10 ნაბიჯი თვითმყოფადობისკენ

10 ნაბიჯი თვითმყოფადობისკენ

თუ თქვენ მოგბეზრდათ დინების მიმართულებით ცურვა და არ გყოფნით ცხოვრებაში ე.წ. დრაივი – ეს იმას ნიშნავს, რომ დროა გადახვიდეთ ჩვეული გზიდან და გაუყვეთ თვითმყოფადობის ბილიკს. ეს მარტივი არაა, თუმცა ყველას შეუძლია. მთავარია სურვილი და დაწყება. როგორ უნდა გააკეთოთ ეს, ამას გირჩევთ ჯონ ეიკაფი – ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ახლოს არის თვითმყოფადობასთან.

1. მოძებნეთ ჩვეულებრიობა
გადაწყვიტეთ ჩვეულებრიობას დაემშვიდობოთ? მშვენიერია. პირველ რიგში მოძებნეთ ის. დააკვირდით, ცხოვრების რომელმა სფეროებმა გიმტყუნათ? ჩაინიშნეთ ისინი. მალე დაგჭირდებათ.

2. დაუნდობელი კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან
თუ ცვლილებების გზას დაადექით — დატოვეთ უკან საკუთარი თავის მოტყუება და ილუზიები. იყურეთ პირდაპირ – ვინ ხართ? შეგიძლიათ სოციალური როლებით დაიწყოთ: შვილი, მამა, ძმა. განსაზღვრეთ? ახლა დაფიქრდით, რამ შეიძლება შეგზღუდოთ ან შეგაკაოთ – იპოთეკამ, კრედიტებმა თუ სამხედრო მოვალეობამ? მზად არის პასუხები? ახლა განსჯის სასიამოვნო ეტაპი იწყება – იფიქრეთ საკუთარ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე. გულახდილი და დეტალური პასუხები დაგანახვებთ თქვენი ცხოვრების ნათელ სურათს.

3. იოცნებეთ თამამად
ნუ შეგაშინებთ მომავალი. ნუ მოუსმენთ შინაგან ხმას, თუ ის გეუბნებათ, რომ მიზანს ვერ მიაღწევთ. იოცნებეთ, ჩაიწერეთ თქვენი სურვილები. ასე მომავალ კვირაში უამრავი წინგადადგმული ნაბიჯი გექნებათ საკუთარი სურვილების და მიზნების მიღწევის გზაზე.

4. მოძებნეთ ბალანსი
თვითმყოფადობის მისაღწევად არ არსებობს მარტივი გზა. სამაგიეროდ, ყოველთვის არსებობს წინააღმდეგობა ცხოვრებისეულ რეალიებსა და გიჟურ ოცნებებს შორის.
აღიარეთ ეს და დაიცავით «ოქროს შუალედი» — ნუ ჩაეფლობით საზრუნავში ისე, რომ საკუთარი თავი დაივიწყოთ, ნურც ეგოისტი გახდებით, მხოლოდ პირად სურვილებზე კონცენტრაციის გამო.

5. მიზანი — მოგზაურობის ბოლო წერტილი არ არის
ცხოვრებაში საკუთარი მიზნის ნახვა — ერთ-ერთი ყველაზე არაკეთილშობილური საქმიანობაა. თან თუ ამ დროს ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში მიზანი მხოლოდ ერთი უნდა იყოს და ის ახალგაზრდობაშივე უნდა განისაზღვროს – ამით რისკავთ სამუდამოდ ჩაეფლოთ ყოველდღიურობის ჭაობში.
დაივიწყეთ, რომ მიზანს უნდა მიაღწიოთ. ეს უსასრულო პროცესია, რომელიც გამოგფიტავთ. ამის ნაცვლად, იცხოვრეთ მიზნით. გააკეთეთ ის, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, ის, რისგანაც იღებთ სიამოვნებას.

6. დაიწყეთ
ბანალურია, მაგრამ ყოველი გზა სოწრედ პირველი ნაბიჯით იწყება. დაუბრუნდით სიას, რომელიც დასაწყისში შეადგინეთ და ყოველი პუნქტისთვის ჩამოწერეთ პირველი ნაბიჯები. საჭირო არ არის რაიმე გლობალური – პატარა ნაბიჯები საკმარისია. დაიწყეთ. განაახლეთ რეზუმე, 10 წუთით ადრე გაიღვიძეთ დილით, რამოდენიმე კილოგრამი დაიკელით წონაში. პირველი ნაბიჯი – საქმის ნახევარია.

7. სჯობს ცოტა, ვიდრე არაფერი
ეს სიტყვები არასოდეს დაივიწყოთ. თუ არ გაქვთ დრო 20 ახალი უცხო სიტყვის შესწავლისთვის – შეისწავლეთ ხუთი. თუ ხუთ კილომეტრს ვერ გაირბენთ – გაირბინეთ ერთი. სჯობს ცოტა, ვიდრე არაფერი.

