წარმატებული კარიერის მოწყობის 4 მითი

წარმატებული კარიერის მოწყობის 4 მითი

თუ თქვენ იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნით, ვინც ყოველთვის ცდილობს წარმატებული კარიერის მოწყობას და სურს იყოს შემდგარი ბიზნეს-ლედი, მაგრამ დღემდე რაიმე ღირებულს ვერ მიაღწია, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის. როგორც ჩანს, ბევრ ჩვენგანს იმდენად უშლის ხელს ცნობიერებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, რომ თავად ვაჩერებთ კარიერულ განვითარებას. მაშ ასე, რომელი მითები გვიშლის ხელს კარიერულ განვითარებაში?

მითი №1: წარმატება მოდის იღბლიანებთან და უზრუნველყოფილებთან
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ გოგონები, რომლებმაც მოიწყვეს წარმატებული კარიერა ასეთები იყვნენ ყოველთვის: ძვირფასი ავტომობილი, ბრენდული მაჯის საათი და კოსტუმები… როგორ შეძლებს მათთან გატოლებას რომელიმე კურსდამთავრებული, რომელიც საკუთარ ხელფასზე ცხოვორბს მოკრძალებულ ერთოთახიანში? თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე! კარიერული ზრდა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, ყველაფერი კი თქვენს შრომისმოყვარეობაზე, თვითშეფასების ხარისხზე და წინსვლის სურვლიზეა დამოკიდებული.

მითი №2: წარმატებული კარიერისთვის აუცილებელია უმაღლესი განათლება
რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლება პრესიტიჟულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ რომელიმე ცნობილი სასწავლებელი დაამთავრეთ. თუმცა ეს სუალაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ წარმატებული ადამიანების უმრავლესობამ დიპლომის გარეშე შეძლო კარიერული წინსვლა. სინამდვილეში გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი მონდომება, პრაქტიკა, “საბრძოლო მდგომარეობასთან” მიახლოვება და სირთულეებთან გამკლავების შესაძლებლობა. თავისთავად, თუ თქვენ აპირებთ მოიწყოთ იურისტის ან ექიმის წარმატებული კარიერა, მაშინ განათლება უბრალოდ აუცილებელია. ბევრ სფეროში კი სავსებით შესაძლებელია თვითგანათლებით მიაღწიოთ წარმატებას.

მითი №3: თუ თქვენ 30 წლის ხართ არავითარი კარიერული ცვლილებები აღარ იქნება
თუ თქვენ გადახედავთ პრაქტიკულ მაგალითებს, მიხვდებით, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ბიზნეს-ლედის უმრავლესობა კარდინალურად იცვლიდა საქმიანობის სფეროს 30-40 წლის ასაკში, და ეს ასაკი არანაირად არ უშლიდა მათ ხელს. ასაკი – განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის თქვენს კარიერაში, თუკი თქვენ გახსნილი ხართ სიახლისთვის და არ გეშინიათ ცვლილებების.

მითი №4: არ გაუზიაროთ ვინმეს გეგმები იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელობა გსურთ
ბევრი ფიქრობს, თუ თანამშრომლები გაიგებენ თქვენი ამბიციური გეგმების შესახებ, მათი თქვენდამი დამოკიდებულება არამეგობრული და საზიანო გახდება. არც ესა არის სიმართლე. ერთის მხრივ საზრიანი ხელმძღვანელები ყოველთვის დაინტერესებულნი არიან, რომ კომპანიაში არსებობდეს პასუხისმგებლობის მქონე, მიზანდასახული თანამშრომლები, ასევე თქვენი თანამშრომლებიდან ყველა როდი ფიქრობს ხელმძღვანელობაზე, ამიტომ, თუ თქვენ კარგი პიროვნება ხართ, საეჭვოა, რომ მათი მხრიდან რაიმე პრეტენზიებს ან უარყოფით ქმედებებს ჰქონდეს ადგილი. 

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