10 გადაწყვეტილება, რომელთა გამო ინანებთ 10 წლის შემდეგ
592 Views

10 გადაწყვეტილება, რომელთა გამო ინანებთ 10 წლის შემდეგ

1. ნიღბის ტარება სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად 
თუ თქვენ სახეზე ნიღაბი გაქვთ და ასე ურთიერთობთ ადამიანებთან, დიდი შანსია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ნიღბის უკან აღარაფერი იყოს. როცა დიდ დროს ატარებთ იმის განსჯაში, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები, დიდი შანსია, რომ მალე დაივიწყოთ რეალურად ვინ ხართ. არ უნდა შეგეშინდეთ იმის, თუ რას ფიქრობენ სხვები; სინამდვილეში ვინ ხართ თქვენ ეს ხომ კარგად იცით. არ არის საჭირო, რომ სრულყოფილი იყოთ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან მათი შთაგონებისთვის. სხვები აღფრთოვანებაში უნდა მოდიოდნენ იმით, თუ როგორ უმკლავდებით საკუთარ ნაკლს.

2. სხვისი ოცნების დევნა 
ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა — საკუთარი თავის პოვნა; მეორე რთული ამოცანა – არის იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს, რასაც იღებ ცხოვრებისგან. ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია – თქვენი გადაწყვეტილება დარჩეთ საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ერთგული. თუ თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც არ გეთანხმებიან, ეს უკვე კარგია. ეს ნიშნავს, რომ მიწაზე მყარად დგახართ და თქვენი გზით მიდიხართ. დროდადრო თქვენ ისე მოიქცევით, რომ სხვები გიჟად ჩაგთვლიან, მაგრმ თუკი დროის ხარჯვის მიუხედავად საკუთარ თავს გამოიჭერთ იმ საქმის უზომო სიყვარულში, რასაც აკეთებთ – იცოდეთ, რომ სწორი გზით მიდიხართ.

3. ცუდ საზოგადოებაში ყოფნა
არავის მისცეთ იმის უფლება, რომ ცუდ სიტუაციაში ჩაგითრიონ. განდევნეთ ასეთი ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან. გახსოვდეთ, სასხლეტს ვერავინ გამოკრავს, თუ იარაღს თქვენ თვითონ არ ჩაუდებთ ხელში. ცუდი კამპანიისგან თავი ყოველთვის შორს დაიჭირეთ – ეს არჩევანი არ არის, ეს ვალდებულებაა.

4. საკუთარ თავზე შეყვარებულ ეგოისტად ყოფნა 
კარგი საქმეებით და ურთიერთობით სავსე ცხოვრება არის საუკეთესო დანატოვარი. ის ადამიანები, რომლებიც სიყვარულს ჩუქნიან და შთააგონებენ  სხვებს, გაცილებით დიდხანს ახსოვთ გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ, სჯობს თქვენი სახელი სხვების გულებში დარჩეს და არა ქვაზე. რასაც საკუთარი თავისთვის აკეთებთ, ის სამარეში ჩაგყვებათ, ხოლო რაც სხვებისთვის გაქვთ გაკეთებული – დარჩება თქვენი გარდაცვალების შემდეგაც.

5. პიროვნული ზრდის შესაძლებლობებისთვის თავის არიდება
თუ თქვენი წარსულის შესახებ რაიმეს გაგება გსურთ, დააკვირდით იმას, სად ხართ დღეს. თუ მომავლის დანახვა გინდათ, დააკვირდით იმას, რასაც ახლა აკეთებთ. წარსული უნდა დაივიწყოთ იმისათვის, რომ გზა გაუთავისუფლოთ სიახლეს; გახსოვდეთ – წარსული აღარასოდეს არ დაბრუნდება. თუ ეს გააცნობიერეთ, მაშინ უკვე დროა წინ გადადგათ ნაბიჯი და ეს ნამდვილად მიგიყვანთ წარმატებამდე.

6. სირთულეების დროს დანებება 
თუ არ იქნება შეცდომები, არ იქნება არც შედეგი. მაშინაც კი, როცა რაღაც ისე არ გამოდის, როგორც თქვენ გინდათ, ეს არ არის დანებებისა და ხელების ჩამოშვების საბაბი. დაიჯერეთ იმის, რომ თქვენ შეგიძლიათ და იარეთ წინ! ვინც ასე იქცევა, ის ყოველთვის იმარჯვებს. ყოველ ჯერზე აჯობოთ საკუთარ თავს და იაროთ წინ – ეს არის უმთავრესი ბრძოლა, რომელსაც გამარჯვებამდე მიყავხართ. ეს არის პროცესი, რომელიც შედგება პატარა ნაბიჯებისგან, გადაწყვეტილებებისგან და ქმედებებისგან, რაც საბოლოოდ მიგიყვანთ დიდებულ მომენტამდე, რომელსაც ჰქვია ტრიუმფი.

7. ყველა წვრილმანის კონტროლის მცდელობა 
ცხოვრება უნდა «გაღელვებდეს», და არა «გახრჩობდეს». ზოგჯერ საჭიროა ცოტა მოდუნება და ყველაფერის ნებაზე მიშვება, ყველა წვრილმანზე მუდმივი ზეგავლენისა და კონტროლის მოდუნება. ღრმად ჩაისუნთქეთ და როცა „მტვერი დაჯდება“, თქვენ ისევ შეძლებთ ხეების უკან ტყის დანახვას და ნაბიჯის წინ გადადგმას. თქვენ წინასწარ ვერ განჭვრეტთ მომავალში უკეთესად იქნებით თუ არა. ყველაფერი მიდის თავისი გზით, მიუხედავად იმისა, გესმით ეს თქვენ თუ არა. იმისათვის, რომ ყველაფერი დალაგდეს საჭიროა დრო.

8. იმაზე ნაკლების მიღება, ვიდრე იმსახურებ 
იყავით საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ წინ იაროთ, და საკმაოდ ბრძენი იმისათვის, რომ დაელოდოთ იმას, რასაც იმსახურებთ. ზოგჯერ ვეცემით, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ავდგეთ და უფრო ავმაღლდეთ. ზოგჯერ იმისათვის, რომ უკეთესად დავინახოთ, ჩვენს თვალებში ცრემლები უნდა ამოშრეს. არასოდეს დანებდეთ!

9. ხვალინდელი დღის უსასრულოდ ლოდინი 
პრობლემა იმაშია, რომ თქვენ მუდმივად ფიქრობთ თითქოს საკმარისი დრო გექნებათ ამა თუ იმ მიზნის განსახორციელებლად. მაგრამ ერთხელაც გაიღვიძებთ და მიხვდებით, რომ უკვე აღარ გაქვთ ამის დრო. კარგი იქნება, თუ ამ მომენტისთვის დასახული მიზნების უმრავლესობა უკვე განხორციელებული გექნებათ, თუ არადა მაშინ ხელში უნდა გეჭიროთ თავის მართლების გრძელი სია იმის ახსნა-განმარტებებით, რატომ არ გააკეთეთ ეს.

10. სიზარმაცე და ჩაკეტილობა 
სამყაროს თქვენი არაფერი მართებს, თქვენ თავად უნდა მისცეთ რამე სამყაროს. შეწყვიტეთ ოცნება და დაიწყეთ მოქმედება. აიღეთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. თქვენ მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანი ხართ. სისულელეა იმის ლოდინი, რომ რამე თავისით გაკეთდება, ან თქვენს ნაცვლად სხვა გააკეთებს. ოდესმე – ეს არის ახლა, სამყაროს სჭირდებით, იმოქმედეთ!  

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like