ქვიშიან სანაპიროზე დატოვებული წერილი

ქვიშიან სანაპიროზე დატოვებული წერილი

დღეს ზღვა განსაკუთრებით ლამაზი და მშვიდია.თავის სიღრმეში ინახავს ათას საიდუმლოს და ჩვენც ამ საიდუმლოს ნაწილად ვრჩებით. ქვიშა სანაპიროზე არის ძალიან თბილი და  ფეხით სიარული ავსებს სულს პოზიტივით და იმედით.გემები მიცურავენ  ტაატით ოცნებებისკენ და მეც მორიგ სტატიას განსხვავებული ფორმით ვწერ.

თუ მეტყოდნენ რომ  მაქვს შანსი პატარა წერილი დავუტოვო კაცობრიობას, მე დავწერდი ვრცელ სიტყვას,რომელსაც ზღვის წყალი  ვერ წაშლიდა და დარჩებოდა ამ სიტყვების უბრალო ძალა კაცობრიობას..

მე ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას დავუტოვებდი ჩემთვის საყვარელ ადამიანებს და ვეტყოდი მათ –  ჰქონდეთ საყვარელი საქმე! ის ყველა ტკივილს აყუჩებს. ყველა ტკივილის წამალი არის საყვარელი საქმის კეთება და იმის შეგრძნება, რომ ყოველი დილა არის ნათელი,რადგან იღვიძებ და შეგიძლია აკეთო, ის, რაც გიყვარს. იყო ბედნიერი და უამრავ დაბრკოლება გადალახო. საყვარელი საქმე, არის ნუგეში მწუხარების ჟამს, ამიტომ დარჩე ამის გარეშე არის სრული უიმედობა. არ გქონდეს საყვარელი პროფესია, ეს ნიშნავს, იყო ხელმოცარული,დადიოდე ხელებჩამოშვებული და უდიდეს ტკივილს დაატარებდე გულით.

ამიტომ ჩემს სათქმელს დავუტოვებდი ახალგაზრდებს – ისწავლეთ მაშინაც კი როცა შეყვარებული ხართ! მოიკრიბე ძალა,გიყვარდეს მაგრამ არ თქვა საყვარელ საგანზე უარი..

დაქორწინებულ ადამიანებს ვეტყოდი:  არასდროს დაყარონ ფარ-  ხმალი და შვილების გარემოცვაში, აკეთონ ის საქმე,რომელიც უყვართ..ამით მათ უდიდეს მაგალითს მისცემენ და თავად მშობლის გული  კი იქნება სავსე სიყვარულით.

ასაკოვან ადამიანებს ვთხოვდი, არ დაივიწყონ თავიანთი სულის ისტორია..არ დაივიწყონ, საიდან მოდიან,რა სურდათ და არასდროს არ არის გვიან მოჰკიდო იმ საქმის კეთებას ხელი, რომელიც უყვართ.

და არასდროს არავითარი გაჭირვების დროს არ დაივიწყოთ, ის საქმიანობა, რომელიც თქვენი სულის გამოძახილია. არ დაივიწყოთ სულში ჩაწერილი ოცნებები და იბრძოლეთ.ბრძოლა ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. შედეგი,  რომელიც  ბრძოლას მოჰყვება არის მხოლოდ ჯილდო.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ნუ იცხოვრებთ სხვების ჭკუაზე

არაფერს იმდენი ადამიანი არ დაუღუპავს როგორც სოციალურ წნეხს. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ხშირად გვევლინებიან დიდი წინაღმდეგობის და დარკოლების სახით, რადგან ისინი ჩვენი ინდივიდუალურობის გამოხატვის და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას

Print Friendly, PDF & Email

10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

1.აღმოაჩინეთ თავიდან ვინ ხართ – თუ ჯერ კიდევ არ იცით რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუ არ იცით რომ თქვენ უკვე ხართ

Print Friendly, PDF & Email

იდეის ფულად ქცევის 6 ეტაპი

ეტაპი №1 – მიზის განსაზღვრა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფულზე, ამიტომ მიზანი უნდა იყოს ფულადი. რამდენი ფული გინდათ რომ გქონდეთ? დაფიქრდით ამაზე კარგად! საკმარისი არ არის საკუთარ თავს უთხრათ – “მე

Print Friendly, PDF & Email

10 გადაწყვეტილება, რომელთა გამო ინანებთ 10 წლის შემდეგ

1. ნიღბის ტარება სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად თუ თქვენ სახეზე ნიღაბი გაქვთ და ასე ურთიერთობთ ადამიანებთან, დიდი შანსია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ნიღბის უკან აღარაფერი იყოს. როცა დიდ დროს ატარებთ

Print Friendly, PDF & Email

მოკლე იგავი ნამდვილ წარმატებაზე

ერთხელ ერთი ბიზნესმენი მოხვდა კუნძულზე და დაინახა მზის გულზე მშვიდად მწოლიარე აბორიგენი, რომელიც წვენს წრუპავდა (თავად მოიფიქრეთ რის წვენს). — რატომ წევხარ და არაფერს არ აკეთებ? — მიმართა მას. — და რა უნდა

Print Friendly, PDF & Email

ჭადრაკი, როგორც ცხოვრების მინიატურა

თითქმის ათასხუთასი წელი ამშვენებს ჭადრაკი ჩვენს ყოფას. დრომ მას ვერაფერი დააკლო. პირიქით, ეპოქისა და პროგრესის შესაბამისად იგი თავად უმჯობესდებოდა, დროის მიხედვით იცვლიდა სახეს. მას არასოდეს დაუკარგავს მიმზიდველობა, ყოველთვის იყო საიდუმლოებით

Print Friendly, PDF & Email