ცხოვრებისეული ამბავი: ოსტატი და ყმაწვილი

ცხოვრებისეული ამბავი: ოსტატი და ყმაწვილი

ერთხელ ოსტატთან ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი მივიდა და უთხრა:

– მე მოვედი შენთან, რადგან საკუთარი თავი ისეთი უმნიშვნელო და უსარგებლო მგონია, რომ სიცოცხლე აღარ მინდა. ირგვლივ ყველა ამტკიცებს რომ მე უიღბლო და იდიოტი ვარ. ოსტატო, გთხოვ დამეხმარე!

ოსტატმა ახალგაზრდას შეხედა და უთხრა:

– მაპატიე, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ და ვერაფრით დაგეხმარები, სასწრაფოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კი დასძინა – მაგრამ თუკი ჩემს საქმეში დამეხმარები, მაშინ მეც სიამოვნებით გაგიწევ დახმარებას.

– რა თქმა უნდა, ოსტატო! – ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ და სიმწრით აღნიშნა, რომ ეს მორიგი შემთხვევა იყო, როცა ისევ მეორე ადგილზე გადასწიეს.

– კარგი – მიუგო ოსტატმა და მარცხენა ხელის თითიდან პატარა ოქროს ბეჭედი მოიხსნა, რომელსაც ლამაზი ქვა ამშვენებდა. წადი ბაზრის მოედანზე და სასწრაფოდ გაყიდე ეს ბეჭედი, რომ ვალი გადავიხადო. შეეცადე რაც შეიძლება მეტი თანხა აიღო მასში და არავითარ შემთხვევაში ოქროს მონეტაზე ნაკლები, დაარიგა ოსტატმა.

ახალგაზრდამ წაიღო ბეჭედი და წავიდა. ბაზარში ყველა ინტერესით ათვალიერებდა ბეჭედს, მაგრამ როგორც კი მის ფასს იგებდნენ მაშინვე კარგავდნენ ინტერესს ბეჭდის მიმართ. ზოგი ახალგაზრდას ღიად დასცინოდა, ზოგი უბრალოდ უსიტყვოდ მიდიოდა, მხოლოდ ერთმა ასაკოვანმა ვაჭარმა თავაზიანად აუხსნა მას რომ ოქროს მონეტა ძალიან მაღალი ფასი იყო ასეთი ბეჭდისთვის და მასში შეეძლო მიეღო სპილენძის მონეტა ან უკეთეს შემთხვევაში ვერცხლის.

ამ სიტყვების გაგონებაზე ახალგაზრდას ხასიათი გაუფუჭდა, რადგან გაახსენდა ოსტატის სიტყვები – არავითარ შემთხვევაში არ დაეწია გასაყიდი ფასი ოქროს მონეტაზე ქვემოთ. მას შემდეგ რაც მან მთელი ბაზარი მოიარა და ბეჭედი უამრავ ადამიანს აჩვენა, ახალგაზრდა უკან დაბრუნდა და წარუმატებლობით გულგატეხილი შევიდა ოსტატთან.

– ოსტატო, შენი დავალება ვერ შევასრულე – სინანულით თქვა მან. საუკეთესო შემთხვევაში ამ ოქროს ბეჭედში მხოლოდ წყვილი ვერცხლის მონეტის მიღება შემეძლო, მაგრამ შენ ხომ გამაფრთხილეთ რომ არ დავთანხმებოდი ოქროზე ნაკლებს, თუმცა ამდენი ეს ბეჭედი არ ღირს.

– შვილო, შენ სწორედ ახლა წარმოსთქვი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა – თქვა ოსტატმა. ვიდრე შეეცდები გაყიდო ბეჭედი, ცუდი არ იქნება დაადგინო მისი რეალური ღირებულება! და ვის შეუძლია ამის გაკეთება იმაზე უკეთ, ვიდრე იუველირს? მიდი მასთან და ჰკითხე თუ რამდენს შემოგვთავაზებს ამ ბეჭედში. მხოლოდ იცოდე, რაც არ უნდა გიპასუხოს, ბეჭედს ნუ გაყიდი, უბრალოდ უკან დაბრუნდი.

