10 მიზეზი რატომ ხართ წარუმატებელი

10 მიზეზი რატომ ხართ წარუმატებელი

წარმატების შეფასება შესაძლებელია უამრავი სხვადასხვა საშუალებით. წარუმატებლობასთან მიმართებაში ყველაფერი მარტივია. თქვენ არ შეასრულეთ დასახული ამოცანა და მორჩა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაგავალათ ამ ამოცანის შესრულება, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამოცანა ვერ შეასრულეთ. გინდათ გაიგოთ რატომ ვერ აღწევთ წარმატებას? ქვემოთ მოცემულია პასუხები:

1. თქვენ არ აფასებთ დროს
წარუმატებელი ადამიანები საერთოდ არ აფასებენ დროს. ნებისმიერი წარმატებული ადამიანი გეტყვით, რომ დრო – ყველაზე ფასეული რესურსია. ადამიანები, რომლებიც აღწევენ წარმატებას, დროს ფულზე მაღლა აყენებენ. თქვენ რას საქმიანობთ? კითხულობთ Twitter-ს, დროს ფლანგავთ საიტის თვალიერებაში, Facebook-ზე ალაიქებთ ფოტოებს – ეს დროის ფუჭად დაკარგვაა.

არადა ყოველწლიურად გეგმავთ რაღაცას, საკუთარ თავს პირდებით, რომ ამ წელს ბევრს იმუშავებთ. ასე თქვენ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებთ და ეს იმიტომ, რომ თქვენ არ უთმობთ სათანადო დროს ამოცანების შესრულებას. ისწავლეთ საკუთარი დროის მართვა, ისწავლეთ თქვათ «არა» — ეს იქნება წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

2. თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც შეესაბამება თქვნს  მიზნებს
აუტსაიდერები ერთმანეთში ურევენ დაკავებულობას და პროდუქტიულობას. შეცდომით თვლიან, რომ პროდუქტიულობა პირდაპირ კავშირშია დაკავებულობასთან. ამიტომ, წარუმატებელი ადამიანები ყველაფრის ერთად კეთებას იწყებენ. ისინი მონაწილეობას იღებენ ყველაფერში, შედეგად კი საკუთარ ძალისხმევას ხარჯავენ ფუჭად. ერთად-ერთი, რაშიც ისინი ძალისხმევას არ დებენ, ეს არის მათი მიზნები და ფასეულობები.

ჩაიწერეთ თქვენი მიზნები და მათი მიღწევის სტრატეგია. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ საით უნდა მიმართოთ თქვენი ძალისხმევა. «საქმეს უფრო კარგად შეასრულებ, როცა მას სერიოზულად თვლი».

3. თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას
დიახ, თქვენი ახალი ბოსი ნამდვილად უვარგისია და თქვენ რეალურად ვერ იტანთ თქვენს სამსახურს, მაგრამ ეს არ არის საბაბი, რომ ყველაფერი ერთიანად აკეთოთ. თქვენ ფულს გიხდიან იმისათვის, რომ სამსახურში იმყოფებოდეთ და ხარისხიანად ასრულებდეთ დაკისრებულ მოვალეობას. საჭიროა ისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, მიუხედავად იმისა, თუ რა გარემობებში ხართ. ამას ჰქვია სწორი ხედვა და სიბრძნე. წარუმატებელ ადამიანებს საკმაოდ აკმაყოფილებთ ცუდი შეფასება. ისინი არ ფიქრობენ უკეთოსობისკენ სვლაზე. ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი მდგომარეობს იმაში, რომ ის გიბრუნებთ ზუსტად იმ ძალისხმევას, რასაც თქვენ მასში დებთ.

4. თქვენ თავად ზღუდავთ საკუთარ თავს
«მე ციფრებთან ვერ ვარ კარგად», «მე ვერ ვსწავლობ ენებს», «ჩემ ტვინს არ შეუძლია პოროგრამირების შესწავლა», «მე არასაკმარისად მყარი ვარ იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესი ვაწარმოო» — ეს არის წარუმატებელი ადამიანების ფრაზები. ისინი თავად იზღუდავენ საკუთარ თავს. დაივიწყეთ იმის შესახებ, რომ ცოდნისა და უნარების შეზღუდული ნაკრები გაქვთ. შეწყვიტეთ ფიქრი, რომ გარშემო ყველა თქვენზე მეტად ჭკვიანია. ჩადეთ მეტი ძალისხმევა, დაიხარჯეთ ბოლომდე. ამის შემდეგ გახდებით წარმატებული.

