როკი ბალბო: საუკეთესო მოტივაცია

როკი ბალბო: საუკეთესო მოტივაცია

“შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ აქ ეტეოდი (ხელისგულზე აჩვენებს). მე ხელში მეკავე და დედაშენს ვეუბნებოდი: „ეს ბავშვი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. ეს ბავშვი უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ნებისმიერი, ვისაც ვიცნობ და ვიცნობდი“. და შენ იზრდებოდი, კარგი და შესანიშნავი. დიდი სიამოვნება იყო შენი ცქერა, ყოველი დღე ჯილდოსავით იყო. შემდეგ მოვიდა დრო, როცა დამოუკიდებელი მამაკაცი უნდა გამხდარიყავი, მსოფლიო დაგეპყრო და შენ ამასაც აკეთებდი.

მაგრამ სადღაც აქ, შენ შეიცვალე. შენ „შენ“ აღარ იყავი. შენ მიეცი ადამიანებს უფლება, რომ თითები სახეში ეძგერათ და ეთქვათ, რომ კარგი არ ხარ. და როდესაც ყველაფერი მეტისმეტად გართულდა, შენ დამნაშავის ძიება დაიწყე და ჩემი დიდი ჩრდილი იპოვე.

მოდი რაღაცას გეტყვი, რაც შენც უკვე იცი. სამყარო ნამდვილად ყოველთვის გაბრწყინებული და ცისარტყელებით მოფენილი არ არის. ეს ძალიან მიშვებული და ბინძური ადგილია, და მას არ აინტერესებს რამდენად მაგარი ხარ. ის დაგაგდებს და, თუ შენ ამას დაუშვებ, გაიძულებს მუდამ მუხლებზე იდგე. ვერც შენ, ვერც მე და ვერც ერთი სხვა ადამიანი, ვერ ვურტყამთ ისე ძლიერად, როგორც ამას ცხოვრება აკეთებს. საქმე საერთოდ იმაში არ არის რამდენად მძლავრად არტყამ, არამედ იმაში, რამდენად შეუდრეკელი ხარ ამ დარტყმების ქვეშ და განაგრძობ წინსვლას. რამდენად შეძლებ მიიღო დარტყმა და წინსვლა განაგრძო. აი როგორ იმარჯვებენ!

და თუ იცი რად ფასობ, მაშინ წადი და მიიღე ის, რაც გერგება. მაგრამ შენ უნდა მზად იყო დარტყმები აიტანო. და არ გაიშვირო აქეთ-იქით ხელი იმის თქმით, რომ შენ ვერაფერს ვერ მიაღწიე იმის, ამის, ან საერთოდ, ვიღაცის გამო.

მხდალები აკეთებენ ამას და შენ არ ხარ ასეთი! შენ უკეთესი ხარ!

მე ყოველთვის მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს. შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი სისხლი… შენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოვლენა ხარ. მაგრამ თუ საკუთარი თავის რწმენა არ გექნება, არც ცხოვრება გექნება.“

ინგლისური ვერსია

რუსული ვერსია
“როკი ბალბო”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სამოტივაციო ვიდეო

სამოტივაციო ვიდეო ► დაბადებული წარმატებისთვის

ვიდეო რომელიც გაგამხნევებთ, აუცილებლად უყურეთ! რასაც მოისმენთ ჭეშმარიტებაა და უნდა იცოდეთ რომ მიაღწიოთ დიად მიზნებს! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will

სამოტივაციო ვიდეო

ადამიანებო, თქვენ საოცრება ხართ!

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You

სამოტივაციო ვიდეო

შეცვალე სიტყვები… შეცვალე სამყარო…

Change your words… Change your world… ნუ ვიქნებით გულგრილები ერთმანეთის მიმართ, დავეხმაროთ ერთმანეთს როგორც შეგვიძლია… გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will