10 ინოვაცია, რომლებიც სამყაროს ამოატრიალებს 2020 წლისთვის
1518 Views

10 ინოვაცია, რომლებიც სამყაროს ამოატრიალებს 2020 წლისთვის

მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტემპები გამაოგნებელია. ის, რის ნახვაც ათი წლის წინ შესაძლებელი იყო მხოლოდ ფანტასტიკური ფილმებში, დღეს უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რას გვპირდებიან მეცნიერები უახლოესი ათი წლის მანძილზე? ეს სტატია ეძღვნება ათ ყველაზე თამამ პროგნოზს, რომლებსაც სპეციალისტები აკეთებენ მომავალი ათი წლისთვის.

1. ბიოტექნოლოგიები
თანამედროვე გამოგონებები ადამიანებს საშუალებას აძლევენ გამოიყენონ ხელოვნური ხელები, რომლებსაც შეეძლებათ აიღონ რაიმე ნივთები, იმუშაონ წვრილმან და მნიშვნელოვან დეტალებზე. Touch Bionics – არის კომპანია, რომელმაც შექმნა ხელოვნური ხელი Pro Digits, – მის წარმოებას კომპანია ახდენს პლასმასის საფარით შეკრულ კომპლექტში, რომელიც ზუსტი კოპიოა ადამიანის ხელის კანის. ხელის გამოყენება და მართვა ხდება აზროვნების დახმარებით და მისი სხეულზე მიმაგრება არ საჭიროებს ქირურგიულ ოპერაციას. სხეუილის ინიოვაციური ნაწილის ფასი არის 50 ათასი აშშ დოლარი.

2. არქიტექტურა
დუბაი სახელგანთქმულია ორიგინალური არქიტექტურული ქმნილებებით, თუმცა საქმე მხოლოდ შენობის სიმაღლესა და მის აშენებაში ჩადებული თანხის რაოდენობაშია. უნიკალური შენობა, რომელიც მხოლოდ გაერთიანებულ არაბთა საემიროებში შეიძლება ნახოთ, იქნება 59 სართულიანი და იტრიალებს წამში 6 მეტრი სიჩქარით. შიგნით მყოფებისთვის მოძრაობა შეუჩნეველი იქნება, ისინი მხოლოდ ფანჯარაში ცვალებად პეიზაჟს დაინახავენ. მაგრამ ცათამბჯენის მთავარი განმასხვავებელი არის არა მისი ინოვაციური გარეგნული სახე, არამედ შენობის მექანიზმში, რომელიც მას ატრიალებს. ენერგიის წყაროს წარმოადგენს სართულებს შორის განთავსებული მბრუნავი მილები, რომელთა ბრუნვის შედეგად გამომუშავებული ენერგია საკმარისი იქნება არამარტო სართულების დასატრიალებლად, არამედ ამ და მეზობელი რამოდენიმე შენობის ენერგომომარაგებისათვისაც.

3. კომპიუტერული ტექნოლოგიები
ბევრს გსმენიათ ალბათ მურის კანონის შესახებ, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველწლიურად ტრანზისტორების რაოდენობა, რომელთა განთავსება შესაძლებელია კომპიუტერის ჩიპში, ორმაგდება, შესაბამისად იზრდება მუშაობის სიჩქარეც. მიუხედავად მურის განცხადებისა იმის თაობაზე, რომ 2020 წელს ეს კანონი ამოუწრავს თავის თავს, რადგან ჩიპზე განთავსებული იქნება ტრანზისტორების მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობა, ფიზიკის კანონების მორჩილი მეცნირები მაინც ცდილობენ მოხსნან ყველა რეკორდი.

მაგალითისთვის, ჯიმ ტალი, Gartber-ის მკლვევარი და ცნობილი ფუტუროლოგი რეი კუცვეილი, თვლიან, რომ ინოვაციები შეეხება კომპიუტერების გარეგნულ სახესახ. დღეისათვის, ყველაზე თხელ ნოუთბუქად ითვლება MacBook Air. კომპანია Intel-ის ინჟინრები ირწმუნებიან, რომ ეს არ არის შესაძლებლობების ზღვარი: ათ წელში აუცილებელი აღარ იქნება კლავიატურის და კომპიუტერის თაგვის გამოყენება, რადგან კომპიუტერის მართვა აზროვნების საშუალებით იქნება შესაძლებელი. გამომგონებლები ასევე დარწმუნებულები არიან ტვინის იმპლანტების სწრაფად დანერგვის შესაძლებლობაში.

4. ავტოინდუსტრია
თანამედროვე მეცნიერები თვლიან, რომ მომავლის საწვავი იქნება ელექტრო ენერგია. უკვე დღეისათვის დაპროექტებული და ჩაშვებულია სედანის ტიპის ავტო – Tesla Model S, რომელის ელექტრო ენერგიაზე მუშაობს. გამომგონებლების განცხადებით, ასეთი მანქანა ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება სულ რაღაც 35 ათას აშშ დოლარად. გარდა ამისა, Tesla-ში მზად არიან გაუზიარონ წარმოების ტექნოლოგიები მსხვილ ავტოკონცერნებს, ამიტომ, სრულიად რეალურია, რომ 2020 წლისთვის მოსახლეობა მთლიანად გადავიდეს ელექტრომობილების მოხმარებაზე.

