საჭიროა კი სტარტაპში „ჭკვიანი ფულის“ მოზიდვა

საჭიროა კი სტარტაპში „ჭკვიანი ფულის“ მოზიდვა

დამწყები მეწარმეები ხშირად მისდევენ ბიზნესის ფასის ზრდას ინვესტიციური რაუნდის მსვლელობისას ინვესტორების ხარისხისთვის ზიანის მიყენებით.

როდესაც ვიყავი ახალგაზრდა მეწარმე, მე, როგორც სტარტაპერების უმეტესობა, ვეძებდი საშუალებებს ბიზნესის განვითარებისთვის. პირველი ინვესტიციები ჩვენ მივიღეთ 2010 წელს კარგი ექსპერტიზის მქონე ადამიანისგან იგორ რიაბენკისგან, ხოლო 2011 წლიდან თვითონ დავიწყე ბიზნეს-ანგელოზის სახით გამოსვლას ისეთი პროექტებისთვის როგორებიცაა Lingualeo.com, Foodik.ru და Printio.ru. 2012-ში ჩვენ როგორც Eruditor group-მა ჩავატარეთ M&A Treda.ru-დან და მივიზიდეთ 4 მილიონი დოლარი Intel Capital და Runa Capital-სგან. ორ წელიწადში მეწარმის და ინვესტორის ხარისხში მე დავამსხვრიე ჩემთვის ბევრი მითი და ვუარყავი გავრცელებული მტკიცებები, რომლების შესახებ მინდა მოგიყვეთ.

მენტალური ხაფანგი
ამბიციური მეწარმე ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში და ხშირად ფიქრობს, რომ პროექტის წარმატებისთვის არასაკმარისი მხოლოდ ფული იყო. ეს არის მენტალური ხაფანგი. ფულის მოთხოვნა არაა ბუნებრივი – ეს მოთხოვნა ყალიბდება გამოცდილებასთან ერთად, როდესაც მეწარმე გასინჯავს „ჭკვიანი ფულის“ გემოს. როდესაც გააცნობიერა, რომ ერთ სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია ეკონომია მოუხდინოს დიდ თანხას და დროს. სწორი ტრაექტორიის არჩევაში, ძალიასხმევის მიდების წერტილის, პრიორიტეტების დალაგების და მოძრაობის რითმის მიცემაში – ამ ყველაფერში დახმარების გაწევა შეუძლიათ „ჭკვიან ადამიანებს“, რომლებმაც უკვე გააკეთეს არაერთი ბიზნესი.

„ჭკვიანი ფული“
წარმატებული სტარტაპი არც ერთ რაუნდზე ფულის ხარისხი არ უნდა უარყოს . უკეთესია აიღოთ ინვესტიციები დაბალი შეფასებით, ოღონდ ინვესტორისგან, რომელსაც აქვს ექსპერტიზა თქვენს სფეროში. მაგრამ პრაქტიკაში ახალგაზრდა მეწარმეების უმეტესობა იქცევა პირიქით: ზრდიან შეფასებას, ამით ზიანს აყენებენ ინვესტორის ხარისხს, თანხმდებიან პირველივე შემოთავაზებებზე, არ ქმნიან ინვბესტორის საკუთარ ექსპერტიზას, ცუდად მუშაობენ ინვესტორთან.

რატომ არაა საჭირო ფული „სუსტი ინვესტორებისგან“
საუკეთესო შემთხვევში ეს „უბრალოდ ფულია“ – დახურეთ გარიგება და დაივიწყეთ. მოცემულ სიტუაციაში ინვესტორის და მეწარმეს შორის ურთიერთობა გადადის კომუნიკაციის ფორმატში „სამ თვეში ერთხელ“, როდესაც ინვესტორი ითხოვს შუალედურ შედეგს, და არ ინტერესტდება წვრილმანებით. ასეთი ინვესტორი უსარგებლოა, როდესაც გსურთ, რომ ააშენოთ წარმატებული კომპანია მაღალი კაპიტალიზაციით. უსარგებლო ინვესტორი – ჩათვალეთ მავნე ინვესტორია. თქვენ მიეცით კომპანიის ნახევარი, დახარჯეთ ფული იურისტებზე, დახარჯეთ უამრავი დრო ინვესტორებთან ურთიერთობაზე და მიიღეთ მხოლოდ ფული?

რა თქმა უნდა არსებობს უამრავი ბიზნესი რომელიც აშენებულია ინვესტიციების გარეშე, მაგრამ არავინ არ იცის რა სიჩქარით განვითარდებოდა ის, თუ დროულად მიიზიდავდნენ სწორ ხალხს დირექტორების საბჭოში. მაგრამ უსარგებლო ინვესტორი – ეს ჯერ კიდევ არაა ყველაზე ცუდი ვარიანტი.

უარეს შემთხვევაში ინვესტორები, შემოსული მონაცემების უკმარისობის გამო, ითხოვენ სტრატეგიის შეცვლას, გახვევენ საკუთარ აზრს, ბაზრის ცოდნის გარეშე ერევიან day-to-day ბიზნესში. ხდება, რომ ინვესტორი ითხოვს რომელიმე დამფუძნებლის დათხოვებას, ან სურს ადრე გავიდეს, რითაც ძალიან ართულებს შემდეგი რაუნდის აწევას. ასეთი ინვესტორი სახიფათოა.

