებს, საყვარელ საკვებ პროდუქტებს და ა.შ.

მეორეს მხრივ, ეს ნაკლებად აგაღელვებთ. თქვენ საშუალება მოგეცემათ ცოტახანს მაინც აღარ იფიქროთ თქვენი სოციალური სტატუსის შესახებ ან იმის შესახებ, რასაც მიჩვეული იყავით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახალი სამყარო მთლიანად ჩაგყლაპავთ და მიხვდებით, რომ მატერიალური წარმატება ყველაფერი არ არის.
მანამ, სანამ სხვა ქვეყანაში არ გადახვალთ საცხოვრებლად, ვერ მიხვდებით, რომ ყველაფერი, რისი წაღებაც შეგიძლიათ თან, რამოდენიმე ჩემოდანში ეტევა. ნივთების უმეტესობა არც კი გაგახსენდებათ, რომლებსაც მანამდე მნიშვნელობას ანიჭებდით.

9. საზღვარგარეთ ცხოვრებისას მოგეჩვენებათ, რომ «ყველაფერი შესაძლებელია»
თქვენ უკვე ზუსტად იცით: აბარგება და საიდანღაც სადმე გადასვლა შესაძლებელია ერთ დღეში.
ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება? – ეს აზრი მე დღეს არამარტო შთამაგონებს, არამედ მამშვიდებს კიდეც. მე ვიცი, რომ ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება, თან ყველაფრის, რაც გინდა.

10. ყველაფერი სხვაგვარად იქნება
თავიდან ხშირად იგრძნობთ თავს დამცირებულად… ხშირად დაგჭირდებათ უცხო ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა, ყველაზე მარტივ სიტუაციებშიც კი. ყოველდღე ყველაფერი ისე რთულად მოგეჩვენებათ, რომ ზოგჯერ შეგეშინდებათ კიდეც.

მაგრამ გავა რამოდენიმე თვე და მიეჩვევით, გაერკვევით სიტუაციაში. გული აგევსებათ იმ გრძნობით, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ საწადელს და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ.

«თუ საკმარისად თამამი ხართ იმისათვის, რომ მიატოვოთ ჩვეული და კომფორტული სიტუაცია, რაც შეიძლება იყოს სახლი, ძველი წყენა და ა.შ., და გაემგზავროთ ჭეშმარიტების, სიმართლის საძიებლად, პირველ რიგში საკუთარ თავსა და შემდეგ გარესამყაროში, თუ თქვენ მზად ხართ მინიშნებად ჩათვალოთ ყველაფერი, რაც გზად შეგემთხვევათ, თუ მიიღებთ ყოველ ადამიანს ვინც კი შეგხვდებათ, როგორც მასწავლებელს, და რაც მთავარია — თუ მზად ხართ მიიღოთ სიმართლე საკუთარ თავზე და ისწავლოთ პატიება, სწორედ მაშინ მიხვალთ ჭეშმარიტებამდე» ელიზაბეტ ჰილბერტი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like