5. თქვენ — თავის მართლების ოსტატი ხართ
წარუმატებელი ადამიანები ყოველთვის ეძებენ საკუთარი წარუმატებლობის ლოგიკურ მიზეზებს. ისინი ეძებენ მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა გაეკეთებინათ ესა თუ ის საქმე. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი ამ მიზეზებს ნახულობენ. წარუმატებელი ადამიანები აჭარბებენ იმ მიდგომასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია «რეალისტობა». ისინი მუდმივად ნახულობენ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას. არადა წუწუნის ნაცვლად მათ შეუძლიათ იმოქმედონ. როცა ტვინი იწყებს გამართლების ძებნას, უნდა გაჩერდეთ და გაააქტიუროთ ის მექანიზმი, რომელიც გეხმარებათ გაგიღვივდეთ რაიმეს კეთბის სურვილი.

6. თქვენ არ შეგიძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა და სწორი მიმართვა
წარუმატებელ ადამიანებს არ გააჩნიათ სოციალური უნარები. «მე მეტნაკლებად გულახდილად ვსაუბრობ», «მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და შეეგუე ამას» — ასეთი ფრაზები ახასიათებთ წარუმატებელ ადამიანებს. ისინი ქედმაღლურად იქცევიან, რისი საფუძველიც კი არ გააჩნიათ. მსგავსი ტიპაჟები არავის არ მოსწონს, ამიტომ ერიდეთ ასეთ ქცევას. ძალიან მარტივია თავაზიანი და კეთილგანწყობილი იყოთ მათ მიმართ, ვინც მოგწონთ. ეცადეთ კარგად მოიქცეთ მათთან, ვისგანაც არაფრის მიღების იმედი არ გაქვთ.

არსებობს კარგი გამოთქმა, რომ ადამიანის ხასიათის შესამოწმებლად საუკეთესო საშუალებაა რიგში დგომისას და მომსახურე პერსონალთან მის ქცევაზე დაკვირვება. ადამიანის გაცნობით კიდევ ერთი კარგი საშუალებაა დააკვირდეთ მის რეაქციას, როცა მის ნივთს გააფუჭებთ.

7. თქვენ ყველაფერი სამომავლოდ გადაგაქვთ
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ წარუმატებელი ადამიანები თავად ეძახიან საკუთარ თავს „ზარმაცს“ და ამის საერთოდ არ რცხვენიათ. მათ საერთოდ არ ესმით დროის ფასი.  მათ აბსოლიტურად აწყობთ გუშინდელი დღით ცხოვრება. წარუმატებელი ადამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს მარაგში კიდევ ერთი ცხოვრება აქვთ. სამწუხაროდ, არავის აქვს ცხოვრების დაპაუზების ან უკან გადახვევის საშუალება. გაითავისეთ, რომ თქვენ კვდებით იმ მომენტიდან, როცა დაიბადეთ. ყოველი დღე – საჩუქარია. თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ რაც გსურთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხვალინდელი დღე, შეიძლება არც კი დადგეს.

8. თქვენ არ მოქმედებთ
ეს ძალიან მარტივი წესია წარუმატებელი ადამიანებისთვის. ისინი ამჯობინებენ იფიქრონ, მაგრამ არ იმოქმედონ. ისინი ლამაზად საუბრობენ, ოცნებობენ და გეგმავენ და მიუხედავად ამისა, მათ არ ჰყოფნით ბიძგი მოქმედების დასაწყებად. შეწყვიტეთ ოცნება – დაიწყეთ მოქმედება!

