ფერების ფსიქოლოგია რეკლამაში

ფერების ფსიქოლოგია რეკლამაში

ფერთა სიმბოლიკა დღეისათვის ფართოდ გამოიყენება რეკლამაში.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი, შავი ,წითელი – ეს ის ფერებია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ელიტური სეგმენტის საქონლის შესაფუთად, რადგან ისინი “ძვირფას” ფერებად ითვლება. მართლაც, მაღალი ღირებულების საქონელი ხშირად გხვდება შავ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში. შავი ფერი ეფექტურად გამოყოფს ლოგოტიპს (მაგ. ოქროსფრად შესრულებულს). ეს იმიტომ კეთდება რომ მყიდველის ყურადღება არა მის შეფუთვაზე, არამედ თავად საქონელზე გამახვილდეს, რითაც ხაზი გაესმება მის პრესტიჟულობას. მაგ. ამ მეთოდს იყენებენ ისეთი ძვირადღირებული სასმელთა მწარმოებლები, როგორიცაა John Walker- ის Black Label–ი.

ეს მიდგომაა გამოყენებული ძვირფასი სუნამოებისა და მამაკაცთა ოდეკოლონების შექმნისას. წითლისა და ყვითლის კომბინაცია, პირიქით, დაკავშირებულია სიხარულის, სითბოს, მხიარულების განცდასთან. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ფერს იყენებენ Mc Donald’s –ი და ჩაი Lipton-ი. თავისი ასოცოაცია აქვს მწვანისა და ცისფრის კომბინაციას, რომელსაც მაისის დილის ფერებს უწოდებენ. მისი გამოყენება მიღებულია მაშინ, როცა ხაზი უნდა გაესვას საქონლის სიახლეს.

არსებობს ფერები, რომელთა ერთად გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან მყიდველში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. მაგალითად, იისფერი და ნარინჯისფერი გამოუვალ, სუიციდურ მდგომაეობას ასახავს. იგივე ეფექტი აქვა თეთ წარწერას ძალიან მუქ, შავ ფონზე.

ფერთა გამას უკვე აქტიურად იყენებენ კომერციული და საყოფაცხოვრებო მიზნითაც. მაგალითად, შენობის ინტერიერის გასაფორმებლად რამდენიმე ფერის, ან ფერთა კომბინაციის გამოყენება გარკვეულ ემოციურ-საქმიან გარემოს ქმნის. ცისფერი ფერი მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და ინფორმაციის ათვისებას უწყობს ხელს. ამიტომ ამ ფერს “მოლაპარაკებების” ოთახში იყენებენ. ცისფერთან ახლოს მდგომი ლურჯი ფერი კი, პირიქით, ყურადღებას ფანტავს და შრომისუნარიანობას აქვეითებს.

მწვანე ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის თავის ტკივილს, დაღლას, გაღიზიანებადობას, არეგულირებს წნევას. წითელი ფერი სისხლში ადრენალინის შემცველობას ზრდის., შრომისუნარიანობას ამაღლებს და რეკომენდირებულია მოდუნებული, ნელა მომუშავე ხალხისთვის. ითვლება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ყველაფერი თეთრად, შავად და რუხადაა შეღებილი, ადამიანები საჭიროების გარეშე დიდხანს არ ჩერდებიან.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

პიარი და ბრენდინგი

ჯეი აბრაამი: ბრენდის პოზიციონირების 15 მეთოდი

 საკუთარი თავის, პროდუქტის ან კომპანიის «შესანიშნავ ხარისხში» პოზიციონირების 15 მეთოდი 1. რაც არ უნდა გააკეთოთ კლიენტისთვის, აკეთეთ ეს შემდეგი დევიზით: «თქვენს განკარგულებაში ვარ». გახსოვდეთ, რომ თქვენ კლიენტისთვის «სანდო მრჩეველი» ხართ

სიახლეები

მიმიკრია რეკლამაში

ჩვეულებრივ, ტერმინი მიმიკრია ნიშნავს ცხოველებისა და მცენარეების თავდაცვითი ფორმას, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებლობას, ფორმით ან ფერით დაემსგავსონ გარემო საგნებს, სხვა ცხოველებს ან მცენარეებს, რაც ხელს უწყობს მათ გადარჩენას და

პიარი და ბრენდინგი

როგორ იქცევიან ყველაზე დამაჯერებელი ადამიანები?

1. მათ ესმით როდის არის საჭირო დარწმუნება ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად დარწმუნება, გრძნობენ საკუთარ ძალას და მას ზომიერად და გააზრებულად იყენებენ. მათ ესმით, რომ საუბრის უმეტეს შემთხევაში საჭირო არ არის