10 ოქროს წესი სიმდიდრის მოსაზიდად
1165 Views

10 ოქროს წესი სიმდიდრის მოსაზიდად

1. შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა სიმდიდრეზე. თუ ბავშვობაში გინერგავდნენ, რომ ბევრი ფულის შოვნა კეთილსინდისიერად შეუძლებელია, ეს შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს და დაბლოკოს თქვენი გზა წარმატებისა და ფინანსური კეთილდღეობისკენ. მსგავსი ფიქრებით სიმდიდრეს ვერასოდეს მიაღწევთ. მიუდექით ამ საკითხს სხვა კუთხით: ფული მარტივად და რეგულარულად მოდის. ასეთი დამოკიდებულება გაათავისუფლებს თქვენს ცნობიერებას არასასურველი შიშებისაგან და გზას გაგიხსნით ახალი წამოწყებებისთვის.

2. ნუ გაიხდით ფულს თვითმიზნად. იფიქრეთ იმაზე, რომ ფული პირველ რიგში არის თავისუფლება, რომელიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის, გეგმების განხორციელებაში, რაც ბედნიერ ადამიანად გაქცევთ.

3. აკეთეთ მხოლოდ საყვარელი საქმე. შეუძლებელია კარიერის მოწყობა და გამდიდრება იმაზე, რაც ეწინააღმდეგება თქვენს ბუნებას. პირველ რიგში, თქვენ ყოველთვის იგრძნობთ შინაგან წინააღმდეგობას, მეორე – თქვენს გარშემო უამრავი პროფესიონალი მოიძებნება და ადრე თუ გვიან აუტსაიდერის როლში აღმოჩნდებით. ამიტომ, ნუ დაზოგავთ დროსა და ძალებს, მოძებნეთ ის საქმე, რომელიც მოგწონთ, გიყვართ და სიამოვნებას იღებთ მისი კეთებით. გახდით ამ საქმეში საუკეთესო და თქვენი მცდელობა აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

4. გამოვალინეთ თავშეკავება და მოთმინება. ბევრი ადამიანი კარგავს ამ თვისებებს გამდიდრების ზუსტად შუა გზაზე. ისინი უდიდეს ძალისხმევას დებენ ამაში და უნდათ, რომ მომენტალური შედეგი მიიღონ, მაგრამ მოთმინების არქონის გამო ამბობენ: “ეს არ მუშაობს”. ამრიგად, თავად აფერხებენ საკუთარი განვითარებისა და გამდიდრების შესაძლებლობას.

5. გახსოვდეთ: ფული ეს არის ენერგია, მას მუდმივი ტრიალი სჭირდება
. ამიტომ, ისწავლეთ ფულის სწორად გაცემა. ამისათვის გაითავისეთ ერთი სავარჯიშო: ანგარიშების გადახდის ან შენაძენის გაკეთებისას, გულახდილად უსურვეთ წარმატება იმ ადამიანს, ვისაც ფულს აძლევს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფულადი სახსრები დატრიალდება ახალი ნივთების და პროდუქტის შესაძენად, ხელფასად გაიცემა მომსახურე პერსონალისთვის, რომელიც თქვენ გემსახურებათ. ამგვარად თქვენ თავს იგრძნობთ მასშტაბური ფინანსური პროცესის ნაწილად, რომელშიც შემოსავალი მუდმივად იზრდება.

6. ნუ იძუნწებთ
. გახსოვდეთ, რომ ძუნწი ორმაგად იხდის. ფულის მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი კანონის მიხედვით: რაც უფრო მეტი ხარჯია, მით უფრო ინტენსიურია ფინიანსური შემოსავალი.

7. მუდმივად ეძებეთ დამატებითი შემოსავლის წყარო. ეს დაგეხმარებათ გააფართოვოთ თქვენი ფოტენციალი და მოძებნოთ უფრო შესაფერისი სფერო, როემლიც თქვენი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე მეტად გამოგადგებათ.

8. იაზროვნეთ მდიდრის ფსიქოლოგიით. წარმოიდგინეთ უმდიდრეს ადამიანად საკუთარი თავი მაშინაც კი, თუ მოცემულ მომენტში ფინანსურად კარგი მდგომარეობა არ გაქვთ. შეითვისეთ მდიდრული ატმოსფერო და ის აუცილებლად მოვა თქვენს ცხოვრებაში.

9. მოახდინეთ იმ ფულის რაოდენობის ვიზუალიზაცია, რამდენიც ბედნიერებისთვის გჭირდებათ. იფიქრეთ ფულზე. ბანკნოტზე მიაწერეთ იმდენი ნული, რამდენიც გინდათ რომ გქონდეთ. ატარეთ ეს კუპიურა საფულით. გახსოვდეთ, ფიქრები მატერიალიზდება.

10. ნუ დაივიწყებთ ცხოვრებას უთხრათ “მადლობა” ყველაფერი იმისათვის, რაც გაქვთ. მადლიერება – უდიდესი ძალაა, რომელიც წარმატებას იზიდავს.

გამოიცვალეთ თავად თქვენ და გარესამყაროც შეიცვლება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like