10 ქმედება, რომლებიც ყველამ უნდა შეასრულოს

10 ქმედება, რომლებიც ყველამ უნდა შეასრულოს

1. დაიწყეთ დროის გატარება სწორ ადამიანებთან
ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც თქვენ ყოფნა გაინტერესებთ, ვისაც უყვარხართ და გაფასებენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თქვენ შთაგაგონებთ ახალი მიზნების მისაღწევად, გმუხტავთ ენერგიით და მხარდაჭერას გიცხადებენ. ისინი გიღებენ ისეთს, როგორიც ხართ და დარწმუნებულები არიან, რომ გახდებით ის, ვინც გინდათ, მიუხედავად სიტუაციისა და ვითარებისა.

2. დააფასეთ ის, რაც გაქვთ
ბევრი ჩვენგანის პრობლემა მდგომარეობს იმაზე ფიქრში, რომ ვთვლით გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ ბდნიერები გავხდებით. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია სასურველ შედეგებს მივაღწიოთ მომენტალურად. როცა ვაღწევთ მიზნებს, ჩნდება ახალი დონე, რომლამდეც გვინდა მისვლა. შედეგად ჩვენ მთელი ცხოვრება ვჩქარობთ და მივილტვით ახალ დონეზე გადასასვლელად. ფაქტიურად დრო აღარ გვრჩება იმაზე დავფიქრდეთ რას მივაღწიეთ უკვე და რა გვაქვს. ამიტომ, შეეცადეთ ერთ წუთით მაინც შეჩერდეთ და გააცნობიეროთ, შეაფასოთ ის, რაც უკვე გაქვთ მოცემულ მომენტში.

3. შეამჩნიეთ ყველაფერი სასიამოვნო და დადებითი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება
იმის ნაცვლად, რომ მუდმივად რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ელოდოთ, მაგალითად ქორწილს, ბავშვის დაბადებას, ლატარეაში მოგებას ან სხვა მიზეზის გამო მომავლის მოლოდინით ცხოვებას, სჯობს დაიწყოთ ბედნიერების დანახვა იმ სიტუაციებში, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება. ეს ჩვენთვის შეუმჩნეველი მოვლენები – როგორიცაა დილით დალეული არომატული ყავა, რომელიც ენერგიით გავსებთ. ოჯახში მომზადებული კერძის სასიამოვნო სუნი, რომელსაც სამსახურიდან მოსული გრძნობთ და სხვა. მიიღეთ სიამოვნება საკუთარი ბედნიერების სხვებისთვის გაზიარებით. თუ ყოველდღიურად ასეთი წვრილმანების შემჩნევას დაიწყებთ, შეიგრძნობთ, რამდენად მშვენიერია ცხოვრება.

4. გადადგით ერთი ნაბიჯი ყოველდღიურად თქვენი დიდი მიზნისკენ!
გახსოვდეთ, რომ ხანგრძლივი მოგზაურობა ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. რაზეც არ უნდა ოცნებობდეთ, დაიწყეთ პატარა ნაბიჯების გადადგმა თქვენი მიზნისკენ. ყველა ოცნებობს, რეალურად კი ძალიან ცოტა დგამს ნაბიჯს საკუთარი ოცნებების რეალიზებისთვის.

5. საკუთარ ცხოვრებაზე აიღეთ სრული პასუხისმგებლობა
გააცნობიერეთ, რომ ყველა თქვენი შეცდომა და ქმედება – მხოლოდ თქვენი არჩევანის შედეგია. მზად იყავით აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად იმისათვის, რომ სიტუაცია გააუმჯობესოთ. გახსოვდეთ: ან თავად იღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, ან ამას სხვა გააკეთბს. თუ ასე მოხდება, თქვენ იქნებით მონა, სხვების იდეების და გეგმების შემსრულებელი. თქვენ ერთად-ერთი ხართ, ვისაც შეუძლია გააკონტროლოს თქვენი ცხოვრება და მისი შედეგები. ეს ყოველთვის ადვილი არ იქნება. ყველა ადამიანი ეჯახება სირთულეებს, მაგრამ თქვენ პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ ნებისმიერ სიტუაციაში და გადალახოთ ეს სირთულეები. არჩევანი რთულია, მაგრამ ის თქვენი გასაკეთებელია.

6. დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენს გვერდით არის
იზრუნეთ ადამიანებზე. წაიყვანეთ ისინი უკეთესი გზით. რაც უფრო მეტად დაეხმარებით სხვებს, მით უფრო მეტი სურვილი გაუჩნდებათ თქვენი დახმარების მათ. სიყვარული და სიკეთე ბადებს იგივე გრძნობებს. გახსოვდეთ ეს.

7. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ენდეთ ინტუიციას
თუ თქვენთვის აუცილებელია, იდეები განიხილეთ ახლობელ ადამიანებთან, მაგრამ ნუ დააიგნორებთ საკუთარ ინტუიციას და მიყევით მას. თქვით ის, რისი თქმაც გინდათ. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ.

8. ისწავლეთ საკუთარი თავის და სხვების პატიება
ყველა განვიცდით ნერვული გადაწყვეტილებების გამო ტკივილს და ვბრაზდებით სხვების ქცევაზე. ეს განცდა ხშირად დიდი ხნის მანძლზე გრძელდება. ჩვენ მუდმივად გვიახლდება ეს გრძნობა და ძლივს ვახერხებთ მისგან გათავისუფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ წარსული უნდა წავშალოთ და დავივიწყოთ რაც მოხდა. ეს ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ წყენა და ტკივილი. მომხდარისგან გაკვეთილად აღქმა, მისგან გამოცდილების მიღება და წინსვლის გაგრძელებაა საჭირო. პატიება – ეს არის წამალი.

9. მიეცით თქვენს ოცნებას და იდეას განხორციელების შანსი!
თქვენ ვერასოდეს იქნებით 100%-ით დარწმუნებული, რომ იდეა იმუშავებს. მაგრამ იმაში დარწმუნებული ნამდვილად შეგიძლიათ იყოთ, რომ არაფერი გამოვა, თუ არაფერს გააკეთებთ. დროის დიდი ნაწილი ქმედებისთვის უნდა გამოიყენოთ. თუ მუდმივად იმოქმედებთ, თქვენ ან წარმატებას მიაღწევთ ან მიიღებთ ფასეულ გამოცდილებას და რაიმე ახალს ისწავლით. სტრატეგიას «win-win» – წაგებულები არ ჰყავს!

10. დარწმუნებული იყავით, რომ ყოველთვის მზად ხართ შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად
თქვენ მზად ხართ! გახსოვდეთ ეს. თქვენ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რაც ახლა საჭიროა კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადასადგმელად. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა თქვენი ცხოვრების გზაზე, პრობლემები და სირთულეები მიღეთ როგორც ცხოვრების საჩუქარი, რომლებიც დაგეხმარებიან პიროვნულ ზრდაში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

44 შეცდომა, რომელსაც გვიან ასაკში ინანებთ

ყველა ადამიანი რაღაცას ნანობს. როდესაც შეცდომებს ვაცნობიერთ უკვე ძალიან გვინაა. გვიანი სინანულის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები და ეცადეთ არასოდეს დაუშვათ შემდეგი შეცდომები: 1. მუდმივად ყოყმანობთ, ნაცვლად იმისა, რომ

Print Friendly, PDF & Email

ძლიერი ადამიანების კვალდაკვალ!

     ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა დღევანდელი სამოტივაციო პოსტი დავწერო კუნძულიდან სადაც ამჯერად ვიმყოფები და ამ გზით კიდევ მეტად გავზარდო ჩვენი მკითხველის მოტივაცია. ერთი კვირაა საქმიანი მივლინებით ვიმყოფები კუნძულ ქსიამენზე,რომელიც ჩინეთის

Print Friendly, PDF & Email

ციტატები, რომლებიც პასუხობენ შეკითვას – რატომ არის აუცილებელი ბევრი კითხვა

1. კარგი ავტორების კითხვით კარგად საუბარს ეჩვევით. 2. კულტურა — ეს არის არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ გაგებულის. 3. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მართავენ იმათ, ვინც ტელევიზორს უყურებს. 4.

Print Friendly, PDF & Email

თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული

ბევრს წერენ მამაკაცებზე, რომლებიც არ აფასებენ თავაიანთ მეორე ნახევრებს და სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგმა კაცმა მართლა არ იცის პატივისცემის გამოხატვა ქალის მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია თავაზიანი ქცევის

Print Friendly, PDF & Email

როგორ ყალიბდება ბრძოლის უნარი ადამიანში?

ძალიან კარგ  სამოტივაციო ფილმს ვუყურე და მომინდა  ის ძალა გადმომეცა თქვენთვის, რომელიც ასეთი ფილმის ყურების შემდეგ ერთიანად იპყრობს  გულს. მომინდა ეს განცდები გამეზიარებინა თქვენთვის და ისეთი სიტყვები  დამეწერა,რომელიც მოტივაციით აავსებდა

Print Friendly, PDF & Email

იგავი: ღმერთი და ბავშვი

დაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს: – მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო? ღმერთმა დაამშვიდა: – ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით

Print Friendly, PDF & Email