10 გზა აზროვნების დაუყოვნებლივ შესაცვლელად მელ რობინსისგან

10 გზა აზროვნების დაუყოვნებლივ შესაცვლელად მელ რობინსისგან

ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენი ტვინი წყვეტდა ზრდას, როგორც კი 20 წლის ასაკს მივაღწევდით. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, კი ვკარგავდით ტვინის უჯრედებს და გონების განვითარებისთვის ნებისმიერი მცდელობა უნდა დაგვევიწყებინა.

მკვლევარებმა დაამტკიცეს ამ ძველი თეორიის სიმცდარე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან ჭკვიანმა ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინი ძალიან პლასტიკურია: მოქნილია და შეუძლია გაფართოვდეს მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში… მანამ სანამ ვიზრუნებთ მასზე და დავუსახავთ გამოწვევებს ფიქრისა და სწავლის სახით.

უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ახალი ნერვული გზები ყალიბდება თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგად.
თქვენი ტვინის განვითარების დასაწყებად ყოველდღიურად შეასრულეთ ერთი პუნქტი ქვემოთ მოცემულიდან.

1.ჩართეთ მადლიერების გრძნობა.
მადლიერების პრაქტიკაში გამოყენება ყველაზე კარგი საშუალებაა გაზარდოთ ბედნიერება და, საერთო ჯამში, იყოთ კარგად, რადგან მადლიერების გრძნობა აიძულებს თქვენს ტვინს დადებითზე ფოკუსირებას.
ასობით კვლევა გვიჩვენებს მადლიერების სარგებელს. მათ შორის, ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ მადლიერების გრძნობას, აქვთ მეტი ალბათობა, რომ საკუთარი ცხოვრება მიიჩნიონ მნიშვნელოვნად, აქვთ ძლიერი მიზანი, იღებენ საკუთარ თავებს, აქვთ დადებითი ურთიერთობები, არიან კარგ განწყობაზე, უმაღლეს დონეზე განიცდიან სიხარულს, სიამოვნებას, ბედნიერებასა და ოპტიმიზმს.

ყველა ეს სარგებელი დღეში 30 წამზე ნაკლებ დროში? შემომიერთდით! ყველაზე ადვილი გზა მადლიერების გრძნობის თქვენს ცხოვრებაში დასანერგად მისი დილის ან საღამოს რუტინად ქცევაა. აიღეთ პატარა რვეული, დაარქვით მას მადლიერების ჟურნალი და დადეთ ღამე საწოლ მაგიდაზე.
ყოველ დილით ან საღამოს ჩამოწერეთ სამი რამ, რისთვისაც ხართ მადლობელი. სულ რაღაც რამოდენიმე დღეში იგრძნობთ ამ მარტივი და სწრაფი სავარჯიშოს საოცარ ეფექტს.

2.უთხარით “OM” მედიტირების პრაქტიკას
მედიტაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა „ტვინის გასაკონტროლებლად“ და ამას მეცნიერებაც ადასტურებს. მედიტაცია განიჭებთ ბედნიერებას, ხართ ნაკლებად დეპრესიული და შეწუხებული, უკეთესად იღებთ გადაწყვეტილებას და უფრო მეტად თანამგრძნობი ხართ.
საზღვაო ქვეითები ომის ზონაში იყენებენ მედიტაციას, რათა გახდნენ მეტად სტაბილურნი და სპორტული გუნდები, როგორიცაა სუპერ თასის გამარჯვებული, სიეტლის ზღვის შევარდნები, – უკეთესი თამაშისთვის. თქვენი ტვინისთვის ეს მხოლოდ ყოველდღიური სავარჯიშოა. მედიტაციის მიზანი არა თქვენი ფიქრების ჩახშობა, არამედ მათი შეცნობაა.

ხშირად ჩვენი უარყოფითი აზრები იმდენად არიან ჩვენივე ავტოპილოტის ნაწილნი, რომ მათ რეალობად მივიჩნევთ. მედიტაცია გეხმარებათ მიიღოთ ისინი ისე, როგორც სინამდვილეშია – მხოლოდ ფიქრები და გახსენებთ, რომ მათი რწმენა თქვენივე არჩევანია.
გსურთ დაიწყოთ მედიტირება? დაიწყეთ რამოდენიმე წუთი სიჩუმით და ფოკუსირდით სუნთქვაზე. შეგიძლიათ მიყვეთ YouTube-ვიდეოებს მედიტაციის შესახებ ან აპლიკაციას მაგ. როგორიცაა Calm and Headspace.