მაგალითად:

  • ერთ ინტერნეტ პროექტში კერძო ინვესტიციების დიდმა ფონდმა ფინანსებში დააყენა საკუთარი კაცი ფულადი საშუალებების ხარჯვის ტოტალური კონტროლისთვის, რამაც ძალიან დაძაბა სიტუაცია გუნდში. საბოლოო ჯამში პროექტის დამფუძნებლები დაკავებულნი არიან კონფლიქტის მოგვარებით, და არა ბიზნესის განვითარებით.
  • მეორე ხელის ფონდში მოხდა პარტნიორების ჩხუბი, რის შედეგად პროექტების განვითარება და არსებობა დარტყმის ქვეშაა, რადგან იმათმა სასწრაფოდ უნდა იპოვონ გამოსავალი პროექტებიდან. პატარა დამწყებ ფონდს სურს პროექტიდან გამოსვლა ინვესტიციის მერე 6 თვეში. აშკარაა, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ინვესტორს უნდა მთლიანად გასვლა, სტარტაპერებს გაუჭირდებათ რაუნდი A ან B-ს აწევა.

ვინ არის „კარგი ინვესტორი“

ახალგაზრდა სტარტაპერისტვის კარგი ინვესტორი იქნება ბიზნეს-ანგელოზი ან ფონდის პარტნიორი, ანუ კონკრეტული ადამიანი, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ბიზნესთან. არსებობს გავრცელებული მცდელობა, რომ „მთავარია-ფონდის ბრენდი“. სინამდვილეში, ერთ ფონდში შეიძლება იყვნენ პარტნიორები სხვადასხვა განხრის ექსპერტიზით და საკუთარი მიდგომით სამუშაო პრეცესის ორგანიზებაში, და ყველაფერ ამას აქვს მნიშვნელობა.

მთავარია რომ ის:

  • ერკვევა ინდუსტრიაში, აძლევს ბაზრის ანალიტიკას;
  • გაცნობს საჭირო ადამიანებს: მეწარმეებს და ექსპერტებს;
  • ბევრ შეკითხვას სვამს იმ მიზნით, რომ გულწრფელად გაერკვეს ბიზნესში (კონსულტაცია კითხვების მეშვეობით);
  • არ იღებს გადაწყვეტილებას მეწარმის მაგივრად, არამედ უწევს ასისტირებას;
  • აქტიურად იღებს მონაწილეობას დირექტორთა საბჭოში.
საუკეთესო ინვესტორებს შეუძლიათ:

  • დაგეხმარონ გუნდის შექმნაში, ეძებონ და ინტერვიურება მოუხდინონ ტოპ-მენეჯმენტს;
  • უზრუნველყოს სტარტაპისთვის სხვადასხვა აქტუალური მიმართულების სპეციალისტებით: PR, მარკეტინგი, HR, IT, ანალიტიკა;
  • დაგეხმარონ ინვესტორებისთვის პრეზენტაციის მომზადებაში;
  • მონაწილეობის მიღება ბიზნესის აქტიურ განვითარებაში, მაგალითად ჩაატაროს დიდი გაყიდვა დიდ ბიზნესში;
  • გასწავლონ სასარგებლო დისციპლინები, მაგალითად ფანდრაიზინგი;
  • გირჩიონ სწორი ბიზნეს ლიტერატურა.

ხშირად ადამიანს ექსპერტიზით შეუძლია დაგეხმაროს მრავალმილიონიანი ბიზნესის აშენებაში, მაგრამ მრავალმილიონიანი ინვესტიციებს გამოცდილების გარეშე შეუძლიათ დაღუპონ იგივე ბიზნესი.კარგი ინვესტორის არჩევის შემდეგ, როგორი ცოდნაც არ უნდა ჰქონდეს, საერთო სამუშაოს შედეგი და შემდეგი მონაცემები დამოკიდებულია მეწარმეზე. არ ღირს იმის ლოდინი, რომ ინვესტორი ყველაფერს გააკეთებს თქვენს მაგივრად. ძირითადი ბიზნეს გადაწყვეტილებები მეწარმემ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად.

ეგორ რუდი: Eruditor Group-ის დამფუძვნებელი
Forbes.ru

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესფსიქოლოგია

კონკურენტული ბაზრის ანალიზი

საშუალო და მცირე ბიზნესი მიზანმიმართულად ვითარდება, ეს კი მწვავე კონკურენციას იწვევს. განსაკუთრებით იგრძნობა ეს ისეთ სფეროებში, რომელბიც პოპულარულად და შემოსავლიანად ითვლება, მაგალითად: იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონება, ტურიზმი, ავტო, რემონტი, საბანკო

ბიზნესფსიქოლოგია

მეწარმეობის პრინციპი

თუ არაფერს არ ვაწარმოებთ, ბუნებრივია, ხალხს ვერ დავაპურებთ, ვერ ჩავაცმევთ და საცხოვრებელით ვერ ვუზრუნველყოფთ. სავსებით ცხადია, რომ ყველაზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი პირობა ხალხის მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად არის პროდუქციის წარმოება. რაც

ბიზნეს რჩევები

მოსმენა ეფექტური ლიდერის მახასიათებელი

მოსმენის ხელოვნება იზომება არა იმით რა პასუხს მოძებნი, ზოგჯერ სხვა ადამიანების გაგება ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს. პეტ უილიამსი თავის წიგნში: „როგორ გავხდეთ ქოუჩი„ აღწერს ეფექტური მოსმენის მნიშვნელობას. „ვფიქრობ, იმისათვის რომ გახდე