10 ადგილი იტალიაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო 2017 წელს

10 ადგილი იტალიაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო 2017 წელს

N1:. რომი
თუ თქვენ პირველად მოგზაურობთ იტალიაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ რომი. საუცხოო ტაძრებს, ულამაზეს შადრევნებს და რენესანსს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. რომი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი ისურვებდა დაკარგვას.

N2:. მილანი
მილანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მძიმე დაბომბვების დროს თითქმის განადგურდა ახალა აღორძინდა როგროც ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი ევროპაში. მილანი ასევე განიხილება, როგორც მეგა მოდის ცენტრი. იგი ასევე იზიდავს უამრავ მნახველს თავისი გადარჩენილი განძის მეშვეობით როგორიცაა; ლეონარდო დავინჩის ფერწერა, ლა სკალას ოპერის სახლი, საიდუმლო სერობა და მრავალი სხვა.

N3:. ვენეცია
ვენეციას არ სჭირდება წარდგენა. ეს არის არხების ქალაქი ჩრდილო აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებითაა დაკავშირებული. მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების — პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით.

N4:. ბოლონია
როგორც სახელი გვამცნობს, ქალაქი ბოლონია ცნობილია თავისი ფანტასტიური საკვებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორ ფიქრობთ, სპაგეტი ”Bolognese“ საიდან წარმოიშვა? მხოლოდ და მხოლოდ ბოლონიიდან. ბოლონიაში საშუალება გაქვთ, ქალაქში ისეირნოთ და დატკბეთ საუკუნეების მუზეუმებით და ულამაზესი ქალაქის ხედებით.

N5:. ფლორენცია
თუ არჩევანს ვერ აკეთებ ხელოვნებასა და არქიტექტურას შორის, არ არსებობს უკეთესი ადგილი მოგზაურობისათვის გარდა ფლორენციისა. ქალაქი სავსეა ეკლესიებით, მუზეუმებით და სასახლებიით, რომლბშიც ინახება დედამიწის უიშვიათესი საგანძურები .ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად.

N6:. ტოსკანა
იტალიის ყველაზე ცნობილი რეგიონი. ტოსკანა წარმოგიდგენთ სურათს, ულამაზესი ზეთისხილის ჭალების, ვენახების, ლამაზი მოძრავი ბორცვების და კვიპაროსების ხეების. რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ვიზიტის დროს? ისარგებლოთ სიამოვნებით, რომელიც მოიცავს ღვინის დეგუსტაციას, შეისწავლოთ ხელოვნება და ღირსშესანიშნაობები, ან უბრალოდ დაისვენოთ გორაკიან ქალაქში.

N7:. პომპეი
პომპეი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია იტალიაში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს ნეაპოლის ყურეში.

N8:. ჩინკვე-ტერე
ჩინკვე-ტერე შედგება ხუთი სოფლისაგან: მონტეროსო-ალ-მარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიომაჯორე. ჩინკვე-ტერე გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სილამაზით. საუკუნეთა განმავლობაში, მოსახლეობა ამ უსწორმასწორო, ჩაშვებულ რელიეფსა და კლდეებზე, რომლებიც ზღვას გადაჰყურებს ტერასებს აშენებდა. ამ ყველაფრის შარმი იმაში მდგომარეობს, რომ მოკლებულია თანამედროვე განვითარებას. სოფლებს ერთმანეთთან საცხენოსნო ბილიკები, მატარებლები და ნავები აკავშირებს, მანქანით მიდგომა შეუძლებელია.
ჩინკვე-ტერე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

N9:. ამალფის სანაპირო
ტერიტორია გამოირჩევა უსწორმასწორო რელიეფით, პეიზაჟური მშვენიერებით, თვალწარმტაცი ქალაქებითა და მრავალფეროვნებით. სანაპირო ცნობილია კლდეებით, გამჭირვალე პლატფორმებით და საკურორტო ფერადი ვილებით.

N10:. სიცილია
ყველაზე დიდი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის ავტონომიური რეგიონი. რეგიონის შემადგენლობაში შედის აგრეთვე რამდენიმე მცირე კუნძული. სიცილიას მდიდარი და უნიკალური კულტურა გააჩნია, განსაკუთრებით ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სამზარეულო, არქიტექტურა და ენა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ სიცილიის ვულკანი „ეტნა“, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში.

GoodTravel.GE – ჩვენთ მუდამ სეზონია

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

Good Travel
Good Travel 10 posts

შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ... ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007 ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge www.goodtravel.ge - ჩვენთან მუდამ სეზონია!

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარმატება ბიზნესში

ბიზნესის წარმატების სწავლება შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელბსაც ცხოვრებაში ნანახი აქვთ თავიანთი გზა და წარმატებასაც მიაღწიეს. ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების საშუალებით წარმოგიდგენთ ბიზნესში და ცხოვრებაში წარმატების მიღწევის აუცილებელ გაკვეთილებს. 1. არ

Print Friendly, PDF & Email

5 სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი დანიშნულება

იცით როგორ უნდა გაარკვიოთ თქვენი გზით მიდიხართ თუ არა? ეს ძალიან მარტივია. თუ ყოველ დილით ენერგიით და შემოქმედებითი იდეებით სავსე იღივიძებთ — თქვენ თქვენს გზაზე ხართ. თუ მაღვიძარას ხმას ვერ

Print Friendly, PDF & Email

მოკლე იგავი ნამდვილ წარმატებაზე

ერთხელ ერთი ბიზნესმენი მოხვდა კუნძულზე და დაინახა მზის გულზე მშვიდად მწოლიარე აბორიგენი, რომელიც წვენს წრუპავდა (თავად მოიფიქრეთ რის წვენს). — რატომ წევხარ და არაფერს არ აკეთებ? — მიმართა მას. — და რა უნდა

Print Friendly, PDF & Email

26 რამ, რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ

ცხოვრების ყველა სფეროზე სრული კონტროლი რა თქმა უნდა, ვერ გვექნება და ეს არც არის საჭირო, თუმცა არსებობს 26 რამ, რისი კონტროლიც  შეგვიძლია და ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. მაშ ასე, ჩვენ შეგვიძლია

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავატაროთ გაზაფხულის წვიმიანი დღე ნაყოფიერად

დღევანდელ სტატიას ჩემთვის უჩვეულო ადგილიდან ვწერ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რადგან ინტერნეტ კაფეების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო ქალაქში, მაგრამ ვიცი დააფასებთ ჩემს  შრომისმოყვარეობას და როგორც იტყვიან გამომყვებით ინსტრაგამზე. რადგან ჩემი ლეპტოპი გაფუჭდა, მე

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

40 წლის ასაკში გვიანია რაიმეს შეცვლა. დროა სადმე ქალაქგარეთ აგარაკი მოძებნო და ქსოვის გაკვეთილებზე ჩაეწერო – ზუსტად ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი და სწორედ ამ მიზეზით უამრავ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან. კრიზისი

Print Friendly, PDF & Email