10 წესი კომპანიის საიტისათვის

10 წესი კომპანიის საიტისათვის

საიტის მთავარი გვერდი კომპანიის სახეს წარმოადგენს. სწორედ ამ გვერდის საშუალებით იწყებს ე.წ. ინტერნეტ-ექსკურსიას მომხმარებელთა უმეტესობა კომპანიის საიტზე. ხარისხიანი დიზაინი და კარგი სტრუქტურა – ეს საიტის ფასეული მხარეებია, რაც ხელს უწყობს კომპანიის დადებითად წარმოჩენას და მის მაღალ დონეზე შეფასებას. საიტის მთავარი გვერდი ყველაზე მეტად მონახულებადია სხვებთან შედარებით.

მთავარი გვერდის შექმნისას ძირითადი წესების გათვალისწინება საშუალეას მოგცემთ გაზარდოთ კომპანიის გაყიდვები, აამაღლოთ პოზიტიური დამოკიდებულების დონე თქვენი ბიზნესის მიმართ და იყოთ წარმატებული.

მაშ ასე, 10 წესი საიტის მთავარი გვერდისთვის

1. საიტის სლოგანის შექმნა ერთ წინადადებაში
საიტს უნდა ჰქონდეს მკვეთრი დასახელება. გვერდის დასაწყისში საჭიროა განთავსდეს სლოგანი, რომელიც შეიცავს სხარტ აღწერას კომპანის, მოქმედების სფეროს და საიტის შესახებ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა კომპანია ახალია. თუმცა გამოცდილი კომპანიებიც კი ცდილობენ ახალი კლიენტების მოზიდვას ამ გზით. განსაკუთრებულ როლს საიტის სლოგანი მაშინ თამაშობს, თუ კომპანიის საერთო დევიზი ფართეა და არ ძალუძს მომხმარებლის ინფორმირება საიტის მონახულების და კომპანიაზე მეტი ინფორომაციის გაგების თაობზე.

2. თეგის ანუ <title>-ის გაფორმება ისე, რომ მან წარმატებით იმუშაოს
თეგის, იგივე <title>-ის ტექსტის დაწყება უმჯობესია კომპანიის დასახელებით, შემდეგ უნდა მოსდევდეს საიტის აღწერა.

3. კომპანიის შესახებ ინფორმაცია გააერთიანეთ რომელიმე, ყველაზე ხშირად ნახვად განყოფილებაში
როგორც წესი, საიტის მნახველებს პირველხარისხოვნად არ მიაჩნიათ კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის გაგება. თუმცა ზოგჯერ ეს მოთხოვნადია. კომპანიის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გეგმებში შედის ახალი თანამშრომლების შერჩევა, ინტერესთა სფეროების გამოკვლევა ან იმიჯის ამაღლება პრესაში. გარდა ამისა, სწორად მიწოდებული ინფორმაცია ხელს უწყობს პოტენციური მომხმარებლის ნდობის გაძლიერებას. ამრიგად, დეტალური ინფორმაცია კომპანიის მოღვაწეობის შესახებ აუცილებლად უნდა განთავსდეს საიტის მთავარ გვერდზე.

4. საიტის მთავარი თემების გამოყოფა
მთავარი გვერდი – ეს მნახველის გზამკვლევია.

5. ძიების ფორმა
ძიება ყველა მსხვილი საიტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თუ მომხმარებელს სურს რაიმე ინფომრაციის სწრაფად მოძიება, ის იყენებს ამ ველს. საძიებო ველი მინიმუმ 25 სიმბოლოს უნდა იტევდეს, რომ შესაძლებელი იყო არა მარტო ერთი სიტყვის მითითებით, არამედ სიტყვათშეთანხმების ჩაწერის საშუალებით ძიებაც.

6. საიტის მასალების პრეზენტაცია
მთავარი გვერდი უბრალოდ კი არ უნდა შეიცავდეს მასალების აღწერას, არამედ მასზე განთავსებული უნდა იყოს ხარისხიანი პრეზენტაცია. სავსებით საკმარისია თითო პროდუქტზე ერთი ფოტოსურათი. წინა ადგილზე აუცილებალად უნდა განთავსდეს საუკეთესო, ან ყველაზე ახალი მასალები.

