10 პანჩური, რომლებიც დაგეხმარებათ დაადგეთ წარმატების გზას

10 პანჩური, რომლებიც დაგეხმარებათ დაადგეთ წარმატების გზას

1. გააანალიზეთ საკუთარი სამომავლო პერსპექტივები, შეუცვლელი დატოვეთ საკითხების მდგომარეობა დღეისათვის – რა გელით, როცა მუშაობა აღარ შეგეძლებათ.

2. გაესაუბრეთ პენსიონერებს — რას ამბობენ, როგორ აცვიათ, როგორ ირჩენენ თავს პენსიით — იგივე გსურთ?

3. დაიწესეთ მთელი თვე შეხება გქონდეთ მხოლოდ წარმატებულ ატმოსფეროსთან. უყურეთ გადაცემებს და ფილმებს მდიდრებზე, მოინახულეთ ადგილები, რომლებიც ხელმისაწვდომია მდიდრებისთვის, იარეთ მდიდრულ მაღაზიებში — გაარკვიეთ რა არის ხელმისაწვდომი წარმატებული ადამიანებისთვის, წაიკითხეთ წიგნები ძლიერ და წარმატებულ ადამიანებზე. მთელი თვე მოანდომეთ წარმატებული ატმოსფეროს შესწავლას.

4. გააანალიზეთ თქვენი თანაკლასელები, თანატოლები. მხოლოდ ისინი, ვინც თქვენზე წარმატებულია — გინდათ რომ ლუზერი იყოთ?

5. შეადგინეთ თქვენი სურვილების ჩამონათვალი — თუ შესაძლებელია ფოტოებით. თითოეულის მოპირდაპირედ დაწერეთ მისი ღირებულება. დაიანგარიშეთ საერთო თანხა. შემდეგ გაყავით ის თქვენს ყოველთვიურ შემოსავალზე — რამდენი სიცოცხლე დაგჭირდებათ, რომ ყველა სურვილი აიხდინოთ?

6. დაითვალეთ თქვენი ფინანსები — რამდენად საკმარისია ის ფორს-მაჟორული სიტუაციისთვის? თუ ეს ვადა 20 წელზე მეტია — ღირს დაფიქრდეთ.

7. დააგროვეთ სერიოზული დანაზოგი საკუთარი თავისთვის — დაახლოებით 2-3 თვის შემოსავლის ოდენობის და თავს გართობის უფლება მიეცით — დაისვენეთ, იყიდეთ რაც გიყვართ, გადადეთ ყველა პრობლემა და უბრალოდ მოეშვით გარკვეული დროის მანძილზე — და დაიმახსოვრეთ, სიხარულისა და ბედნიერების გრძნობა, რომელიც შინაგანად გაქვთ. გსურთ, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი ასე გაატაროთ? მაშინ რას ელოდებით?

8. მოძებნეთ თქვენს ქალაქში წარმატებული უნარშეზღუდული პირები – ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგრამ წარმატებულები არიან და ცხოვრება უხარიათ. გაესაუბრეთ მათ. თუ გეზარებათ, საძიებო სისტემაში ნახეთ — პარაოლიმპიური თამაშები. წაიკითხეთ ინფორმაცია მათზე, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მოიპოვეს ოლიმპიური მედლები. თქვენ რა გიშლით ხელს ცხოვრების შეცვლა რომ დაიწყოთ?

9. მოეწყვეთ უშტატო კორესპონდენტად რომელიმე გაზეთში და დაიწყეთ ინტერვიუს აღება თქვენი ქალაქის ცნობილი ადამიანებისგან, ჰკითხეთ მათ ცხოვრებაზე და წარმატებებზე. შეიგრძენით გამარჯვების გემო, გაიგეთ როგორ მივიდნენ ისინი აქამდე, დაიმუხტეთ მათი ენერგიით.

10. დაიწყეთ ყველა იმ ადგილის მონახულება, სადაც თქვენი ქალაქის ელიტა იკრიბება — გამოფენები, ტრენინგები, შეკრებები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. დაიწყეთ მათთან ურთიერთობა, ვინც თქვენზე უფრო წარმატებულია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რა არის დეკარტის კვადრატი?

ეს არის გადაწყვეტილებების მიღების მარტივი ტექნიკა. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროა განხილულ იქნეს პრობლემა/სიტუაცია და პასუხი გაეცეს შემდეგ 4 შეკითხვას: 1. რა იქნება თუ ეს მოხდება? (დადებითს რას მივიღებ

Print Friendly, PDF & Email

დოკუმენტაცია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი განვითარებისთვის

არის გარკვეული დოკუმენტები, რომლებიც ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა გააჩნდეს. აქ საუბარია არა ოფიციალურ დოკუმენტებზე, არამედ სპეციფიურ დოკუმენტაციაზე, რომელიც საქმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ. ქვემოთ მოცემულია ჩვენს მიერ რეკომენდირებული სია: 1.პირადი

Print Friendly, PDF & Email

5 რჩევა თანამშრომლებთან ურთიერთობისათვის

დაუფასეთ პირველი დღეები ახალ თანამშრომლებს. გამოიყენეთ ეს დღეები რათა მათ ასწავლოთ, მოერიდეთ შენიშვნების მიცემას. დარწმუნდით, რომ თანამშრომლებს აქვთ სრული წარმოდგენა თქვენი პროდუქციისა თუ სერვისების შესახებ. ასევე აუხსენით თუ რითი განსხვავდება

Print Friendly, PDF & Email

ყველაზე მომგებიანი ინვესტიციები

1. საბანკო დაბანდება (დეპოზიტები). ბანკში ფულის დაბანდების უპირატესობა არის ის, რომ თქვენ ზუსტად იცით რა თანხას მიიღებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია საბანკო დეპოზიტებზე იმის ცოდნა, რომ თანხის გარკვეულ

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვისწავლოთ საკუთარი აზრების მკაფიოდ გამოხატვა

1. არის ერთი კარგი სავარჯიშო. აიღეთ რაიმე საოჯახო ნივთი, მაგალითად ტაფა და შეეცადეთ 5 წუთის მანძილზე მის შესახებ მოყვეთ რამე გამართული ლიტერატურული ენით. თავიდან ეს პროცესი გაგირთულდებათ, მაგრამ ყოველ ჯერზე

Print Friendly, PDF & Email

12 საქმე, რომელთა შესრულებას წარმატებული ადამიანები სადილობამდე ასწრებენ

თუ გსურთ უფრო წარმატებული და ჯანმრთელი იყოთ, მაშინ შეეცადეთ გააკორექტიროთ თქვენი სამუშაო გრაფიკი ისე, რომ ეს 12 საკითხი მოგვარებული იყოს სადილობამდე: 1. მომდევნო დღის საქმეების გრაფიკი შეადგინეთ წინა საღამოს არ

Print Friendly, PDF & Email