წარმატებული ცხოვრების საიდუმლო

წარმატებული ცხოვრების საიდუმლო

იკითხეთ წიგნები. ეს განათლების წყაროა. რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავთ, მით უფრო ჭკვიანი იქნებით.

შეისწავლეთ უცხო ენები. მათი ცოდნა საშუალებას გაძლევთ ურთიერთობა იქონიოთ უცხო ადამიანებთან, გაიცნოთ უცხო ქვეყნის კულტურა, შეიძინოთ ახალი უნარები.

გადალახეთ შიშები. ყველა ადამიანს აქვს შიში და სიფრთხილე, თან ყველას სხვადასხვანაირი. ზოგს საჯარო გამოსვლის ეშინია, ზოგს კრიტიკის, ზოგს კი ცხოვრებისეული გარდატეხები და ცვლილებები აშინებს. შიშები ერთმანეთს ჰგავს მხოლოდ ერთ რამეში – ისინი ადამიანს ზღუდავენ, ხელს უშილიან განვითარებასა და პიროვნულ ზრდაში. აღიარეთ ეს და შეეცადეთ საკუთარ შიშს თვალებში ჩახედოთ.

გამოდით კომფორტის ზონიდან. პიროვნულ ზრდას უნდა ახლდეს რთული შრომა. ზედმეტი კომფორტი ადამიანის განვითარებას აჩერებს, ხოლო გარკვეული პრობლემები და მოსაგვარებელი საკითხები განვითარების სტიმულირებას ახდენენ. ნუ შეგეშინდებათ შეცვალოთ ცხოვრებაში რამე, შეეჩვიეთ ბრძოლას და გამოიმუშავეთ ადაპტაცის უნარი.

მოიშორეთ მავნე ჩვევები, ისინი ანგრევენ ცხოვრებას. ერთად-ერთი გზა მათი თავიდან მოშორებისთვის არის თქვენი არჩევანი უარი თქვათ მათზე.

დილით ადრე გაიღვიძეთ. რაც უფრო ადრე ადგებით, მით უფრო მეტ საქმეს მოასწრებთ.

დაკავდით სპორტით. კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა თქვენი ჯანმრთელობის და კარგი განწყობის საწინდარია. ამასთან, ნებისმიერი სპროტის სახეობა ახალი უნარია.

ისწავლეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც შთაგაგონებენ. საკუთარ თავს პასუხი გაეცით რამოდენიმე შეკითხვაზე: არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენს აღფრთოვანებას იწვევენ? რა თვისებები აქვთ მათ ისეთი, რომლის გადმოღებაც გსურთ? როგორ შეძლებთ ამას?

იმოქმედეთ. იმისათვის, რომ რაიმე ახალი გაიგოთ ან გააკეთოთ, ჯერ უნდა დახვეწოთ უკვე არსებული ცოდნა და მიიღოთ ზომები. უმოქმედობა ეს არის გზა დეგრადაციისკენ!

აღიარეთ თქვენი ნაკლოვანებები. იმისათვის, რომ უკეთესი გახდეთ საჭიროა გაიგოთ რა არის თქვენი ნაკლი. ყველა ადამიანს აქვს ნაკლი, მათგან გასათავისუფლებლად საჭიროა მათი გაგება და გამოვლენა.

ჩაეწერეთ კურსებზე – კურსები ეს საუკეთესო საშუალებაა სრულყოფილებისთვის. მათი წყალობით თქვენ მიიღებთ უამრავ ინფორმაციას და შეიძენთ ახალ უანრებს.

გამოიმუშავეთ ორატორული თვისებები. საუბრის ცოდნა და უნარი იყიოთ მოსმენადი გამოგადგებათ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ნუ შეგეშინდებათ გაღიმების და ადამიანებთან ურთიერთობის.

შეისწავლეთ ჭადრაკი ან რომელიმე სხვა ლოგიკური თამაში. ლოგიკური თამაშები საუკეთესო საშუალებაა თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად. ისინი დაგეხმარებათ არამარტო აზროვნებაში, არამედ დროის მხიარულად გატარებაშიც.

განავითარეთ სასარგებლო უნარები. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან? ნუ დატოვებთ მათ ადგილს ცარიელს, შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და უნარები. მაგალითად იმის მაგიერ, რომ დააგვიანოთ სამსახურში ადექით ადრე, მოწევის მაგიერ დაკავდით სპორტით და ა.შ.

დაივიწყეთ წარსული. ჯერ არავინ გაბედნიერებულა წარსულის მუდმივი გახსენებით. სანამ თქვენი ფიქრები „გაჭედილი“ იქნება წარსულში ვერ შეძლებთ ადგილიდან დაძვრას, თქვენი განვითარება შეჩერდება.

განსაზღვრეთ თქვენი „თეთრი ლაქები“. არსებობს საგნები, რომელთა შესახებ არაფერი იცით. შეეცადეთ გამოასწოროთ ეს. იყავით ცნობისმოყვარე. გახსოვდეთ, რაც უფრო ერუდირებული ხართ, მით უფრო საინტერესო ხდებით გარემოცვისთივს.

შეამცირეთ ტელევიზორისთვის განკუთვნილი დრო. ტელე-გადაცემების უმეტესობა აბსოლიტურად უსარგებლოა და არაფრისმომცემი. მათზე დახარჯული დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტად სასარგებლო საქმისთვის, მაგალითად შეიკრიბოთ მეგობრებთან ერთად, წაიკითხოთ წიგნი, მოუსმინოთ კარგ მუსიკას.

აიმაღლეთ ცოდნისა და უნარების დონე.

მოერიდეთ უარყოფით პიროვნებებს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