3.გაოფლიანდით ყოველ დღე
არ შემიძლია შევაფასო რა მოხდება, როცა თქვენ ვარჯიშს დაიწყებთ. თუ ვარჯიშობთ თქვენ იქნებით უფრო ბედნიერი, უფრო ჯანმრთელი, უკეთესად გამოიყურებით, გრძნობთ მეტ ხალისსა და ენერგიას ყოველდღიურად. მეცნიერები განაგრძობენ დაამტკიცონ, რომ ვარჯიში არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება შფოთის, დეპრესიისა და უარყოფითი ფიქრებისგან გასათავისუფლებლად.

ერთხელ რიჩარდ ბრანსონს კითხეს თუ რა იყო მისი პროდუქტიულობის #1 საიდუმლო… და მან თქვა ვარჯიში. რადგან ვარჯიში ყოველდღიურად აძლევს მას დამატებით ოთხ ნაყოფიერ საათს. თქვენ არ გჭირდებათ არც სპორტდარბაზი და არც ბევრი დრო. დაკავდით რომელიმე სახის სავარჯიშოთი, რომელიც თქვენზე იმოქმედებს.
ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ერთი წუთის ხანგრძლივობის სავარჯიშოები.
სულ ოთხი წუთია, რაც გჭირდებათ და მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ გაქვთ ეს ოთხი წუთი. არავითარი გამონაკლისი. დაკავდით ნებისმიერი სახის მოქმედებით, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სიარული, ცეკვა, ველოსიპედი, სირბილი, ცურვა, სპორტული თამაში, ფიტნესი, მებაღეობა…ნებისმიერი რამ, რაც მოძრაობისკენ გიბიძგებთ.

4.დაგეგმეთ დღე
ყოველ დილით, სანამ ტელეფონს შეხედავთ, მე მინდა, რომ ათი წუთი გამოყოთ თქვენი დღის დასაგეგმად.
დუკის უნივერსიტეტის პროფსორ დენ არიელის მიხედვით, ჩვენი ტვინისთვის დღის საწყისი 2-3 საათი არის საუკეთესო დრო. ეს დრო არის პროდიქტიულობის პიკი, როცა შეგიძლიათ ფოკუსირდეთ თქვენს დიად მიზნებზე, სანამ მოეშვებოდეთ. მარტივია თავიდან აირიდოთ ეს საათები… სანამ გეგმავთ თუ როგორ გაატაროთ ისინი.
როცა თავს უკონტროლოდ გრძნობთ, თქვენ ვეღარ ფიქრობთ რაციონალურად და სწორად. მარტივი გამოსავალი? დაგეგმეთ თქვენი დღე. დღის დაგეგმვით თქვენ გეზრდებათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღქმა, რომელიც, თავის მხრივ, ამცირებს სტრესს და 66%-ით ზრდის ალბათობას, რომ თავი ბედნიერად და კმაყოფილად იგრძნოთ. ყოველდღიურად კონკრეტული გეგმის შედგენა გაძლევთ კონტროლის შეგრძნებას და მთლიანად ცვლის თქვენი გონების მიერ საკითხებისა თუ დავალებების გაგებას.

მე პირადად, ვიყენებ 5 წამის ჟურნალს, რომელიც მეხმარება განვსაზღვრო ჩემი დღის ტოპ პრიორიტეტები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რვეული თუ დამგეგმავი. როდესაც დაგეგმვა თქვენი რუტინის ჩვეული ნაწილი გახდება, აღმოაჩენთ, რომ თქვენი გონება, რომელიც სტრესში იმყოფებოდა შეიცვლება გონებით, რომელიც გრძნობს კონტროლს.

5.წამოდექით დივნიდან და გადით გარეთ
კვლევები ადასტურებს, რომ ბუნებაში ყოფნა ამცირებს სტრესს, სისხლის წნევას და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, საერთო ჯამში, კარგად ყოფნას, ხასიათსა და ბედნიერების დონეს.
როცა ნაკლებად ვართ სტრესში, ავტოპილოტზე ცხოვრების ნაკლები ალბათობაა და მეტი შანსია შენიშნოთ ფიქრები, რომლებიც ცუდი ჩვევებისკენ გიბიძგებენ.
EPA (აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს) ბოლო კვლევის მიხედვით, ამერიკელები სიცოცხლის 93% შენობებში ატარებენ. დიახ 93%. სწორად წაიკითხეთ. და თუ თქვენ სხვებს გავხართ, შეიძლება 99% მიუახლოვდეთ. გარე აქტივობის მუდმივი დაგეგმვის გარეშე თქვენი ჩვევა, შინ ჯდომა იქნება.

