წარმატებული ქალბატონების ცხოვრების წესი

წარმატებული ქალბატონების ცხოვრების წესი

წარმატებული ქალბატონების ცხოვრებას თუ დავაკვირდებით, შესაძლებელი გახდება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ყველა მათგანი ცხოვრობს გარკვეული წესების მიხედვით, რომლებიც დანარჩენებისთვის უხილავია. რა წესებია ეს?

წარმატება და თვითდაჯერებულობა – ბევრი ბიზნეს-ლედის მიზანია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ უბრალოდ აუცილებელია დაიცვას შემდეგი წესები:

დაისახეთ მიზნები და მიაღწიეთ მათ
მიზნების დასახვის და მათი ფორმულირების შესაძლებლობა ისევე მნიშვნელოვანია წარმატებისათვის, როგორც მათი მიღწევა. წარმატებულმა ქალბატონებმა იციან, რომ განსაზღვრული მიზნები – ეს სამომავლო წარმატების საწინდარია.

ისწავლეთ „არა“-ს თქმა
მიეჩვიეთ უარის თქმა ისე, რომ შემდეგ დანაშაულის გრძნობა არ გაწუხებდეთ. „არა“-ს თქმის შეძლება და მისი გამოყენება საჭიროების დროს – აი რა გამოარჩევს წარმატებულ ქალბატონებს.

შეეცადეთ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ
მოვლილი გარეგნობა – ეს ქალის წარმატების საწინდარია. ქალბატონებს აფასებენ გარეგნობით, ტანისამოსით. თუმცა ძვირიან ტანისამოსზე მეტად მოვლილი ქალი ფასდება. მოწესრიგებულობა და მოვლილობა პირადად თქვენც მეტ თავდაჯერებულობას და სითამამეს მოგანიჭებთ!

არასოდეს დაივიწყოთ შეცდომები
შეეცადეთ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ, გააანალიზოთ და შეეცადოთ მათ გამოსწორებას, თუკი ეს შესაძლებელია. ასე იქცევიან ყველა წარმატებული ქალბატონები, რადგან იციან, რომ ნებისმიერი გამოცდილება ძვირფასია.

ყოველთვის იქონიეთ საკუთარი შეხედულება
არასოდეს მოგერიდოთ თქვენი აზრის გამოთქმას ან უარყოფას, თუნდაც მთელი სამყარო წინ აღგიდგეთ. უმრავლესობასთან დათანხმება ნიშნავს, მისგან გამოურჩევლობას, ამას კი წარმატებისკენ არ მივყავართ.

არასოდეს შეჩერდეთ
ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბევრ რამეს მიაღწიეთ და საკმარისია, შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ. არ შეცდეთ და არასოდეს მოიქცეთ ასე, რადგან სწორედ ამ დროს დაგეწევიან და გაგასწრებენ კიდეც კონკურენტები, ხოლო წარმატების ხელახლა მიღწევა უკვე ძალიან რთული იქნება.

არასოდეს აარიდოთ თავი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან საუბარს
არასოდეს მისცეთ წარმატების მოპოვების სურვილს უფლება ჩაახშოს ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში – ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

ყოველთვის დაიტოვეთ დრო საკუთარი თავისთვის
აუცილებელია გქონდეთ ჰობი, გატაცება, საყვარელი საქმე და რაც მთავარია დრო ყველაფერი ამისათვის. როცა თქვენ არ გაქვთ დრო დაისვენოთ და მოდუნდეთ, წარმატების მიღწევისთვის საჭირო ძალების აღდგენაც არ ხდება. ყოველთვის გახსოვდეთ ეს და გაუფრთხილდით საკუთარ თავს!

წყარო: http://ladyboss.com.ua/psy/pravila-uspeshnyh/
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