როგორ მივუშველოთ ხელი მეგობარს?

როგორ მივუშველოთ ხელი მეგობარს?

გყავთ თუ არა პარტნიორი ან მეგობარი, რომელიც ცდილობს გააკეთოს რაიმე და უნდა გვერდით იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა? ან თქვენი შვილი მიისწრაფის თავისი ოცნებისკენ, არ ცოდნით, გამოუვა თუ არა? როდესაც ჩვენ მივდივართ ახალი მიღწევებისაკენ, ჩვენ დრო და დაჟინებულობა გვჭირდება.

ზუსტად ამ დროს ჩვენ ასე გვჭირდება მეგობრების მხარდაჭერა, რომელიც შემოგვიმატებს საკუთარ თავში დარწმუნებულობას და მოტივაციას. ადამიანისადმი ყურადღების მიქცევის ყველაზე ჩვეულებრივი ნიშნები იძლევიან დიდ შედეგებს:

გამოხატეთ გულწრფელი ინტერესი
ეს ადამიანის მხარდაჭერის ყველაზე სწორი საშუალებაა. მან უნდა იგრძნოს თქვენი ყურადღება. გამოხატეთ თქვენი ინტერესი, კითხვების დასმით. დაიწყოს მოყოლა. ეს მისცემს მას თავდაჯერებულობას და საშუალებას გვერდიდან შეხედოს ვითარებას, რასაც შეუძლია გახდეს ბიძგი ახალი გაბედული მოქმედებებისაკენ.

დაეთანხმეთ იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია
როდესაც ჩვენ ვეთანხმებით ადამიანს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, ჩვენ ვაძლევთ მას იმის დასტურს და აღიარებას თუ ვინ არის იგი და რას აკეთებს. ამჟღავნებს ამას ადამიანი თუ არა, სულში ყოველივე ჩვენგანს სწყურია, რომ მისი ძალისხმევა დაფასდეს. ჩვენი დადასტურებები და აღიარებები გააძლიერებენ თავის ძალებში დარწმუნებულობას და საკუთარი ღირსების შეგრძნებას.

უთხარით “ყოჩაღ!”
ყველაფერი ღირსეული ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერი, რაც ძალისხმევის ღირსი არ არის, არც ყურადღების ღირსია. ღირსეული მიზნები მოითხოვენ დროსა და ძალისხმევას. ადამიანის გამხნევების ერთი კარგი საშუალებაა – უბრალოდ უთხრა: “ყოჩაღი ხარ!” ან “მაგარია!”. დროულად ნათქვამ, მხარდაჭერის ამ ჯადოსნურ სიტყვებს, შეუძლიათ გახდნენ იმ გადამწყვეტ განსხვავებად “გავაგრძელოთ”-ს ან “შევეშვათ”-ს შორის.

უთხარით “მადლობა!”
ჩვეულებრივი თავაზიანობაა. ძნელი სამუშაოს შემდეგ მადლიერების მოლოდინში ყოფნა ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანისათვის მადლობის თქმა ნორმალურია, თუკი მან რაიმე გააკეთა თქვენთვის. თქვენი ჩვეულებრივი “მადლობა” გააგებინებს სხვა ადამიანს, რომ მან გააკეთა თქვენთვის რაღაც საჭირო და ღირსეული.

გააკეთეთ საპასუხო ნაბიჯი
თუკი ვინმე აკეთებს თქვენთვის რამე არაჩვეულებრივს, თქვენი მადლიერების გამოხატვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ის, რომ საპასუხოდ გაუკეთოთ რაიმე კარგი. ეს ნამდვილი “მუდმივი ძრავია”. ვიღაცა თქვენთვის აკეთებს სიკეთეს. თქვენ უკეთებთ სიკეთეს მას ან სხვას. იგი აკეთებს თქვენთვის სიკეთეს და ა. შ…

გააკვირვეთ ის მოულოდნელად
მეგობრის გამხნევების სხვა კარგი საშუალება არის, მისთვის რაიმე მოულოდნელის შემოთავაზება. ამ დროს ადამიანი იმდენად იხსნება და ემოციონალურად ისვენებს, რომ ღრმა ინტელექტუალური საუბრების ამასთან შედარება შეუძლებელია.

იკითხეთ მასთან რჩევა ან მისი აზრი
არ გიგრძნიათ თქვენი თავი “როგორც მეფე”, როდესაც თქვენ გთხოვდნენ გამოთქვათ თქვენი აზრი? ამ დროს თქვენთან არ გამოჩენილა სურვილი დაეხმაროთ ადამიანს და გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მან არ დაკარგოს თქვენში რწმენა?

ხელი გაუწოდეთ
ნუ ელოდებით სანამ თქვენგან შველას მოითხოვენ. თქვენ შეგიძლიათ ინიციატივა გამოამჟღავნოთ. როდესაც ადამიანი გებულობს, რომ თქვენ მზად ხართ გამოუყოთ თქვენი დრო და ძალები, რომ დაეხმაროთ მას, იგი უფრო აქტიურად დაიწყებს შედეგისაკენ მისწრაფვას და შანსი, რომ იგი ნაპირას აღმოჩნდება, ნაკლები იქნება.

ჩვენ ყველანი თავის დროზე გვესაჭიროება მხარდაჭერის და შექების სიტყვები. ჩვეულებრივი სიტყვები? მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