ყოველ დილით, თქვენი დღის დაგეგმვის დროს, გამოყავით 10-20 – წუთი გარეთ ყოფნისთვის. უკეთესია თუ ამ დროს გამოიყენებთ გარე სავარჯიშოებისთვის, როგორიცაა ფეხით სიარული ან ლაშქრობა, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ ბედნიერებასა და პოზიტიურ განწყობაზე. საუკეთესო ვარიანტი? გარე სავარჯიშო ვინმესთან ერთად. თხოვეთ თქვენს მეზობელს, მეგობარს, თანამშრომელს გაისეირნოს თქვენთან ერთად და მიიღეთ სამმაგი სარგებელი.

6.იკვებეთ საუკეთესო პროდუქტით
ამ მხრივ საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ბუნებრივი და არა მზა საკვების მიღებაა.
თანამედროვე კვლევები ჯანმრთელობის შესახებ აჩვენებს, რომ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებისა და მაღალბოჭკოვანი მცენარეების შემცველი დიეტა უკეთესი დაბალანსებული ნაწლავური(შინაგანი) ჯანმრთელობის საწინდარია. იცოდით, რომ ნაწლავების ჯანმრთელობა აქტიურად მოქმედებს თქვენი ტვინის ჯანმრთელობაზე? ასე, რომ ნაწლავების სიჯანსაღე ნიშნავს ემოციურ სიჯანსაღეს.

გინდათ გაიგოთ მეტი კვებასთან დაკავშირებით, რომელიც შეცვლის თქვენს ტვინსა და აზროვნებას? სცადეთ დენიელ ამენის „შეცვალე შენი ტვინი, შეცვალე შენი ცხოვრება“. ეს წიგნი არის ფანტასტიკური საშუალება, აკონტროლოთ ტვინის სიჯანსაღე, შფოთვა, დეპრესია, უარყოფითი აზრები და ა.შ.

7.აწარმოეთ შესრულებული საქმეების სია
ჰარვარდის სკოლის მკვლევარმა ტერეზა ამაბილმა შექმნა განვითარების პრინციპები. მან შეისწავლა 12,000 ყოველდღიური სამუშაო, რათა დაედგინა – წარმატებული სამუშაო დღისთვის მნიშვნელოვანი პატარ-პატარა გამარჯვებების აღნიშვნის შედეგი.

როდესაც განაგრძობთ პროგრესისკენ სვლას და აღნიშნავთ ყოველდღიურ გამარჯვებებს, ხართ მეტად ბედნიერი, მეტად პროდუქტიული და მეტად ჩართული საკუთარ ცხოვრებაში. შეგიძლიათ მისდიოთ ამ წესებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიურად ყოველი წარმატებით შესრულებული საქმის აღსანიშნად.
ჩემი მხრიდან, თქვენთვის გამოწვევა იქნება აწარმოოთ „გავაკეთე“ სია. ეს „გასაკეთებელი“ სიის საპირისპიროა. აღნიშნეთ მასში თუნდაც სულ მცირე მიღწევა, რომელსაც შეასრულებთ. დადეთ ის შესამჩნევ ადგილას. თუნდაც იყენებდეთ ნოუთპადს ან ვორდის დოკუმენტს, აღნიშნეთ მასში ყოველდღიური თუ ყოველი რამდენიმე დღის მიღწევა. თქვენი წარმატების დანახვა ზრდის თავდაჯერებულობას, გეხმარებათ გააანალიზოთ რას მიაღწიეთ და ზრდის ბედნიერებას.

8.აიძულეთ ტვინი, იყოს პოზიტიური
ჰარვარდის მკვლევარ შონ აქორის მიხედვით, ჩვენი ტვინი ეჩვევა ხარისხიან შესრულებას, როცა ვართ პოზიტიურები. მცირედი ცვლილებებით, რომლებიც გვაყენებს დადებით განწყობაზე, ჩვენ ვხდებით უფრო ბედნიერები, უფრო შემოქმედებითები, უფრო გონიერები და უფრო პროდუქტიულები. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანებთან ძალიან დიდი ბედნიერებები არც ისე ხშირად ხდება. სანაცვლოდ, ისინი ფოკუსირებულნი არიან უფრო წვრილმან ბედნიერებებზე, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ხდება.

როგორ შეგიძლიათ დანერგოთ ეს პრაქტიკა თქვენს ცხოვრებაში? მარტივია: მხოლოდ სამი რამის გამოყენებით: დამოკიდებულება, ტკბობა და ღიმილი.