9. თქვენ არ შეგიძლიათ ებრძოლოთ სირთულეებს
არსებობს ერთი ლეგენდა. ის ამბობს, რომ ერთ დროს ცხოვრობდა მწყემსი, რომელიც დაბალი იყო და არ შეეძლო მეომარი ყოფილიყო: მან შეხედა გოლიათს და თქვა: «მე მოგერევი და მოგკვეთავ თავს!» — მან ეს გააკეთა. გამოცდა იმდენად რთულია, რამდენადაც თქვენ ის წარმოგიდგენიათ და რამდენადაც გაძლევთ ამის უფლებას თქვენი სისუსტე. წარუმატებელ ადამიანებს ეს არ ესმით და მალევე ნებდებიან. ისინი ნებდებიან იმ მომენტში, როცა სიტუაცია ხდება არაკომფორტული.

არ არსებობს ვარდი ეკლის გარეშე, ბავშვები შრომის გარეშე და ცისარტყელა ჭექა-ქუხილის გარეშე. გამოცდა არამარტო გვაახლოვებს მიზანთან, არამედ ჩვენგან ქმნის ისეთ ადამიანებს, როგორზე არც კი გვიოცნებია. ნუ დანებდებით შიშს, ებრძოლეთ მას. ეს ახალ სივრცეს გაგიხსნით. დიახ, ჩვენ ისევ იმაზე ვსაუბრობთ, რომ საჭიროა კომფორტის ზონიდან გასვლა. საკუთარი ძალის გასაგებად საჭიროა ბრძოლა.

10. თქვენ აპათიური ხართ
თქვენ არ გაგაჩნიათ საკუთარი მოსაზრება და არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. არ შეგიძლიათ გონივრულ საუბარში ჩართვა, ღიად ფიქრი თუ თემა თქვენი ცოდნის სფეროდან არ არის. წარუმატებელი ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველამ მათსავით უნდა იფიქროს. ისინი არ კითხულობენ წიგნებს, არ აგრძელებენ სწავლას სკოლის შემდეგ. მაქსიმუმ ამთავრებენ ინსტიტუტს, რადგან «ასეა საჭირო». მაშინაც კი, თუ საკუთარი პოტენციალის საზღვრამდე ვერ მივლენ, არ აინტერესებთ, ეს არ ადარდებთ. მათ შეუძლიათ მოწყენილი იყვნენ საოცრებებისა და ბედნიერების სამყაროშიც კი.

ყველაზე ჩუმი მკვლელი — ეს არის აპათია. მოძებნეთ გასართობი თქვენთვის, დაკავდით საყვარელი საქმის კეთებით. გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და მოუძებნეთ მას გამოყენების გზა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული მეწარმეების 6 წესი

რა არის OODA და როგორ დაგეხმარებათ ის გახდეთ სტივ ჯობსზე წარმატებული. ხუთი წლის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მასწავლებელი ემი უილკსონი იმყოფებოდა ნიუ-იორკში, დაბადების დღის წვეულებაზე. როცა მან მიმოიხედა, დამსწრე

Print Friendly, PDF & Email

ენდი რუნი: “ჩემი ცხოვრების მანძილზე მე მივხვდი რომ…”

1)… რაც უფრო ნაკლები დრო მაქვს მუშაობისთვის, მით უფრო მეტს ვასწრებ” 2)… როცა ბავშვი ჩემს ხელში იძინებს – ეს ყველაზე ემოციური შეგრძნებაა. 3)… იყო კეთილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო მართალი.

Print Friendly, PDF & Email

დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა

1. თუ გსურთ ბედნიერების პოვნა, შეეშვით მადლიერებასა და უმადურობაზე ფიქრს და ისიამოვნეთ შინაგანი ბედნიერებით, რომელიც საკუთარი თავის ერთგულებას მოაქვს. 2. არასოდეს არ შეეცადოთ ანგარიშების გასწორებას მტრებთან, რადგან ამით საკუთარ თავს

Print Friendly, PDF & Email

გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად

Print Friendly, PDF & Email

უინსტონ ჩერჩილის 10 ციტატა

1. ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას მარტო თვითონ არ უშვებს — ის სხვებსაც აძლევს შანსს. 2. მე ყოველთვის ვარ მზად ვისწავლო, მაგრამ მე ყოველთვის არ მომწონს, როცა მასწავლიან. 3. წარმატება —

Print Friendly, PDF & Email