7. ”სიტყვა-გასაღების” შემცველი ბმულების გამოყენება
ინტერნეტ-გვერდის ნახვისას მომხმარებლები ეძებენ ელემენტებს, რომელბიც შეესაბამება მათ მიმდინარე მოთხოვნას. ასეთი ბმულები ბიძგია მათთვის, რომ სასურველი მოქმედება განახორციელონ, ხოლო თუ თითოეული მათგანი ე.წ. ”სიტყვა-გასაღებს” შეიცავს, ეს ძალიან ეხმარება მომხმარებლებს ძიების პროცესში. ძალიან გავრცელებულია შეცდომა, როცა ყოველ ბმულზე მითითებულია კომპანიის დასახელება. ასეთი მიდგომა ნაკლებინფორმაციულია და ხელს უშლის საჭირო ინფორმაციის მოძიებას.

8. არქივთან მარტივი წვდომა
მომხმარებელი ძალიან ხშირად იმახსოვრებს მასალას, რომელიც განთავსებულია მთავარ გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია მთავარი გვერდიდან ინაცვლებს საიტის შიდა გვერდებზე, საჭიროა მომხმარებელს დაეხმაროთ ამოსავალი ინფორმაცია. ამასთან, მთავარ გვერდზე საჭიროა განახლებების მოკლე ინფორმაცია და არქივში გადასასვლელი ბმულები, სადაც ინახება ყველა განახლება, რომელიც განთავსებული იყო საიტის მთავარ გვერდზე.

9. მთავარი გვერდის კრიტიკული ელემენტების გაფორმება, მაგალითად ნავიგაცია
მნიშვნელოვანი ელემენტები სულაც არ საჭიროებენ რაიმე განსაკუთრებულ გაფორმებას. უმეტესწილად მომხმარებლები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ამას და თავის ყურადღებას მიმართავენ მთავარი გვერდის იმ ელემენტებზე, რომელბსაც რეალურად აქვთ კავშირი მათ საქმესთან.

10. გრაფიკის გამოყენება
მთავარი გვერდისთვის საკმარისი არ არის მისი ლამაზი ფოტოებით გაფორმება. გამოსახულება კომუნიკაციის სერიოზული საშუალება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მომხმარებელთა ინტერესს წარმოადგენს. მაგალითად, მიზანმიმართულად გამოყენება ისეთი სურათის, რომელზეც რეალური ადამიანები არიან გამოსახული, რომლებსაც შეხება აქვთ ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობასთან.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესი

ბიზნესის მარტივი ჭეშმარიტებები

1. განსაზღვრეთ ბიზნესის მიზანი მანამ, სანამ საკუთარ საქმიანობას დაიწყებდეთ – ჩამოყალიბდით, რისი მიღება გსურთ საბოლოოდ: გინდათ რომ მსხვილი კომპანია გახდეთ, მსოფლიო ბაზარი დაიპყროთ, თუ უბრალოდ გარკვეული თანხა გამოიმუშაოთ. თუ თქვენ

ბიზნესფსიქოლოგია

სამოტივაციო პროგრამები: თანამშრომლების აღიარება და დაჯილდოვება

მოტივაცია ის შინაგანი მუხტია, რომელიც პიროვნებას უბიძგებს რაიმეს გაკეთებისკენ. კომპანიები ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავენ თავიანთი სარეკლამო კომპანიებისა თუ თანამშრომელთა წამახალისებელ პროგრამებზე, რათა აიძულონ ხალხი იყიდონ ან შეიძინონ მათგან. მოტივაციის ძირითადი

მიზნები და ფინანსები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი ჩვევები ახდენენ ადამიანის სიღარიბეზე პროგრამირებას

ზოგიერთი ჩვევა ზემოქმედებს ტვინის ფიზიკურ მდგომარეობაზე და ადმიანებს ფაქტიურად სიღარიბეზე აპროგრამირებს. 1. საკუთარი თავის შეცოდების ჩვევა სიღარიბის ჩვევები საკუთარი თავის დაუსრულებელი შეცოდებით და გაუმართლებელი ცხოვრების გამოტირებით იწყება. შეუფერებელი ფიგურა, არასასურველი