პირველი, თქვენი დამოკიდებულების შეცვლაა. ჩემთვის კარგ ხასიათზე ყოფნის საუკეთესო საშუალება არსებულ სიტუაციაში არა ცუდზე ფოკუსირება, არამედ დადებითი მხრის ძიებაა. გირჩევთ ვიქტორ ფრანკლის წიგნს „სიცოცხლის აზრის ძიება“. ეს არის დიდებული წიგნი, რომელიც შთაგაგონებთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება და რომ თქვენი შეხედულება ნებისმიერ რამეზე ყოველთვის თქვენი კონტროლის ქვეშაა.

მეორე, რაც უნდა გააკეთოთ ესაა ტკბობა. ეს ნიშნავს ნამდვილად ისიამოვნოთ დადებითი რაღაცებით. ტკბობით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ კიდევ უფრო სახალისო და სასიამოვნო გახადოთ. ისიამოვნეთ და დატკბით იმით, რაც ხდება აქ და ამწუთას. დაიმახსოვრეთ, ამ წვრილმანებს, რომლებიც ხდება ყოველდღე, აქვთ ძალა გაზარდონ თქვენი ბედნიერება. მცირე მოვლენებს, რომლებიც ჩვენში ილექება და გროვდება, აქვთ ყველაზე დიდი გავლენა.

და ბოლოს, თქვენ ვერ შეძლებთ ვერც თქვენი დამოკიდებულების შეცვლასა და ვერც მოვლენებით ტკბობას თუ არ გაიღიმებთ. კვლევები აჩვენებს, რომ უბრალოდ გაღიმება(მაშინაც კი, როცა არ ხართ ბედნიერი), უკეთესად გაგრძნობინებთ თავს. გაღიმება ამცირებს სტრესს და შფოთვას, ზრდის სასარგებლო ჰორმონების შეგრძნებას და განიჭებთ ბედნიერებას.

9.შეუქმენით ვინმეს დღე
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პირადი ბედნიერების 70% შეიძლება აიხსნას სხვებთან ურთიერთობით. თუ თქვენ არ დებთ დროსა და ენერგიას ურთიერთობებში, ისინი სუსტდება. თუმცა, მიზანმიმართული გეგმითა და მოქმედებებით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მყარი ურთერთობები თქვენს მეგობრებთან, პარტნიორთან და საკუთარ თავთანაც კი.

ურთიერთობების გაღრმავების ყველაზე ეფექტური საშუალება სხვებისთვის სიკეთის გაკეთებაა. მკვლევარებმა სთხოვეს ადამიანებს, ერთ დღეში გაეკეთებინათ 5 კეთილი საქმე. ადამიანები, რომლებაც გააკეთეს კეთილი საქმეები, მთელი კვირის განმავლობაში იყვნენ ბედნიერები. მარტივია გააუმჯობესო სხვა ადამიანების ცხოვრება და ეს არის მოგებული-მოგებულის მდგომარეობა, რადგან ის გაბედნიერებთ ორივე მხარეს – თქვენც და იმ ადამიანსაც, ვისაც ეხმარებით.

ყოველკვირეულად ვინმე გააღიმეთ. წერილს, მისალოც ბარათს, ყვავილებს, საჭმელს, გაზონის გაკრეჭას, ბავშვის მოვლის შეთავაზებას ან კეთილ სიტყვას აქვს ძალა არა მხოლოდ სხვა ადამიანის გაბედნიერების, არამედ პროცესში თქვენც მოგანიჭოთ სიხარული.

10.გამოიყენეთ 5 წამის წესი
რა არის 5 წამის წესი? ეს არის მეტაკოგნიტიური საშუალება, რომელიც გეხმარებათ დაამყაროთ კავშირი ფიქრსა და მოქმედებას შორის. ერთი წინადადებით 5 წამის წესი გულისხმობს შემდეგს: თუ გაქვთ მიზნისკენ მოქმედების ინსტიქტი, თქვენ ფიზიკურად უნდა იმოქმედოთ 5 წამში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ტვინი ჩაახშობს იდეას.

როგორ ეხმარება 5 წამის წესი თქვენს ტვინს გადატვირთვაში? 5-იდან უკან დათვლა ააქტიურებს თქვენს წინა ტვინს, რაც მის მზაობას ნიშნავს. შემდეგში, როდესაც მიხვდებით, რომ სიტუაცია გაკონტროლებთ თქვენ და არა პირიქით ან ნაცნობი უარყოფითი აზრები გიტრიალებნ თავში, დაითვალეთ უკან.

 

თარგმანი: ელენე ჩხეიძე

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