ფრანჩაიზინგი – ბიზნესის წარმოების მეთოდი
3934 Views

ფრანჩაიზინგი – ბიზნესის წარმოების მეთოდი

ფრანჩაიზინგი ორ მხარეს – ფრანჩაიზერსა და ფრანჩაიზას შორის საქმიანი ურთიერთბის ერთ-ერთი სახეობაა. ფრანჩაიზერად გვევლინება მსხვილი ბრენდის მფლობელი, რომელიც ნებას რთავს ფრანჩაიზას , თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ წარმართოს საკუთარი ბიზნესი, ოღონდ გარკვეული პირობების დაცვით. ფრანჩაიზა შეიძლება გახდეს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც ბიზნესს იწყებს მოცემული, კონკრეტული მიმართულებით. ასეთი ურთიერთობის პირობებში, მეორე მხარეს მინიმალური რისკი აქვს.

ამ დროისთვის ფრანჩაიზინგი ყველაზე მეტად გავრცელებულია ტურისტულ და სასტუმრო ბიზნესში, ასევე საზოგადოებრივი კვების სფეროში. მუდმივი განვითარების პირობებში ფრანჩაიზინგი შედის ყველა ბიზნესში, მაგალითად, სამხატვრო გალერეებში ან სამოდელო სახელოსნოებში. ბიზნესის წარმოების ასეთი მეთოდი გამოსადეგია ორივე მხარისათვის, იმდენად, რამდენადაც ფრანჩაიზერები აგრძელებენ საკუთარი ბიზნესის განვითარებას, ხოლო ფრანჩაიზები, თავის მხრივ, ანვითარებენ საკუთარ საქმეს სასარგებლო პირობებში.

ამრიგად, მზა ბიზნესის შეძენისას, რომელსაც უკვე მომზადებული საფუძველი აქვს, ფრანჩაიზების რისკი მინიმალურია, რაც ჩვეულებრივ პირობებში ძალიან მაღალია ორგანიზაციის განვითარების საწყის ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ ფრანჩიზას, ბიზნესის განვითარების საკითხში დამოუკიდებლები არიან, მათ შეუძიათ გათვლა გააკეთონ ფრანჩაიზერების მხრიდან მხარდაჭერაზე, ასევე გამოიყენონ მათ მიერ აპრობირებული საქმის წარმოების მეთოდები, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს საწარმოს განვითარების საკითხს.

ბიზნესის წარმოების ასეთი მეთოდის არსი მდგომარეობს ორ მხარეს შორის არსებულ მოლაპარაკებაში, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მათგანი – ფრანჩაიზა, ფრანჩიზის გამოყენებისთვის უხდის თანხას მეორე მხარეს – ფრანჩაიზერს. ასეთი ურთიერთობის პირობებში პირველი მხარე იღებს დახმარებას და მხარდაჭერას ფრანჩაიზერისაგან.

მსოფლიოს მასშტაბით ფრანჩაიზინგის მეთოდით გავრცელებული ცნობილი ბრენდების ყველაზე ნათელი მაგალითი გახდა სწრაფი კვების სარესტორნო ქსელი „მაკდონალდსი“. ეს სავაჭრო ნიშანი აშშ-ი მე-20 ს-ის 50-იანი წლებიდან გავრცელდა.

ფრანჩაიზინგის ძირითადი სახეობები:

საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, რომლის გამოც შედგა ურთიერთობა ფრანჩაიზერსა და ფრაჩაიზას შორის, განასხვავებენ ფრანჩაიზინგის რამოდენიმე სახეობას: 

  • შემოსავლების სფეროს ფრანჩაიზინგი – გულისხმობს ისეთ ურთიერთობას ორ მხარეს შორის, რომლის დროსაც ფრანჩაიზერი ზრდის საკუთარ შემოსავალს და აფართოებს ბაზარს ერთი ან რამდენიმე ფრანჩაიზას მეშვეობით; 
  • ტურისტული ფრანჩაიზინგი – ეს ფრანჩაიზინგის გაცილებით უფრო ეფექტური მეთოდია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული; 
  • სასაქონლო ფრანჩაიზინგი – ამ დროს ფრანჩაიზერი ვალდებულია მოცემულ ტერიტორიაზე არ გაყიდოს ფრანჩიზა; 
  • სამრეწველო ფრანჩაიზინგი – ის საშუალებას აძლევს ფრანჩაიზას არამარტო გაყიდოს ფრანჩაიზერის საქონელი, არამედ აწარმოოს კიდეც მისი ტექნოლოგიის მიხედვით. დღეისათვის ასეთი ფრანჩაიზინგი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სახეობაა; 
  • საქმიანი ფრანჩაიზინგი – მოიზარებს ფრანჩაიზერის მთელი ბიზნესის გადაცემას ფრანჩაიზას ხელში, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს კომპანიაში შემუშავებული და დანერგილი ყველა წესები და მეთოდები, რომელიც შიძინა. სამაგიეროდ ის მიიღებს გარანტირებულ, სტაბილურ შემოსავალს და ბიზნესის განვითარებას; 
  • შერეული ფრანჩაიზინგი – ასეთი ტიპის ფრანჩაიზინგი გამოიყენება როცა ფრანჩიზას ხელშეკრულება ფრანჩაიზასგან მოითხოვს ერთობლივი ოპერაციების შესრულებას, მაგალითად ისეთის როგორიცაა: წარმოება, საქონლის ან მომსახურების გაყიდვები ერთი პროცესის ფარგლებში. არსებობს ბევრი კომპანია, რომელბიც ამ პრინციპით მუშაობენ. მათში შედის სილამაზისა და კოსმეტიკური სალონები. შერეული ფრანჩაიზინგი მოიზარებს ყველა სახის მოლაპარაკებას, მაგალითად: ვაჭრობას, წარმოებას და მომსახურებას. 

დადებული გარიგების ტიპი დამოკიდებულია ბიზნესის თვისებაზე და ფრანჩაიზერის არჩევანზე. ამ ფორმატში მწარმოებლებს აქვთ არჩევანის დიდი თავისუფლება, საკუთარი მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისად.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like