სამუშაო დროის დაგეგმვის 8 საიმედო მეთოდი

სამუშაო დროის დაგეგმვის 8 საიმედო მეთოდი

1. გააკეთეთ ჩანაწერები: ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ. აწარმოეთ დღიური. უპირატესობას უბრალო, პატარა დღიურს მიენიჭება თეთრი ფურცლებით, რადგან ის არ ზღუდავს მკვეთრი გრაფებითა და უჯრებით, როგორც სტანდარტულ შემთხვევებში.

ჩვეულებრივი სია იმისა თუ რა არის გასაკეთებელი სასარგებლო იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. თქვენი მიზანია შეეცადოთ არ შექმნათ ძალიან გრძელი სიები, რომელთაც შეუძლიათ პირველივე შეხედვისთანავე აგიბნიოთ გზა-კვალი.

2. გამოიყენეთ ის დრო, როცა არ მუშაობთ: დრო როცა სეირნობთ, ზიხართ საჭესთან, დგახართ შხაპის ქვეშ ან აკეთებთ რაიმე „არაპროდუქტიულს“ დაგეგმვისთვის. იფიქრეთ თქვენს მიზნებზე დღევანდელი ან ხვალინდელი დღისთვის. რა მიზნები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი? მთავარია სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები.

3. წაახალისეთ საკუთარი თავი: როცა რაიმეს ასრულებთ, განსაკუთრებით თუკი ეს რაიმე მნიშვნელოვანია, აუცილებლად დაიტოვეთ დრო წახალისებისთვის. „მექანიკური ფორთოხალის“ ავტორი ენტონი ბერჯესი აუცილებელი საქმეების დასასრულებლად „წახალისების მეთოდს“ იყენებდა. ბერჯესი მიზნად ისახავდა – 1000 სიტყვის დაწერას დღეში. როცა ის თავის დღიურ ნორმას ასრულებდა, მას შეეძლო მოდუნებულიყო და საკუთარი თავისთვის დასვენება მოეწყო.

4. ფოკუსირდით რაიმე ერთზე: ადამიანის ტვინი გაცილებით ეფექტურად მუშაობს კონცენტრაციის დროს. რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობა წარმოადგენს ერთგვარ შემაფერხებელ ფაქტორს შრომის ნაყოფიერებისთვის. კონცენტრირდით რაიმე ერთზე და მიიყვანეთ საქმე ბოლომდე. ყურადღება მიაქციეთ, რომ დავალებები ერთმანეთში არ აგერიოთ. ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, თუმცა ძირითადად ეს ასე არ ხდება.

5. ნებისმიერი მეთოდით შეეცადეთ თავი დააღწიოთ სამუშაოს გართულებას: თუკი მიისწრაფვით შრომის მაქსიმალური ნაყოფიერებისა და დროის რაციონალური გამოყენებისკენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამუშაოს გადადება. თუკი ამაზე არ იზრუნებთ, შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ შრომის ნაყოფიერება.

6. დაუწესეთ საკუთარ თავს ვადები: არავის მოსწონს ვადის შეზღუდვა. ეს იწვევს სტრესს, გაღიზიანებას, ნერვიულობას. დედლაინის დაწესება რეალურზე უფრო ადრე გარანტირებული მეთოდია სტრესის შესამსუბუქებლად. დაისახეთ შესრულებადი მიზნები, მაგრამ იყავით მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. მიიღეთ გამოწვევა და ამასთან, მე-3 პუნქტის შესაბამისად, წაახალისეთ საკუთარი თავი გამოწვევის მიღებისთვის. საბოლოო ჯამში ეს არამხოლოდ დაგიზოგავთ დროს და გაზრდის თქვენს შრომის ნაყოფიერებას, არამედ დაგიტოვებთ დროს რეალური ვადის ამოწურვამდე, რომლის დარღვევაც იწვევს საჯარიმო სანქციებს. და კიდევ, არ არის საჭირო ბოროტად ისარგებლოთ ჯარიმების არარსებობით, შეიმუშავეთ თქვენი საკუთარი სანქციები ვადების დარღვევისთვის.

7. გადაეცით უფლებამოსილება: ხშირად ადამიანები საკუთარ თავზე იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე შეუძლიათ. საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება არც თუ ისე ცუდია, თუმცა ამან შესაძლოა მიგიყვანოთ სტრესამდე და სამუშაოს გაზრდილ მოცულობამდე. იმისთვის რომ თავი დააღწიოთ არასასურველ სტრესს, იფიქრეთ იმაზე რომ გაუზიაროთ დავალება სხვებს.

8. იმუშავეთ გუნდთან: ამ რჩევას ბევრი საერთო აქვს მე-7 პუნქტთან. თუმცა ზოგიერთებისთვის ძნელი წარმოსადგენია თუ როგორ შეძლებენ უარი თქვან საკუთარ მოვალეობებზე, ეს შეუფასებელი მეთოდია მთელი გუნდის შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად. დარწმუნდით, რომ გუნდის მიზნები ნათელი და გასაგებია, და ყველამ იცის თუ სამუშაოს რომელ ნაწილზეა პასუხისმგებელი. დარწმუნდით, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომია კავშირის ყველა საშუალება. კავშირზე დროულად გასვლის შეუძლებლობა შრომის ნაყოფიერებაზე არც თუ კარგად აისახება. მიეცით დავალება მათ, ვისაც შეუძლია მათი სხვებზე უკეთ შესრულება და საქმეც უფრო სწრაფად გაკეთდება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

არაკვალიფიციური თანამშრომლების აყვანის უპირატესობები

ორგანიზაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური პერსონალი, თუმცა ასეთი თანამშრომლების მოძიება-მოზიდვა და შენარჩუნება რთულია, გარდა ამისა, პროფესიონალს კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება და პირობები უნდა შევთავაზოთ. არსებობს მეორე ვარიანტი – დავიქირავოთ დამწყები, არაკვალიფიციური პერსონალი

ბიზნესი

ფსიქოლოგია მარკეტოლოგებისთვის

არჩევანის პარადოქსი: ფართე არჩევანს მივყავართ გაყიდვების დაბალ დონემდე და განუსაზღვრელობამდე. ჯემზე ჩატარებული ექსპერიმენტით, მყიდველები შენაძენს აკეთებდნენ უფრო მაშინ, როცა მათ სთავაზობდნენ ჯემის 6 ნაირსახეობას (40%) და არა მაშინ, როცა 23

ბიზნესფსიქოლოგია

მენეჯმენტის მმართველობითი ეთიკის კოდექსი

მმართველობითი ეთიკის კოდექსი – ესაა ზნეობის მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვა მენეჯერისთვის აუცილებელია პერსონალთან კონტაქტის დროს. განვიხილოთ ძირითადი მოთხოვნები, რომლების წაეყენება მენეჯერს: მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტის საფუძვლებია განათლება, პროფესიონალური უნარ-ჩვევები, პრინციპულობა და