როგორ წარმოვთქვათ დასამახსოვრებელი სიტყვა

როგორ წარმოვთქვათ დასამახსოვრებელი სიტყვა

საუბრის, ინფორმაციის სიტყვით გადმოცემის უნარი ძირითადი კრიტერიუმია, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს. ეს არის უძვირფასესი საჩუქარი, რომელიც კაცობრიობას ყველაფერ იმის მიღწევაში დაეხმარა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ საუბარი სხვადასხვაგვარად შეიძლება. ზოგიერთი ადამიანის მოსმენა საათობით არის შესაძლებელი, ზოგიერთის კი არა, ასეთ დროს მოულოდნელად აუხსნელი სურვილი ჩნდება, რომ დაიხშო სმენა და წახვიდე რაც შეიძლება შორს.

მოდით ვისაუბროთ მაგალითებზე, თუ რა გვაღიზიანებს ყველაზე მეტად საუბრის დროს. ეს არის კავშირების ხშირი გამოყენება (მაგალითად: ანუ, ესე იგი და სხვა) ხანგრძლივი პაუზები, სიტყვებს შორის კავშირის დაკარგვა და კიდევ ბევრი რამ, რისი ჩამოთვლაც ალბათ შორს წაგვიყვანს.

პრინციპში ყველა ადამიანი გაიზარდა მოლაპარაკე საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ მოზარდობის ასაკისთვის უმრავლესობა ნორმალურად საუბრობს მინიმუმ მშობლიურ ენაზე, როცა ჩვეულებრივ გარემოში იმყოფება. თუმცა სტრესია ის, რაც ააშკარავებს ჩვენს სისუსტეს, როცა სიტუაცია არ არის ჩვეულებრივი და ტვინს არ შეუძლია მცირე დროში მიიღოს გადაწყვეტილება, უპასუხოს მომზადებული ფრაზებითა და წინადადებებით. როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? – რა თქმა უნდა, უნდა შევარჩიოთ შესაბამისი ფრაზები, წინადადებები, თან რაც შეიძლება სწრაფად.

ამ ყველაფრისთვის მომზადებაა საჭირო, რაც მიიღწევა როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური გზით. ბუნებრივია მეთოდი, როცა ადამიანს მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევს საუბარი, მას უგროვდება სიტყვების მარაგი და შესაბამისად, ის საუბრობს თავისუფლად. ხელოვნურად მომზადების პირობებში, ადამიანი სპეციალურად ამ მიზნისთვის ხანგრძლივად ესაუბრება თანამოსაუბრეს ან ვარჯიშობს ტელევიზორთან. თუ თქვენც გსურთ გაიუმჯობესოთ ორატორული ხელოვნება შეეცადეთ მიბაძოთ წამყვანებს, ისაუბროთ მათი სიტყვებით. შესაძლოა შედეგი მაშინვე ვერ მიიღოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თანამოსაუბრესთან, მის საუბრის მანერასთან მორგების უნარი პირველია რასაც ასწავლიან მომავალ ჰიპნოტიზიორებს. ამ გზით საგრძნობლად შეივსებთ ლექსიკას. გაითვალისწინეთ, ვარჯიში ყოველთვის ხმამაღალი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ეფექტი ნაკლები იქნება.

საუბრის სწავლებასთან ერთად მნიშვნელოვანია იმის შესწავლა თუ რაზე უნდა ისაუბროთ. საუბარი ეს ინფორმაციის გადაცემაა და თქვენთვის მნიშვნელოვანია მას ფლობდეთ. ინფორმაცია არის ყველგან, თუნდაც ყველაზე ჩვეულებრივი საგნის ირგვლივ იმდენ თემაზე შეიძლება საუბარი, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეც კი დაგჭირდეთ. არსებობს თამაში ლექსიკის გამდიდრებისთვის, რასაც „საუბარი არაფრის შესახებ“ ჰქვია. ამ ტიპის თამაშებს ხშირად თამაშობდნენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები მომავალი ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები. თამაში მარტივი და გასაგებია. ერთ გუნდში იკრიბება რამდენიმე სტუდენტი, ხდება ლიმიტის, მაგალითად 5 წუთის, დაწესება. ამის შემდეგ თითოეული ირჩევს ოპონენტს, სთავაზობს საგანს, რომლის შესახებაც ამ უკანასკნელმა 5 წუთის განმავლობაში უნდა ისაუბროს ლიტერატურული ენით.

თავდაპირველად ეს თამაში ძალიან რთულია, რადგან მოითხოვს საუბარს ნებისმიერ თემაზე, მაგალითად შუშის ქილაზე. 5 წუთიანი ტექსტი დაბეჭდილ 3-4 ფურცელს უდრის. თუმცა დაახლოებით 1-2 თვის შემდეგ, ლიმიტი შეიძლება გაიზარდოს 10-15 წუთამდე. პარალელურად, დავალებები რთულდება. საჭიროა არამხოლოდ ჩვეულებრივი საუბარი, არამედ საუბარი მე-19 საუკუნის კლასიკური ლიტერატურის ენით. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტები საუბარს ამ მეთოდით ეუფლებოდნენ, კარიერულ წინსვლას უფრო ხშირად ისინი აღწევდნენ ვინც ამ თამაშებში იგებდა და არა ისინი ვისაც უკეთესი ნიშნები ჰყავდა.

თუ ადამიანი კარგად საუბრობს, ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ბუნებრივია, ლექსიკის გამდიდრებისთვის შესანიშნავია წიგნები და ფილმები. დაიმახსოვრეთ გამოთქმის ფორმები, სიტყვები, თუმცა ყველაფერთან ერთად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი სიტყვა ინდივიდუალური, გასაგები და დასამახსოვრებელი უნდა იყოს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1534 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესფსიქოლოგია

როგორ უნდა ადამიანებით მანიპულაცია?

მანიპულაცია ბიზნესში. ქცევის ფაქტორების სწორი გამოყენება თანამედროვე კომერციულ პროექტებს ბაზარზე წარმატებული კონკურენცია შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ აქვს სამი ძირითადი მახასიათებლი: ხარიასხიანი პრდუქტი, ეფექტური სარეკლმო-მარკენტინგული განვითარება და პარტნიორებთან, კლიენტებთან და კომპანიის

ბიზნესი

PR-ის ექ­ვსი პრინ­ცი­პი არ­ტურ პე­ი­ჯის მი­ხედ­ვით

ისა­უბ­რე სი­მარ­თლე. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და იცო­დეს სი­მარ­თლე იმის შე­სა­ხებ, რაც ხდე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ კომ­პა­ნი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის, ხა­სი­ა­თე­ბის და იდე­ა­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი სუ­რა­თი. და­ვამ­ტკი­ცოთ არა სიტ­ყვით, არა­მედ საქ­მით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის 90% ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (PR-ს)

პიარი და ბრენდინგი

მოლაპარაკებაში წარმატების მიღწევის 14 პუნქტი

1. მოლაპარაკება თქვენს ტერიტორიაზე აწარმოეთ! თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია 2. თუ ზემოთ აღნიშნული შეუძლებელია, შეეცადეთ, მოლაპარაკებამ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩაიაროს. განსაკუთრებით კი კვების მომსახურების ადგილებში.რატომ? იმიტომ, რომ საჭმელი ყველას აბედნიერებს!