ახალგაზრდა იუველირთან წავიდა. იუველირი დიდხანს ათვალიერებდა ბეჭედს გამადიდებელი შუშით, შემდეგ აწონა იგი პატარა სასწორზე და ახალგაზრდას უთხრა:

– ოსტატს გადაეცი რომ ახლა ამ ბეჭედში 50 ოქროს მონეტაზე მეტის გადახდა არ შემიძლია, თუმცა თუკი ის დროს მომცემს მე მას სამოცდაათ ოქროდ ვიყიდი.

– სამოცდაათ ოქროდ? – გაუხარდა ახალგაზრდას, გამოემშვიდობა იუველირს და გახარებული გაემართა ოსტატისკენ.

– აქ დაჯექი, – უთხრა ოსტატმა როცა გახარებული ყმაწვილის მონათხრობი მოისმინა.

– იცოდე შვილო, შენ ხარ ეს ბეჭედი, ძვირფასი და განუმეორებელი! შენი შეფასება მხოლოდ ნამდვილ ექსპერტს შეუძლია. ამიტომ რატომ დადიხარ ბაზარში და რატომ ელოდები, რომ პირველივე შემხვედრი სწორად შეგაფასებს?!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

7 გამონათქვამი, რომელიც შთაგონების მძლავრ ნაკადში დაგაბრუნებთ

ყველას გამოუცდია რთული დღეები, ამ დროს ერთადერთი რაც გვჭირდება არის გაგება. გჭირდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რომ ძლიერი ხარ და შეგიძლია სიტუაციას თავი გაართვა. უბრალოდ ელოდები ტკბილ და ხავერდოვან ხმას, რომელიც

Print Friendly, PDF & Email

როგორ განვაგრძოთ ცხოვრება, არწივის მაგალითზე

40 წლის ასაკში, არწივის ბრჭყალები ძალიან გრძელი და მოქნილი ხდება, რის გამოც მას აღარ შეუძლია მსხვერპლის დაჭერა. მისი ნიკარტიც საკმაოდ გრძელი და მოხრილი ხდება, რაც მას ჭამაში ხელს უშლის. ფრთებსა

Print Friendly, PDF & Email

დედის რჩევა

გოგონა მივიდა დედასთან და რჩევა სთხოვა: — დედა, მე ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ ახლახანს გავიცანი სხვა მამაკაცი და მხოლოდ მასზე ვფიქრობ. არ მინდა ქმარს ვუღალატო ფიქრებშიც კი, მაგრამ არ

Print Friendly, PDF & Email

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის რამე, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ? ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა,

Print Friendly, PDF & Email

პოზიტიური ისტორიები განწყობისთვის

ჩვენ, ადამიანები, სხვა ადამიანებში ყოველთვის ვპოულობთ იმას, რასაც ვეძებთ. თუ სიკეთეს დავუწყებთ ძიებას მას აუცილებლად ვიპოვით და თუ ცუდ თვისებებს – მათაც აუცილებლად ვიხილავთ. ცხოვრება სავსეა ლამაზი წუთებით და ამაღელვებელი,

Print Friendly, PDF & Email

აი, რატომ დგება კრიზისი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში

შენთვის გართულდა ცხოვრება, რადგან დაგავიწყდა საიდან დაიწყე და დაივიწყე როგორ მოხვედი იქ, სადაც დღეს ხარ. დაივიწყე ყოფილიყავი მადლიერი, იმის რაც ცხოვრებამ კარგი მოგიტანა. გართულდა ცხოვრება, რადგან დაივიწყე ის ადამიანები, ვინც

Print Friendly, PDF & Email