ფსიქოლოგიური პორტრეტი: რას ხატავ ტელეფონზე საუბრის დროს?

ფსიქოლოგიური პორტრეტი: რას ხატავ ტელეფონზე საუბრის დროს?

ბევრი ადამიანი ტელეფონზე საუბრის დროს ქაღალდზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავს, კუბიკებს, ყვავილებს, იეროგლიფებს ან ავტოგრაფს ამუშავებს. ამ ფურცელს ბევრი ყურადღებასაც არ აქცევს, არ იცის, რომ ეს არცთუ ისე უმნიშვნელო დეტალია. ეს ნახატი ადამიანის გრძნობებზე მიგვითითებს, დარდზე, სიხარულზე, სიყვარულსა და სიძულვილზე.

დააკვირდით რას ხატავთ ტელეფონზე საუბრის დროს. ჩვენ შევეცდებით რამოდენიმე მარტივი ნახატის შინაარსი აგიხსნათ.

სახელი და გვარი: ფურცელზე საკუთარ ხელმოწერას ეგოცენტრული და პატივმოყვარე ადამიანები ტოვებენ. ეს იმას ნიშნავს რომ ეს ადამიანი საკუთარ პიროვნებაზე ზედმეტად ჩაციკლულია და შეიძლება დაბოღმილიც იყოს. გირჩევთ ცოტა გამოფხიზლდეთ და რეალობას ჯანსაღი თვალით შეხედოთ.

სპირალები: თქვენი გონება ერთი პრობლემის ირგვლივ ტრიალებს და გამოსავალს ვერ პოულობთ. რაც უფრო ბევრი და მკვეთრი სპირალია ქაღალდზე გამოსახული, მით უფრო სერიოზულია პრობლემა.

კვადრატი და სახლები: სიმეტრიული ფორმები, წესრიგზე და ზომიერებაზე მიუთითებს. ასეთი ადამიანის წყობილებიდან გამოყვანა, ძალიან ძნელია. ის საკუთარ აზრს ყოველთვის მტკიცედ და წარმატებულად იცავს.

ყვავილები, მზე, ღრუბლები: ლამაზი ყვავილები და მზე ნიშნავს, რომ ამ სატელეფონო საუბრით კმაყოფილი ხართ. როგორც ჩანს საუბარი ფანტაზიებს აღგიძრავთ, გამშვიდებთ და სასიამუვნო განწყობა ს გიქმნით. საერთოდ ასეთი ნახატები, თქვენს ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე მეტყველებს.

ჭადრაკის დაფა: ამ ნახატით თქვენი ქვეცნობიერი სამყარო გკარნახობთ, რომ ამჟამად, კომპრომისებისთვის მზად არ ხართ, თქვენში აგრესიამ იმატა და წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარებას არ აპირებთ.

წრე და რკალი: ერთმანეთში ჩახატული ან ერთმანეთზე გადაბმული წრეები, სულიერ სიმარტოვეზე მეტყველებს. სიყვარული და ყურადღება გაკლიათ და სურვილი გაქვთ მეორე ნახევარი იპოვოთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფსიქოლოგია

ადამიანების დარწმუნებისა და მართვის 9 საიდუმლო მეთოდი

1. ფრეიმინგი ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში. ფრეიმინგის ყველაზე პოპულარული მაგალითია – გადასახადი მემკვიდრეობაზე. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გადასახადის წინააღმდეგ გამოდიან, მას სიკვდილზე გადასახადს ეძახიან. სიტყვა „სიკვდილი“-ს გამოყენება „მემკვიდრეობის“ ნაცვლად, იწვევს

ტესტები და ამოცანები

ვინ ხართ თქვენ? (გრაფიკული ტესტი)

თქვენი ხასიათის თვისებები ნებისმიერ წვრილმანში ვლინდება. ეს შეიძლება გამოჩნდეს გეომეტრიული ფიგურეს შერჩევისასაც. ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ფიგურები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით პიროვნული თვისებების შესახებ. აირჩიეთ ერთ-ერთი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად

ფსიქოლოგია

ძლიერი წინასწარგანწყობილება ყოველდღიურობაში წარმატებისა და ბედნიერებისთვის

1. ჩემი ცხოვრება ყოველ დღე ხდება უკეთესი. 2. მე ვღებულობ ყველა შესაძლებლობას, რომლებიც ჩემთვის ხელმისაწვდომია აწმყოში. 3. მე ვარ წარმატების და წინსვლის ეტალონი. 4. სიყვარული – მყარი საფუძველია, რომელზეც მე