10 რამ, რასაც წარმატებული ხალხი არასდროს გაიმეორებს
1410 Views

10 რამ, რასაც წარმატებული ხალხი არასდროს გაიმეორებს

ნებისმიერი ჩვენგანი უშვებს შეცდომას, მაგრამ ისინი, ვინც შეცდომებზე სწავლობენ წარმატებული ადამიანები არიან.

“არ დაუბრუნდე ძველს” – რა იგულისხმება ამაში? წარმატებულ ხალხზე დაკვირვებით, პროფესორმა და ფსიქოლოგმა ჰენრი ქლაუდმა, (ავტორი წიგნისა “არ დაუბრუნდე ძველს: 10 რამ, რაც არასდროს არ უნდა გაიმეორო” 2014 წ.) აღმოაჩინა ერთგვარი “გამოფხიზლება”, რომელიც ახასიათებთ წარმატებულ ხალხს კარიერაში და პირად ცხოვრებაშიც; თუ ერთხელ მაინც დაემართათ ეს “გამოფხიზლება”, ისინი აღარ უბრუნდებიან საქმის კეთების ძველ გზებს. და როცა ასე ხდება, ისინი არ მეორდებიან და იცვლებიან უკეთესობისაკენ.

“წლების წინ წარუმატებელმა საქმიანმა გადაწყვეტილებამ, საინტერესო აღმოჩენამდე მიმიყვანა ჩემს მენტორთან საუბრისას” – ამბობს ბატონი ქლაუდი, “ვისწავლე მნიშვნელოვანი გაკვეთილი საკმაოდ რთული გზით, მენტორმაც ხელმეორედ დამარწმუნა ამაში: “შეცდომის დაშვებას კარგი მხარე მაშინ აქვს, როცა ჭკუას გასწავლის და შემდგომში აღარ იმეორებ”.

“მე დავინტერესდი, თუ რა იყო ამ ე.წ. “გამოფხიზლების” გასაღები, რომლის საშუალებითაც წარმატებული ადამიანები გზებს იკვლევენ, სამუდამოდ ცვლიან მიდგომას ამა თუ იმ საკითხისადმი, შედეგად მათ უმართლებთ ბიზნესში, ურთიერთობებში და ზოგადად, ცხოვრებაში. ხოდა, მეც დავიწყე ამ ჭეშმარიტების ძიება და ვიკვლევდი წლების განმავლობაში.”

“იმისდა მიუხედავად, რომ ცხოვრებაშიც და კარიერაშიც ხშირად გვეძლევა შანსი შეცდომებზე ვისწავლოთ, პროფესორმა ქლაუდმა აღმოაჩინა 10 ე.წ “კარიბჭე”, რომლებიც გვასწავლის შეცდომების არ გამეორებას, როგორც ეს წარმატებულ ხალხს სჩვევია.

წარმატებული ადამიანები არასდროს…

1. არ უბრუნდებიან, იმას, რამაც არ გაამართლა. იქნება ეს სამუშაო, თუ შეწყვეტილი ურთიერთობები, რომლებიც საკმარის მიზეზთა გამო დასრულდა. არასდროს არ უნდა დავუბრუნდეთ იგივეს უკეთესი შედეგების მოლოდნით, რამაც უწინ არ გაამართლა.

2. არ აკეთებენ რაიმეს ისე, თუ ეს მათგან მოითხოვს ისეთად ყოფნას, როგორებიც არ არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, “რატომ ვაკეთებ ამას? ამისთვის შესაფერისი ვარ? ჯდება ეს ჩემში? რამდენად სტაბილურია?” თუ ამ კითხვებიდან ერთზეც კი პასუხი გაქვთ “არა”, სჯობს, არ გარისკოთ და შემდგომში საკმარისი მიზეზები იქონიოთ რაიმეს წამოწყებისას.

3. არ ცდილობენ შეცვალონ მეორე ადამიანი. როდესაც აცნობიერებ, რომ ვერავის აიძულებ რამის გაკეთებას, მას შენ ამით თავისუფლებას ანიჭებ და აძლევ ნებას თავად გამოსცადოს შედეგები. ამ მხრივ, შენც შენს საკუთარ თავისუფლებას პოულობ.

4. არ ცდილობენ, რომ ყველას ასიამოვნონ. ერთხელაც, როცა ხვდები, რომ მართლაც შეუძლებელია ყველას ასიამოვნო, იწყებ მიზანმიმართულად ცხოვრებას და მომავალში ცდილობ მხოლოდ შენთვის ძვირფას ადამიანებს მიანიჭო ბედნიერება.

5. არ ამჯობინებენ მცირეხნიან კომფორტს გრძელვადიანი სარგებელს. თუ წარმატებულ ადამიანებს სურთ ისეთი რამ, რაც მათგან მოითხოვს მტკივნეულ და ამასთან დროში შეზღუდულ სვლებს, ისინი მზად არიან აიტანონ ტკივილი, რადგან სჯერათ, რომ ეს მათ ხანგრძლივ სარგებელს მოუტანთ. ამ პრინციპით ცხოვრება ერთ-ერთი ძირითადი განსხვავებაა წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის, იქნება ეს პერსონალური თუ პროფესიული მხარე.

