რომელ პროფესიაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოში

რომელ პროფესიაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოში

ბოლო დროს ეს კითხვა მეტად აქტუალურია ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია. ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურს აღარც ეძებს, რადგან დასაქმების იმედი არა აქვთ.
ზოგს ასაკი არ უწყობს ხელს, ზოგმა ინგლისური არ იცის, ზოგს კი შესაბამისი განათლება არა აქვს. სპეციალისტების დახმარებით იმ პროფესიების ათეული შევადგინეთ, რომლებზეც საქართველოში ყველაზე მეტი მოთხოვნაა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1) მარკეტინგის სპეციალისტი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ამ პროფესიის კვალიფიციურ კადრს სამსახურის მოძებნა არ გაუჭირდება, რადგან დღესდღეისობით უამრავი ახალი პროდუქტი გაჩნდა ბაზარზე. კარგმა სპეციალისტმა მაღალი კონკურენციის პირობებში გაყიდვა უნდა გაზარდოს, ეს კი ნამდვილად არაა. საჭიროა ზედმიწევნით კარგად იცოდე, რას მოითხოვს სამომხმარებლო ბაზარი. უნდა გაითვალისწინო მომხმარებლის მოთხოვნები და ისე იმოქმედო. ამ სფეროში სპეციალისტების ნაკლებობაა. ამიტომ კარგ სპეციალისტზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2) ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ამ პროფესიაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა. კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს მყისიერად აღმოფხვრიან და პასუხისმგებელიც იქნებიან ქსელის გამართულ მუშაობაზე. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა და შესაბამისად, ნებისმიერ კომპანიას, იქნება ეს მსხვილი საწარმო, სუპერმარკეტი, ჰოლდინგი თუ მცირე საწარმო, ყოველთვის სჭირდება სპეციალისტი, რომელიც ამ სფეროს გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3) ვებდიზაინერი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პოპულარულია მისი მიმართულებები : გრაფიკული დიზაინი, მულტიმედია, ვიზუალური ხელოვნება. ბოლო დროს საცხოვრებელი სახლის ან ოფისის მოსაწყობად სპეციალისტის მომსახურებით ბევრი სარგებლობს, რამაც ამ პროფესიაზე მოთხოვნა გაზარდა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4) დისტრიბუტორი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
უამრავი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა, მათ კი მომარაგება სჭირდება. თბილისი ერთი დიდი სავაჭრო სახლია, ყველგან მაღაზიები და საწყობებია, თითქმის ყველა ვაჭრობს და დისტრიბუტორიც ყველას სჭირდება. ამ სფეროში განსაკუთრებით დიდია კონკურენცია. დისტრიბუტორს სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე უწევს ზრუნვა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5) ტურიზმის სპეციალისტი – გიდი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ამ სპეციალობის პოპულარობა ბოლო დროს ტურიზმის მთავარ მიმართულებად გამოცხადებამ გამოიწვია, ეს მზარდი სექტორია. ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო, საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო რეკლამირებამ კი ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი გამოიწვია. მოთხოვნა გიდებზე, გამყოლებზე გაიზარდა, რამაც გასულ წლებში კადრების დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებული მოთხოვნაა ინგლისურენოვან გიდებზე.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6) ბუღალტერ-ფინანსისტი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბუღალტერი, ფინანსისტი საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობის პირებს საკმაოდ მაღალი შემოსავალიც აქვთ და მათი საქმიანობაც მეტად პრესტიჟულია. ბუღალტერი, ისევე როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიის სპეციალისტი ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7) მიმტანი, ბარმენი, სასტუმროს ადმინისტრატორი ( მომსახურე პერსონალი ) :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ეს ის სფეროა, სადაც მომსახურების დონე, სერვისი უნაკლო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ. კვლევამ აჩვენა, რომ მოთხოვნა ამ პროფესიებზე დიდია, კომპეტენტუი კადრების მოძიება კი ძნელი.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8 ) ექიმი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მედიცინა მუდმივად ვითარდება, იქმნება ახალი მედიკამენტები, იხსნება ახალი საავადმყოფოები, სამწუხაროდ მატულობს დაავადებული ადამიანების რიცხვიც, რაც ექიმებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, პერსონალზე მოთხოვნას ზრდის. მოთხოვნაა ფარმაცევტზე, სადაზღვევო აგენტზე, სტომატოლოგზე.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9) იურისტი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იურისტი, როგორც ექიმი ყოველთვის საჭიროა. სამართალმცოდნეობა მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10) პედაგოგი :
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გასაკვირი არ არის პედაგოგებზე მოთხოვნის მზარდი მაჩვენებელი. ამის მიზეზი ისაა რომ, მასწავლებლობა დღეს აღარავის სურს. კვალიფიციური კადრები სკოლაში სამუშაოდ აღარ მიდიან, რადგან პედაგოგების ანაზღაურება დაბალია, პასუხისმგებლობა კი ძალიან დიდი. მალე სკოლებში პროფესიონალი პედაგოგები სანთლით საძებარი იქნება.

მომზადებულია გაზეთ “ყველა სიახლე” №22-ის მიხედვით. 
პოსტის ავტორი : მარი მგელაძე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ლიდერობა და კარიერა

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

გასაუბრება ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია სამუშაოს ძებნისას.როგორც ამბობენ ,,პირველი შთაბეჭდილების ორჯერ მოხდენა შეუძლებელია”.ამიტომ საჭიროა გასაუბრებისას დამსაქმებელმა თქვენში დაინახოს ის სპეციალისტი, რომელსაც ეძებს, მიხვდეს, რომ სწორედ თქვენ ხართ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი მოცემულ

ბიზნესფსიქოლოგია

გენერალური დირექტორის 10 უმთავრესი წესი

10 უმთავრესი წესი, რომლებიც აუცილებლად შესასრულებელია 1. თავი აარიდეთ დამხმარე ფუნქციებს გენერალური დირექტორის კარიერაში ძირითადი წესია – ბიზნესთან პირდაპირ დაკავშირებულ სფეროში მუშაობა და დამხმარე ფუნქციებისთვის თავის არიდება. 2. დღის მანძილზე

ლიდერობა და კარიერა

9 თვისება, რომლებიც გადაატრიალებს თქვენს კარიერას

1. არასტანდარტული აზროვნებაორიგინალური იდეები ძვირად ფასობს. გამოიცვალეთ ადგილი, გარემოცვა, შეხედულება – ამით თქვენი იდეებიც შეიცვლება. 2. ლიდერობაყოველთვის ეცადეთ რაიმეს დაეუფლოთ: პროექტს, უძრავ ქონებას, სიტუაციას. 3. სწავლის სურვილითუ თქვენ არ გინდათ