8. ფინიში — ყოველთვის უცნობია
არავინ იცის სად აღმოჩნდება ის ხვალ. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ შეძლებთ ყველა თქვენი ქმედების შედეგების გათვლას, ან ყოველი ნაბიჯი იქ მიგიყვანთ, სადაც დაგეგმილი გქონდათ. არასოდეს გაჩერდეთ.

9. შეამოკლეთ გზა
თვითმყოფადობისკენ მიმავალი გზა რთული და გრძელია. თუმცა მისი შემოკლება სრულიად შესაძლებელია. ამის ყველაზე მარტივი საშულებაა საკუთარ გარემოცვაში ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც უკვე გაიარა ეს გზა. სთხოვეთ მას გამოცდილება გაგიზიაროთ და არ დაგავიწყდეთ მადლობის თქმა!

10. ცნობადობა და თვითმყოფადობა
თვითმყოფადობა არ განისაზღვრება დიდებით, ფულით და თაყვანისმცემლების რაოდენობით. თვითმყოფადობა წერს ცნობილ წიგნებს, მაშინაც კი, თუ მათ არავინ წაიკთხავს. მღერის, მაშინაც კი, როცა არავინ უსმენს, რადგან სხვაგვარად არ შეუძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის იმ გზით სიარული, რომელიც თქვენ მოგწონთ.  და რაც მთავარია, ეს ოსტატურად უნდა გააკეთოთ.
თუ თქვენ ასე იცხოვრებთ, წარმატების გარე ატრიბუტები გადაიქცევა ბედნიერების ძირითადი კერძის საწებლად და არა მის შემადგენელ ძირითად ინგრედიენტად. შეიგნეთ ეს და დაიწყეთ თვითმყოფადი ცხოვრება ამ წამიდან!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მილიონერების 13 ჩვევა, რომლებმაც ყველაფერს თავისით მიაღწიეს

თომას კარლი ხუთი წლის მანძილზე 177 სელფ-მეიდ მილიონერის ჩვევას სწავლობდა. მან სპეციალური ტერმინიც კი მოიგონა — «მდიდრების ჩვევები», რომელთა გარეშე შვიდნიშნა შემოსავლის მიღებას ვერასოდეს ვერ შეძლებთ, მიუხედავად საკუთარ განსაკუთრებულობაში რწმენის

Print Friendly, PDF & Email

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს კარგი მოგზაურობის განსაკუთრებული კრიტერიუმები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მხიარული კამპანია, ვიღაცისთვის კომფორტაბელური სატუმროს ნომერი. თუმცა არსებობს საერთო ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ გააფუჭონ ნებისმიერი მოგზაურობა. GoodTravel.GE – წარმოგიდგენთ იმ

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგი როი ბაუმაისტერის 11 რჩევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის

B2P.GE-ს გუნდმა მოამზადა ეს ჩამონათვალი ცნობილი ფსიქოლოგის როი ბაუმაისტერის დასკვნების საუფძველზე, რომელმაც გამოიკვლია ადამიანური კეთილი ნების ძალა და თვითკონტროლი. მან საოცარი აღმოჩენები გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ ვიღებთ ადამიანები გადაწყვეტილებებს და

Print Friendly, PDF & Email

ტახტზე ასვლისას საუდის არაბეთის მეფემ გადაწყვიტა საჩუქრი გაეკეთებინა მთელი ქვეყნისთვის 

ჩვენ, B2P.GE-ის გუნდი, არასოდეს ვიღლებით ადამიანების ღირსეული საქციელის შექებით და მოწონებით, ესეც ერთ-ერთი მათგანია. საუდის არაბეთის ახალი მეფე – სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (Salman ibn Abdulaziz Al Saud) ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით

Print Friendly, PDF & Email

წარმატებაზე მამოტივირებელი 5 წიგნი

1. აინ რენდი «Atlas Shrugged“  აინ რენდი (1905-1982) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკელი მწერალი. ოთხი რომანი-ბესტსელერის და უამრავი სტატიის ავტორი. ფილოსოფიური კონცეფციის შემქმნელი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნების თავისუფლება, რაციონალურობის უმთავრესობა

Print Friendly, PDF & Email

ბედნიერი ადამიანების 17 საიდუმლო

1. დაივიწყეთ წარსული თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი მანამ, სანამ ატარებთ წარსულს მძიმე ტვირთად. შეცდომა დაუშვით? ცუდი გამოცდილება გაქვთ? გაუშვით ეს მოგონებები – ისინი ხელს გიშლით განვითარებაში. განეწყვეთ აწმყოსთვის და კონცენტრაცია

Print Friendly, PDF & Email