10 რჩევა, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას
940 Views

10 რჩევა, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას

  1. შეეცადე ღამე არ ჭამო და მშიერი კუჭით დაიძინო. უკვე 1–2 კვირის შემდეგ დაიწყებ მსუბუქი და ნათელი სიზმრების ნახვას და ყოველ დილით გაიღვიძებ კარგ ბუნებაზე უკვე შთაგონებული რამით. შენ ადგები საწოლიდან განახლებული ენერგიით და აღარ გექნება სურვილი იგორავო საწოლში ნახევარი დღე.
  2. სცადე არ დაუმატო საჭმელს ორი რამ: მარილი და წიწაკა. შენ შეამჩნევ, რომ 2–3 ჯერ ნაკლები საკვებიც დაგანაყრებს და 1–2 კვირაში სხეული შეწყვეტს შეშუპებას და ერთი თვის შემდეგ საგრძნობლად დაიკლებ წონაში (ეხება მხოლოდ მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ).
  3. სცადე არ დალიო ლიმონათი და მაღაზიაში ნაყიდი საყვარელი გაზირებული სასმელები და შენ მიხვდები, რამდენად გემრიელია უბრალო წყალი და რომ წყურვილის მოსაკლავად ბევრაც ნაკლები სითხეა საჭირო.
  4. სცადე არ დალიო ყავა და ჩაი ორი კვირის მანძილზე და შეამჩნევ, რომ ყველაფერი გახარებს, რომ მშვიდად იძინებ და ღრმად გძინავს, რომ დაჭიმული და დაძაბული სახის ნაოჭები გაგისწორდა და რომ მთელი მსუბუქი (თუ მძიმე) ნერვიულობა გაქრა (ან მინიმუმ განახევრდა).
  5. სცადე, დამშვიდობებისას არ უთხრა ადამიანს „მიდი, აბა…შენ იცი“ და დაინახავ, როგორი იოლი და სასიამოვნოა დამშვიდობება.
  6. სცადე ერთი კვირა მხრებში გაშლილმა იარო და იჯდე და შეამჩნევ, როგორ გაუმჯობესდება შენი მეხსიერება და რაოდენ სწრაფად შეძლებ აზროვნებას.
  7. სცადე ადამიანს, რომელიც არ მოგწონს ყოველ გახსენებაზე აჩუქო წარმოსახვით ყველაზე ძვირფასი (ან განსაკუთრებულად კარგი) საჩუქარი. წარმოიდგინე როგორ გაუხარდება მას და დაინახავ, რომ ის უკეთესად მოგექცევა და შენც გაგიუმჯობესდება ურთიერთობა მასთან.
  8. სცადე დაძინებამდე 1–2 საათით ადრე გამორთო ტელევიზორი და კომპიუტერი და შენ დაიწყებ საკუთარი სურვილების და შემოქმედებითი იმპულსების ხედვას.
  9. სცადე 2 კვირის განმავლობაში ტელეფონით მხოლოდ საქმეზე ისაუბრო და დაინახავ, რომ დღე–ღამეში 36 საათია.
  10. სცადე ყოველთვის, როცა სიგარეტის აღება მოგინდება, აიღო ვაშლი/მანდარინი/ფორთოხალი/ბანანი ან დალიო ერთი ჭიქა წყალი და 2 კვირის შემდეგ შეიგრძნობ თავს ორჯერ მეტად ძლიერად და გამძლედ.
  11. სცადე ყოველთვის, როცა მოისურვებ შენთვის საინტერესო რამის გაკეთებას (თუნდაც პირველად, თუნდაც იშვიათად ანდა შენთვის უჩვეულოს, მაგრამ სასურველს) გააკეთო ეს მაშინათვე და გამოაკლო განსჯისა და ფიქრის წუთები და მიხვდები, რომ შენ ბევრად მეტი შეგიძლია.
  12. სცადე გაიღიმო ყველას, როცა მოგესურვება თუნდაც რამოდენიმე წამით (დაივიწყე აზრი „რას იფიქრებს ის ჩემზე?“) და ერთი თვის შემდეგ შენ ყველა მოგეჩვენება ნაცნობად და უსაფრთხოდ.
  13. სცადე დაწვე ბალახზე ხეებს შორის, მანქანებისგან შორს. არ მოგერიდოს ადამიანების და შენ მოუსმენ საკუთარ თავში ნანატრი დუმილის ხმას.

უბრალოდ სცადე…!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like