5. გარესამყაროსთან ურთიერთქმედება
ინტერნეტისა და “ჭკვიანი” გაჯეტების გამოჩენის წყალობით ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთობა ძალიან გამარტივდა. უახლოეს მომავალში, გამომგონებლები გვპირდებიან გარესამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მარტივ მოდელს. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე გახდა Google-ის ცნობილი სათვალე, რომლის დახმარებით საგანზე ერთი შეხვედვით შესაძლებელია მიიღო მასზე სრული ან დეტალური ინფორმაცია. მეცნიერულ წრეებში ურთიერთქმედების ამ ტიპს დაარქვეს “შევსებული რეალობა”, და ითვლება, რომ ის ადამიანის აუცილებელი თანამგზავრი გახდება 10 წლის შემდეგ.

6. ენერგია
ნავთობი, რომელიც მიწის წიაღიდან მოიპოვება, მალე ამოიწურება ან გამოყენებული იქნება სხვა მიზნით. ამის ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერები მზის ენერგიის გაიაფებას ასახელებენ. გარდა ამისა, მზის ენერგიის მოცულობა ორმაგდება ყოველწლიურად და ეს გრძელდება უკვე 20 წელია.

ჯერ კიდევ 2010 წელს, კომპანია Sandia-მ მოახდინა მზის ბატარეების პრეზენტაცია, რომლებიც ასჯერ უფრო ნაკლებ მასალებს საჭიროებდნენ შექმნისთვის, ვიდრე იმ მომენტისთვის არსებული ანალოგები. ამასთან, Sandia-ს ბატარეები გაცილებით დიდი რაოდენობის ენერგიას ინარჩუნებენ, შესაბამისად გასაოცარიც არ უნდა იყოს, რომ ჩვენი მომავალი დაფუძნებული იქნება სწორედ ასეთ ტექნოლოგიებზე.

7. მედიცინა
ჯერ კიდევ ძალიან მწვავედ დგას დონორული ორგანოების საკითხი. მაგრამ უახლოეს მომავალში, მეცნიერები გეგმავენ ამ პრობლემის 3D-ბეჭდვით გადაჭრას. უკვე ჩატარებულია ცდები ადამიანის ორგანოების ამ ფორმატით ბეჭდვაზე: მაგალითად, კომპანია Organovo-მ წარმატებულად შეძლო შეექმნა ორგანო 3D-პრინტერის დახმარებით.

შინაგანი ორგანოების შექმნა ერთად-ერთი არ არის, რაზეც თანამედროვე მეცნიერ-მედიკოსები მუშაობენ. ნანოტექნოლოგიების დახმარებით და გენომის რედაქტირებით, მეცნიერები მზად არიან რევოლუცია მოახდინონ მედიცინაში, ისინი გვპირდებიან, რომ შესაძლებელი იქნება შიზოფრენიისა და აუტიზმის განკურნება გენეტიკურ დონეზე.

8. სამეცნიერო პოტენციალი
ინტერნეტის გაჩენა გახდა ნიშანდობლივი მოვლენა მეცნიერების განვითარებისთვის. უკვე აღარ არის საჭირო მილიონობით თანხა იდეის მასებში გავრცელებისთვის. კრაუდფანდინგური სერვისი მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს ყველაზე ორიგინალური და უჩვეულო იდეებისთვისაც კი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იწყებს web-საიტით, სადაც ათავსებს საკუთარ ბიზნეს-იდეას, შეუძლია მიაღწიოს მწვერვალებს ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროში. ინერნეტმა ყველა თანაბარ პირობებში ჩააყენა, სადაც წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ იდეის აქტუალობასა და მისი სწორად გადმოცემის უნარზე.

9. რობოტები
ჯერ კიდევ შორსაა ის დრო, როცა რობოტებს ინტელექტი ექნებათ და ყველა საქმის შესრულებას შეძლებენ, რასაც ახლა ადამიანი აკეთებს, მაგრამ დღეს უკე მანქანებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი ემოციები და რეაგირება მოახდინონ თანამოსაუბრის ტონზე, ფიზიკურ შრომაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

10. ნანოტანსაცმელი
ამ სფეროში მეცნიერებმა არიჩიეს სამი მიმართულება: ნანობოჭკო, ნანოგენერატორები და ჰიდროფობული ნანობოჭკო.

ნანობოჭკოები ათჯერ მეტად ზრდის ტანსაცმლის გამძლეობას ცვეთის მიმართ და ამასთანავე სრულად აკმაყოფილებენ ადამიანის მოთხოვნებს. ნანოგენერატორების დახმარებით მოძრაობის დროს გამოიყოფა ენერგია, რომელიც ადამიანს აქცევს პატარა მოძრავ ელექტროსადგურად. ჰიდროფობული (წყალგაუმტარი) ნანობოჭკოები ტანსაცმელს საშუალებას მისცემენ შეინარჩუნოს სიმშრალე მაშინაც კი, თუ რამოდენიმე თვის მანძილზე იმყოფება წლის ქვეშ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like