10 პროდუქტი, რომელიც ტვინს მუშაობას აიძულებს
1378 Views

10 პროდუქტი, რომელიც ტვინს მუშაობას აიძულებს

1. სალბი
უძველესი დროიდან სალბს იყენებდნენ მეხსიერების გასაუმჯობესებლად. მის შემადგენლობაში შედის ლინალოოლი, პინენი, ჭიანჭველამჟავა და კიდევ ათეულობით სასარგებლო ნივთიერება, რომლებიც სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის. სალბი შველის თავის ტკივილსაც – მაგალითად, თუ დიდხანს სხედხართ კომპიუტერთან.

2. კაკალი
ხუთი ცალი კაკალი შეიცავს დღე-ღამის მანძილზე საჭირო С ვიტამინის ნორმას, რომელიც ახდენს აზროვნების პროცესის კატალიზირებას. ამის პარალელურად — ვიტამინი Е-ს, სასარგებლო ცხიმები, ალფა-ლინოლენის მჟავას, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს და ასევე თუთიას. კაკალი ძალიან მსუყე და კალორიულია, ამიტომ წასახემსებლად ნამდვილად გამოდგება დაძაბული სამუშაო დღის მანძილზე.

3. თევზი
ყველამ იცის, რომ თევზში ბევრი იოდია, რაც აუცილებელია ტვინის მუშაობისთვის. ამასთან, ბევრს ავიწყდება, რომ თევზში არის ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინის უჯრედებს შორის კავშირს, რაც თავის მხრივ დეპრესიული მდგომარეობის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.

4. მოცვი
მოცვის რაციონში ჩართვას ყველაზე ხშირად ურჩევენ მათ, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ, თუმცა თავის ტვინისთვისაც ეს კენკროვანი ძალიან სასარგებლოა. ითვლება, რომ ის ამცირებს ტვინის ასაკობრივი ზრდის პროცესს, რომლის გამოც შესაძლოა გაუარესდეს მეხსიერება. გარდა ამისა, მოცვი დადებითად მოქმედებს წნევაზე და ახდენს წნევის ნორმალიზაციას.

5. ვაშლი
სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ვაშლი, ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას, ადაბლებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში და ეწინააღმდეგებიან ათეროსკლეროზის განვითარებას. ფოსფორი ახდენს ტვინის აქტივობის სტიმულირებას და ამაგრებს ნერვულ სისტემას.

6. ისპანახი
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისპანახს შეუძლია ადამიანის ტვინის 11 წლით «გაახალგაზრდავება». ეს იმას ნიშნავს, რომ ისპანახის რეგულარული გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანს მეხსიერების დაკარგვის რისკს ხანდაზმულობის ასაკში. მასში არის ბევრი სასარგებლო და აუცილებელი ვიტამინები, ლუტეინი, ბეტა-კაროტინი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

7. ბროკოლი
ბროკოლი — სულფორფანის წყაროა, ეს არის ორგანული ნივთიერება, ის ტვინს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც ადამიანის ტვინის პირველი მტრები არიან.

8. ზეითუნის ზეთი
არცოდნისა, დიეტის დაცვის დროს, ბევრი სრულიად გამორიცხავს ცხიმს რაციონიდან, რაც არათუ დიდი შეცდომაა, არამედ საზიანოც. ზეითუნის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება საკვებში, როგორც ლინოლის მჟავას წყარო, რომელიც ახდენს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას და ადაბლებს წნევას.

9. შავი მოცხარი
შავ მოცხარში შედის უფრო დიდი რაოდენობით С ვიტამინი, ვიდრე ციტრუსებში. ის ამხნევებს ორგანიზმს და ამასთან აფერხებს მხედველობის და მეხსიერების პრობლემებს ხანდაზმულობის ასაკში.

10. მარცვლეული
ხორბალი გამოირჩევა ფოლიუმის მჟავას დიდი შემცველობით, რომელიც შეუცვლელია ტვინის სწორი მუშაობისთვის. რაციონში მარცვლეულის ჩართვა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ტვინის მუშაობის აქტივაციას B6 ვიტამინის დახმარებით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like