10 მიზეზი, რომელთა გამო ვერასოდეს გამდიდრდებით
1398 Views

10 მიზეზი, რომელთა გამო ვერასოდეს გამდიდრდებით

როცა ამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, ალბათ იფიქრებთ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ. შესაძლოა, თქვენ ფინანსურად წარმატებული ხართ. მაგრამ ეს თქვენი დამსახურებით მოხდა? დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთი ქვემოთ მოყვანილი მიზეზი მწარედ არ გაგეხუმრებათ მომავალში?

1. ნუ წუწუნებთ გაუთავებლად და ნუ ადანაშაულებთ სხვებს ან გარემოს, რომ უკეთესი ფინანსური მდგომარეობა არ გაქვთ. თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, შეცვალეთ. მოძებნე ისეთი სამსახური, სადაც უფრო მეტს გადაგიხდიან.

2. ზომიერების გრძნობა — ყოველთვის საჭიროა. თუ ერთხელ შეცდით და ეს გააკეთეთ, თუმცა არასოდეს ასე არ უნდა მოიქცეთ, მაგრამ მაინც წაგიცდათ ხელი და სამსახურის მანქანით გავლილ 15 კილომეტრს კიდევ 50 კილომეტრი მიაწერეთ – როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ყველას გაცურებას? ან სწორია ქცევა, როცა ატყუებთ ადამიანებს, ვინც ხელფასს გიხდიან? დაიმახსოვრეთ: ამით არამარტო სხვებს, საკუთარ თავსაც ატყუებთ. რეპუტაციას კი სამუდამოდ იფუჭებთ.
3. სწავლა და სიახლეებში გარკვევა გეზარებათ? ეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობაა ფინანსური კეთილდღეობის გზაზე. დახარჯეთ ორი საათი, მოძებნეთ ინფორმაცია YouTube-ზე და გააკეთეთ მთელი რიგი საქმეები ისე, რომ ამაში ფული არ დახარჯოთ.

4. სიზარმაცე შენზე ადრე დაიბადა და ამიტომ, სრული სამუშაო დღის შემდეგ თვლით, რომ სამსახურიდან სახლში მოსულს სრული უფლება გაქვს არაფერი არ აკეთო? ცოლმა აკეთოს, რადგან ის არ მუშაობს? – ორივეს რომ გემუშავათ, შემოსავალიც გაცილებით მეტი გექნებოდათ და ქირასაც არ გადაიხდიდით, შეძლებდით ბინა იპოთეკით მაინც გამოგეტანათ და ყოველ თვე ფული ქარისთვის არ გაგეტანებინათ. სავარაუდოდ თქვენი ცოლიც ისეთივე ზარმაცია, როგორიც თქვენ…

5. თქვენი გარემოცვა წარუმატებელი ადამიანებისგან შედგება. მიმოიხედეთ და ამაში დარწმუნდებით. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ უკეთესად იცხოვროთ. გამოიმუშავეთ მეტი და თქვენ იქნებით ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ისინი წარუმატებელნი არიან. სანამ მათნაირი ხართ და მათ გარემოცვაში ცხოვრობთ, ნამდვილად ვერ წაიწევთ წინ.

6. როგორ შეიძლება სამ წელში ახალთ-ახალი მაცივარი სანაგვეზე გადააგდო? თუმცა რა გასკვირია, ყიდვის დღიდან ის ერთხელაც არ გამოუწევიათ გასაწმენდად, თქვენ ეს არ იცოდით, ცოლი კი ასეთ მძიმე ნივთს ვერ მოერეოდა. ტელეფონის ჩარჩოც თავიდანვე შეგეძლოთ გეყიდათ, ახლა არ ივლიდით ბოლო მოდელის, ოღონდ დამსხვრეული ეკრანის მქონე ტელეფონით.

7. ფულს უსარგებლოდ ხარჯავთ, ნახეთ რამდენ წვრილმანს ყიდულობთ. სიგარეტი, ჩიპსი, იაფფასიანი ლუდი. რატომ არ გინდათ ხარისხიანი იყიდოთ და თან ფული დაზოგოთ?
8. შენ არასოდეს გეგმავ ზაფხულის დასვენებას, მუდმივად პრობლემები გაქვთ ამ მხრივ. საზღვარგარეთ წასვლაც არ გამოდის. მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივეა – ფული. შედეგად შვებულებას აგარაკზე ატარებთ.
ყოველი ხეფასიდან გადადეთ 5% და შეძლებთ სამოგზაუროდ წასვლას. ცოლსაც მეტი უნდა დაუმალოთ, დიახ, უნდა დაუმალოთ, რადგან ისიც თქვენსავით არის, არ გეგმავს ბიუჯეტს. თუ ფული გაქვთ ხარჯავთ, თუ არ გაქვთ ვერ – ეს ორივეს გეხებათ.

9. თქვენ არასწორ ეკონომიას აკეთებთ. დარწმუნებული ხართ, რომ ფასდაკლებაზე გამოტანილი პროდუქტით არ მოიწამლებით? ფეხსაცმელზე რას იტყვით, რომელსაც ერთი სეზონისთვის ყიდულობთ? რატომღაც სხვებს უფრო დიდხანს უძლებს ფეხსაცმელი. ალბათ უვლიან არა? ან იქნებ ხარისხიანს ყიდულობენ, ამაზე გიფიქრიათ? თუმცა არა, თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ბედი სწყალობს და თქვენ არა – ხომ ასეა?

10. თქვენ არაფრის შეცვლა არ გინდათ, აღიარეთ. თქვენ ყველაფერი გაკმაყოფილებთ. მოგწონთ ასეთ დღეში რომ ხართ, რადგან ახლა ცხოვრობთ ისე, როგორც მიეჩვიეთ. ნებისმიერი ცვლილება კი ძალისხმევას მოითხოვს. ნებისმიერი ცვლილება ეს არის უცნობი რამ, ამიტომ, თქვენთვის მარტივია უცვლელი დატოვოთ ყველაფერი, იყოთ ღატაკი, ვიდრე რაიმეს შეცვლა დაიწყოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like