საქმიანი ეტიკეტის 7 პრინციპი

საქმიანი ეტიკეტის 7 პრინციპი

1. პუნქტუალობა – გახსოვდეთ შეხვედრაზე და სამსახურში დროულად მისვლას, დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნეს-სფეროში და ძალიან ფასდება.

2. პოზიტიურობა – სამუშაოზე დადებითი განწყობა კოლეგების მეხსიერებაში მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. პოზიტივის შენარჩუნებისთვის უმჯობესია საუბრისას მოერიდოთ ჟესტებს, რომლებიც არაგულწრფელობის, გაღიზიანების და უნდობლობის მაპროვოცირებელია. არარეკომენდირებულია ჯიბეებში ხელების ჩაწყობა, საუბრისას აქეთ-იქეთ ყურება, ტანსაცმლის ჭმუჭვნა ან ხელის თითების წვალება. ნდობისა და დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად საჭიროა შესაბამისი სამოსი, ვარცხნილობა და ინტონაცია.

3. გონივრული ეგოიზმი – მისი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ჯერ საკუთარ ინტერესებზე იზრუნოთ. ამასთანავე პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ ოპონენტის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ყურადრებით მოუსმინოთ მას და თუ არ ეთანხმებით არგუმენტირებულად გამოთქვათ თქვენი აზრი.

4. ქცევის წინასწარ გათვლა – ამ მომენტის გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სიტუაციებს. ბიზნეს-სფეროში ნებისმიერი ქმედება უნდა ჯდებოდეს არსებული წესებისა და მათი გამოყენების ჩარჩოებში. მაგალითად, საქმიან შეხვედრაზე ადამიანის გაცნობა. ამ შემთხვევაში „კარგი ტონის“ წესები შემდეგნაირად უნდა დაიცვათ: თავდაპირველად აუცილებელია მიესალმოთ პარტნიორს. შემდეგ უნდა მოხდეს თანამოსაუბრეებს შორის ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სავიზიტო ბარათების გადაცემა. არ დაგავიწყდეთ, რომ სავიზიტო ბარათს ჯერ უნდა დახედოთ და შემდეგ შეინახოთ.

5. სტატუსური განსხვავებები – ეს ახდენს ოფისის თანამშრომლების კლასებად დაყოფას. მმართველი გუნდი ექცევა გაცილებით უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამიტომ დაქვემდებარებულები ვალდებულნი არიან განსაზღვრული წესრიგის მიხედვით მიესალმონ ხელმძღვანელს, დაუთმონ გზა და ა.შ. იგივე ნორმა მოქმედებს ხელმძღვანელთან მოსული სტუმრების მიმართ.

6. გარემოცვაში ქცევის მანერის შერჩევა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც პირველ რიგში თქვენი პიროვნების წარდგენას ახდენს.

7. ეფექტურობა – მასში იგულიხმება ეკონომიკური სარგებლისთვის საქმიანი ეტიკეტის ნორმების გამოყენება. პრინციპი შეიძლება ეხებოდეს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას, აღებული ვალდებულებების შესრულების ვადების შემცირებას, დადებული კონტრაქტების რაოდენობის გაზრდას.

იმუშავეთ საკუთარ თავზე და დადებითი რეზულტატიც არ დააყოვნებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.


ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესფსიქოლოგია

კომპეტენტური რჩევის უქონლობით გამოწვეული მარცხი

როდესაც ჯანმრთელობა გაწუხებთ, ექიმებთან მიდიხართ, როდესაც იურიდიული პრობლემა გაქვთ გადასაჭრელი, ვექილს მმართავთ. მაგრამ როცა საქმე ბიზნესს ეხება, ბევრი ისე გადაეშვება ამ ახალ წამოწყებაში, ხშირად უკანასკნელ დანაზოგს ჩადებს და ერთი წუთითაც

ბიზნესმენები და მეწარმეები

დონალდ ჯონ ტრამპი: წარმატების წესები

დონალდ ჯონ ტრამპი – მილიარდერი, რომლის ქონებაც შეფასებულია 3 მლრდ აშშ დოლარად, გამდიდრების მსურველებს 10 რჩევას აძლევს. წიგნში „ტრამპი. როგორ გავხდეთ მდიდარი“ – მაგნატი, რომელიც უძრავი ქონებით არის დაინტერესებული, მომავალ

ბიზნეს რჩევები

მოგების პრინციპი

მოდით ვიკითხოთ, რაზეა დამოკიდებული კაპიტალი? ეს არის მოგება, რომელიც ზოგიერთს სათაკილო სიტყვად მიაჩნია. ნებისმიერ ეკონომიურ ოპერაციას საფუძვლად მოგება უდევს. ჩვენ ყველაფრის თეორიზირება შეგვიძლია და ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგება მიუღებელი