წარმატებული ცხოვრების ნამვდვილი წესები

წარმატებული ცხოვრების ნამვდვილი წესები

წესი 1. გარესამყარო
სამყარო ისეთია, როგორსაც ადამიანები აღიქვამენ და ღებულობენ. ყველა წარუმატებლობა და პრობლემები – უკავშირდება მხოლოდ ადამიანებს. ძალიან ხშირად ისინი აჭარბებენ და აზვიადებენ ყველაფერს.

წესი 2. პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე
არავის არაფერი მართებს თქვენ ამ სამყაროში. ნუ იქნებით უცხო ბიძიას იმედად. თქვენს გარდა არავინ იზრუნებს თქვენზე. დააკვირდით როგორ აისახება თქვენი ქმედება თქვენს ცხოვრებაზე.

წესი 3. გამოდით გალიიდან
გალია ადამიანის თავშია და მას ნებისმიერ დროს შეუძლია დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას. მოიშორეთ ეს შებოჭილობა და გამოდით გალიიდან! შეხედეთ სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით! თქვენ შეიგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ და მოინდომებთ. მთავარია პირველი წარუმატებლობის შემდეგ არ დანებდეთ.

წესი 4. სინუსოიდის კანონი
ცხოვრებაში ყოველთვის იქნება წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები. მოვლენების დადებითი და უარყოფითი მხარეები განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ როგორ იღებთ და როგორ ხვდებით ამა თუ იმ მოვლენას. დაცემის შემდეგ ადამიანი ყოველთვის ახერხებს ადგომას, მთავარია ეს უნდოდეს! ასე რომ, საშუალოდ, დადებითის მიღება ყოველთვის შესაძლებელია.

წესი 5. ყველაფრის ერთდროულად და სწრაფად მიღება ადვილი არ არის
ამას გარკვეული ობიექტური მიზეზები აქვს. ფოკუსირება გააკეთეთ შემოსავლის ეტაპობრივად გაზრდაზე. მაგალითად კარგი მიზანი გაგიორმაგებთ მიმდინარე შემოსავალს.

წესი 6. თქვენი მიმდინარე მდგომარეობა არის თქვენი წინა ქმედებების შედეგი
მიზეზ-შედეგობრიობის კანონი არავის შეუცვლია. ამიტომ კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ ახლა, რომ ხვალ მიიღოთ სასურველი შედეგი?

წესი 7. ცხოვრებაში მიზნების ქონა
მიზნები თუ არ გაქვთ, ვერაფერსაც ვერ მიაღწევთ. ყოველდღე გადაამოწმეთ რამდენად წაიწიეთ წინ მიზნისკენ, გააკონტროლეთ განვითარება.

წესი 8. აკეთეთ არამარტო ის საქმე, რომელიც მოგწონთ
ვინ არიან წარმატებული ადამიანები? ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც აკეთებენ არამარტო იმ საქმეს, რომელიც მოსწონთ, არამედ უბრალოდ საქმეს. ე.წ. ”ლუზერებს” უყვართ ”ნაღების მოხდა”, მაგრამ ამისათვის არაფრის გაკეთება არ უნდათ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