10 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომლებიც ყველა მეწარმეს გამოადგება
1404 Views

10 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომლებიც ყველა მეწარმეს გამოადგება

1. მოძებნეთ კარგი მასწავლებლები
ჯობსი შესაძლოა მარკეტინგის თვითნაბადი გენიოსი იყო, მაგრამ მას ეყო გონიერება იმისათვის, რომ მოეძებნა ისეთი ადამიანები, ვისგანაც რაიმეს ისწავლიდა.

გაკვეთილი: მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგად ხართ საკუთარ ბიზნესში მოწყობილი – მოძებნეთ ადამიანები, რომლებმაც თქვენზე მეტი იციან და ისწავლეთ მათგან.

2. შექმენით კარგი პროდუქტი
თქვენთვის უკვე ცნობილი კავასაკი უხეშად, მაგრამ სასარგებლოდ განიხილავს ამ თემას: «იმის აზრი, რაც სტივმა გააკეთა, მხოლოდ რამოდენიმე მარკეტოლოგს ესმის – მან პირველად შესთავაზა ბაზარს შესანიშნავი პროდუქტი. ცუდი პროდუქტის გაყიდვა რთულია.

3. განსაზღვრეთ და დაიცავით პრინციპები
როცა 1977 წელს Apple Computer-ი გამოდიოდა ბაზარზე, ჯობსი და მარკულა ხედავდნენ კომპანიის სამ ძირითად პრინციპს. პირველი, Apple-ი ყოველთვის თანაუგრძნობს კლიენტებს. მეორე, Apple-ი თავის საწარმოო ხაზში ფოკუსირებული იქნება მხოლოდ რამოდენიმე პროდუქტზე, რომლებიც ძალიან კარგად იქნება დამზადებული და მესამე პრინციპი – Apple-ი აპირებს დანერგოს თავისი ფილოსოფიური ღირებულებები (გამოყენების სიმარტივე და მაღალი ხარისხი) ყველაფრში, რასაც აკეთბს – არამარტო კონკრეტულად პროდუქციაში, არამედ შეფუთვაშიც, გარეგნულ შესახედაობაშიც, მაღაზიებში და პრეს-რელიზებშიც კი.

4. ნუ დაინანებთ ფულს
ჯობსი იყო შოუმენად დაბადებული და მას ძალიან უყვარდა ფართე ჟესტები. ამის ნათელი მაგალითია, როცა 1984 წელს Macintosh-ის ახალი მოდელისთვის საჭირო იყო სარეკლამო ვიდეო-რგოლი, ჯობსმა, როგორც ყოველთვის, გადაწყვიტა ფართე მასშტაბებში ეთამაშა და გადაღებებისთვის დაიქირავეს რიდლი სკოტი.

აღსანიშნავია, რომ ამ მსხვილმა დაბანდებამ სრულიად გაამართლა – ვიდეო-რგოლი 80-იანების საკულტო მოვლენა გახდა და ამასთანავე ე.წ. «ვირუსული მარკეტინგის» პირველი ნიმუშიც.

5. ნუ შეგეშინდებათ შემოქმედებითი ექსპერიმენტების
Apple-ის მარკეტოლოგები «1984»-ის ვიდეო-რგოლს აღწერენ როგორც «საღონისძიებო მარკეტინგის ნიმუშს» (event marketing), ანუ, კამპანიას, სადაც რეკლამა თავის მხრივ იმდენად რევოლუციური და უნიკალურია, რომ ის ხდება სრულუფლებიანი კულტურული მოვლენა.

ისწავლეთ საიდუმლოების შენახვა და შექმნა
Apple-ის ახალი პროდუქციის შესაძენად კილომეტრიან რიგში კლიენტების დგომის მიზეზი მდგომარეობს არამარტო როკ-ვარსკვლავის ქარიზმაში, რომელიც სტივ სჰქონდა, არამედ იმაშიც, რომ ის იყო ინტრიგების შექმნის ოსტატი, მას რეალურად შეეძლო გაოცება.

Apple-ის ახალი პროდუქტის «დიდ პრემიერამდე» რამოდენიმე თვით ადრე ის იწყებდა ინფორმაციის გაჟონვის დაგეგმვას: ჩნდებოდა პირველი ჭორი, შემდეგ მეორე, რომელიც პირველს აბათილებდა, შემდეგ მესამე, რომელიც წინა ორს ეწინააღმდეგებოდა. ამ ჭორების უმრავლესობა დეზინფორმაციას წარმოადგენდა, რაც აიძულებდა ადამიანებს ჩართულიყვნენ ყველაზე გიჟურ შეთავაზებებში.

7. მოძებნეთ მტერი
დრამატურგიის მთავარი წესი შემდეგშია: «სიუჟეტის განვითარებისთვის საჭიროა კონფლიქტი». პოლიტიკური პროპაგანდის ანალოგიური პრინციპიც ასევე ამბობს – იმისათვის, რომ «კარგ კაცად» გამოჩნდე, საჭიროა «ცუდი კაცი». Apple-თვის თავიდან ასეთი «ცუდი კაცი» იყო კორპორაცია IBM-ი, მოგვიანებით კი – Microsoft-ი.

8. მომხმარებლები აქციეთ თქვენს «მქადაგებლებად»
შესაძლოა, რომ ყველაზე გასაოცარი, რაც ჯობსმა გააკეთა – ეს არის ის, რომ მომხმარებლები აქცია Apple-ის ბრენდის აქტიურ მხარდამჭერებად. ადამიანები, რომლებიც iPhone-ის ყოველი ახალი მოდელის გამოსვლისას გრძელ რიგებში დგანან – არაფრით განსხვავდებიან წინა მოდელისთვის რიგში მდგომი ადამიანებისგან.

Apple-ის თაყვანისმცემლები საკუთარ თავს არ თვლიან კლიენტებად – ისინი გრძნობენ, რომ ქმედებების, მისიის, რაღაც უფრო დიდის ნაწილი არიან.

9. არ ისაუბროთ პროდუქტებზე – ისაუბრეთ ადამიანებზე
«1984»-ის სარეკლამო რგოლი არ შეიცავს კომპიუტერ Macintosh-ის არცერთ გამოსახულებას, მხოლოდ ბოლო 10 წამის განმავლობაში არის ნახსენები კომპანია Apple-ი და ახალი პროდუქტი. იგივე მიდგომა გამოიყენება კამპანიაში «Think Different», სადაც საუბარია არა მაღალტექნოლოგიურ ნაკეთობებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებიც მათ მოიხმარენ.

10. გამოიყენეთ სურათები სიტყვების ნაცვლად
Apple-ი უდიდეს ძალისხმევას დებს იმაში, რომ საკუთარ პროდუქციაზე ინფორმაცია გადმოსცეს რაც შეიძლება ნაკლები სიტყვებით.

ლაკონურობა, რომელიც მშვენივრად თავსებადია Apple-ის მიერ გამოცხადებულ «სიმარტივესთან, როგორც ცხოვრებისეულ ფასეულობასთან», დაკავშირებულია ასევე ჯობსის ერთ-ერთ აღმოჩენასთან – ის მიხვდა, რომ გამოსახულება გაცილებით უკეთესი მთხრობელია, ვიდრე ტექსტი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like