6. არ ენდობიან არავის და არფერს, რასაც “უნაკლოს” ელფერი აქვს. ბუნებრივია, შეიძლება ისეთ ფაქტებს შევესწროთ ან ისეთ ადამიანებს შევხვდეთ, რომლებიც ერთი შეხედვით “დაუჯერებლად” გვეჩვენება. დიახ, ჩვენ მოგვწონს სრულყოფილება და ყოველთვის უნდა ვისწრაფვოდეთ მისკენ. უნდა ვბაძავდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საქმეში შეუდარებელნი არიან, მაღალ დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და ამ გზით კიდეც ვხედავთ მათ განსაკუთრებულობას. უნდა მივბაძოთ ასევე, მეგობრებს “ვარსკვავური ხასიათით” რომ გამოირჩევიან და კომპანიებს, რომლებიც ამართლებენ. Mმაგრამ, როდესაც ვიღაც ან რაღაც მეტისმეტად დაუჯერებელად გვეჩვენება იმისთვის, რომ სიმართლედ ჩავთვალოთ?.. სამყარო არ არის სრულყოფილი. არავინ და არაფერია უნაკლო, და თუ ის ასე არ სჩანს, სჯობს დააპაუზოთ.

7. არ იშორებენ მომავლის სურათს გონებაში. ჩვენ ემოციურად უკეთესად ვფუნქციონირებთ და უკეთესად ვაკეთებთ საქმეს, როდესაც დიდად გვესახება მომავალი. წარმატებული ხალხისათვის არც ერთი ერთჯერადი მოვლენა მთლიან ამბავს არ წარმოადგენს. გამარჯვებულებს მომავლის დიადი სურათი მუდამ ახსოვთ, ყოველ დღეს.

8. არ ტოვებენ უყურადღებოდ გულდასმით გასაკეთებელ საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად სჩანს ესა თუ ის შემთხვევა შორიდან, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ღრმა, გულმოდგინე და გულწრფელი ხედვით აღმოვაჩენთ, თუ რისი ცოდნა გვჭირდება სინამდვილეში. ეს ის რეალობაა, რომელიც გვავალია საკუთარი თავის წინაშე.

9. არ ეშინიათ ჰკითხონ საკუთარ თავს, თუ რატომ არიან იქ, სადაც არიან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი წარმატებულ ხალხსა და ყველა დანარჩენებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მუდამ ეკითხებიან საკუთარ თავს _ “რა როლს ვასრულებ მე ამ სიტუაციაში ეხლა?” (რომ კიდევ ერთი მიზეზი იპოვონ). ისინი არასდროს აღიქვამენ საკუთარ თავს, როგორც მსხვერპლს, თუნდაც ეს ასე იყოს.

10. არ ივიწყებენ, რომ მათი შინაგანი სამყარო განსაზღვრავს მათსავე ცხოვრებისეულ წარმატებას. კარგი ცხოვრება იშვიათად არის დაკავშირებული გარემო პირობებთან. ბედნიერები და სიხარულით სავსენი უმეტეს შემთხვევაში იმის გამო ვხდებით, რომ თავს ვგრძნობთ კარგად შინაგანად. ეს კვლევებმაც დაადასტურა. ჩვენს შინაგან მდგომარეობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენსავე გარეგნულ ცხოვრებაში.

ეს თეორია სწორია: ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცდილობენ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრების სხვადასხვა ასპარეზზე, თითქმის ყოველთვის, შეუძლიათ მოიშველიონ ზემოთაღნიშნული დებულებები იმ მიზნით, რომ დარწმუნდნენ იგივე შეცდომებს არ იმეორებენ.

შეცდომა ყველას მოსდის… აი, იქ სადღაც, ყველაზე წარმატებულ ადამიანებსაც კი. მაგრამ, რაც წარჩინებულთ სხვებზე უკეთ გამოსდით, ის არის, რომ აქვთ უნარი დაინახონ შეცდომის გამომწვევი მიზეზები და შემდგომში ამ შეცდომებს აღარ იმეორებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი სწავლობენ საკუთარი და სხვების შეცდომების მაგალითზეც.

კარგი იქნება, გვახსოვდეს შემდეგი რამ: ტკივილს ვერ აიცილებ; მაგრამ იგივე ტკივილის ხელმეორედ გამოცდა სავსებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ, როცა შეგვიძლია ავირჩიოთ შეცდომის გაკვეთილად მიღება და საქმის სხვაგვარად გაკეთება. მიყვარს ხოლმე ამის თქმა: “არ არის საჭირო ახალ შეცდომებზე ვისწავლოთ, ძველი დაშვებული შეცდომებიც გამოგვადგება ამისათვის.” ჩვენი ამოცანა კარიერასა თუ ცხოვრებაში ის იქნება, რომ აღმოვაჩინოთ დაშვებული შეცდომები და კვლავ აღარ გავიმეოროთ ისინი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like