რა ელის ინტერნეტ-მარკეტინგს? 2014 წლის ტენდენციები

რა ელის ინტერნეტ-მარკეტინგს? 2014 წლის ტენდენციები

ინტერნეტი სულ უფრო სწრაფი ხდება, სულ უფრო სწრაფად იზრდება და ასევე სწრაფად ვითარდება. მაგალითად მხოლოდ „რუნეტ“-ში დღის მანძილზე 10 000-მდე დომენი რეგისტრირდება. მუდმივად ჩნდება ახალი სერვისი, სოციალური ქსელები, პროტალები… რა იქნება შემდეგ? რა გველის ამ მხრივ 2014 წელს? ამ სტატიაში თავმოყრილია მიმდინარე წლის ინტერნეტ-მარკეტინგის ტენდენციები.

1. მრავალარხიანობა.
უბრალოდ საიტის ქონა უკვე საკმარისი აღარ იქნება. ეს არხების ერთ-ერთი სახეობა გახდება. კლიენტებისთვის ხმის მისაწვდენი კიდევ რამოდენიმე არხი იქნება: საიტების მობილური ვერსიები, მობილური აპლიკაცია, მობილური ურთიერთობის საშუალებები. უბრალოდ საიტის ქონა და მნახველების პასიური ლოდინი – უკვე გასული საუკუნეა. საჭიროა კლიენტების მოზიდვით აქტიურად დაკავდეთ და გამოიყენოთ ყველა შესაძლო საშუალება და არხი.

2. ახალი სპეციალობები.
ინტერნეტის განვითარება მოითხოვს ახალ სპეციალობებს. უკვე გაჩნდა ისეთი სპეციალობი როგორიცაა: სოციალური ქსელების ადმინისტრატორი, ვებინარების პროდუსერი, ინტერნეტ-პროექტების მენეჯერი, ინტერნეტ-რეკლამის მენეჯერი. სამომავლოდ გაჩნდება ახალი სპეციალობები ახალი სფეროების შესაბამისად.

3. სოციალურ ქსელებში ფასიანი რეკლამის წილის გაზრდა.
რა გველის: – კომერციული რეკლამის გაზრდა სოციალურ ქსელებში და შესაბამისად ამისთვის გასაწევი ხარჯების გაზრდაც (კონკურენციის გაზრდის გამო); ასეთი რეკლმაის მართვისათვის სერვისების გაჩენა და აქტიური განვითარება. Facebook-ისა და სხვა სოც-ქსელების გარდა, ადამიანები დაიწყებენ სხვა ქსელების აქტიურ გამოყენებასაც. ასეთი ტენდენცია უკვე შეიმჩნევა YouTube-ზე და Google+-ზე. გაიზრდება არასტანდარტული ქსელების პოპულარობა, მაგალითად როგორიცაა Instagram-ი (ძირითადად ახალგაზრდებისთვის).

4. ე.წ Offline და Online კავშირის გაძლიერება.
ბიზნესის მხრივ, Online-ი ნაკლებ ბრუნვას იძლევა, ვიდრე Offline-ი. მაგალითად ისეთი ქსელი, როგორიცაა „ელდორადო“, ინტერნეტ-მაღაზიის გაყიდვებიდან მთელი თავიანთი ბრუნვის მხოლო 5% შემოსავალი აქვთ. მაგრამ ამასთანავე არის უამრავი ადამინი სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში, რომელბიც რაღაცით აირიან მათ ინტერნეტ-მაღაზიაში დაკავებული. რუსული სოც-ქსელის Вконтакте-ში დღის მანძილზე 30 მლნ. ადამიანია, Яндекс-ში – 29 მლნ., Mail.ru-ში – 27 მლნ. თუ ადრე ეს ადამიანები ამ ქსელებში მხოლოდ გასართობად შედიოდა, ახლა იზრდება სოც-ქსელებით ფიზიკური საქონლის შენაძენის გაკეთების რაოდენობა. პრიზებისა და სხვადასხვა გათამაშებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც კი ფიზიკურია უკვე და არა ვირტუალური.

5. მომხმარებლებს ელოდება ლამაზი საიტები.
საჭიროა ბიზნეს-საიტების ხარისხის და დონის ამაღლება მნახველების მოლოდინის დონეზე. მნახველები კი ელიან ფუნქციონალურ, თანამედროვე, მოსახერხებელ და დასამახსოვრებელ საიტებს. მოსაწყენი და გაუმართავი საიტები მალევე იკარგება ინტერნეტში. კლიენტი ელის ლამაზ, ესთეტიკურად მომხიბვლელ საიტებს, რომელბზეც სასიამოვნოა ყოფნა და ყველაფერი ადვილი სანახავია. როგორ უნდა გააძლიეროთ საიტი ვიზუალურად? ჩასვით დიდი ფოტოები, ოღნდ მაღალი ხარისხის. დაამატეთ ვიდეორგოლები. საიტისი დიზაინი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა, რადგან ადამიანები შედიან სწორედ ასეთ მსუყე, გაფორმებულ და ფუნქციონალურ საიტებზე.

6. კლიენტების ყურადღებისა და ლოიალობის გაზრდა.
სულ უფრო ბევრი კომპანია ზრდის ბიუჯეტიდან ხარჯებს, რომელიც ხმარდება კლიენტებთან ურთიერთობის დამყარებას და შემდგომ განვითარებას. ეს მხოლოდ ლოიალობის პროგრამის აგება არ არის, ეს მთელი რიგი საკომუნიკაციო ჯგუფების შექმნაა, რომლებიც კონკრეტული მარკის ან პროდუქტის მომხმარებლები არიან. ადამიანების გასაერთიანებლად საჭიროა „გემრიელი“ იდეის შექმნა. მათ საშუალება უნდა მისცეთ სხვადასხვა მოქმედების შესასრულებლად (მაგალითად კონკურსებში მონაწილეობა), დააჯილდოვოთ, ყოველმხრივ წაახალისოთ მათ აქტივობა. მომხმარებლები უკვე გათამამებულები არიან და უბრალოდ კარგი ურთიერთობა საკმარისი არ არის, საჭიროა შესანიშნავი, განსაკუთრებული დამოკიდებულება და არა მხოლოდ სიტყვებით, საქმით!

7. პერსონალიზაციის გაზრდა.
კლიენტებთან ურთიერთობა სულ უფრო რთულდება. საჭიროა უამრავი ინფორმაციის გათავალისწინება, სანამ მათ შეთავაზებას გაუკეთებთ. უნდა იცოდეთ რას ყიდულობდნენ ადრე, როდის ყიდულობდნენ, რა ღირებულებით ყიდულობდნენ. ყავთ თუ არა ოჯახი ან შვილები, შინაური ცხოველები და საკუთარი სახლი… ასეთი ტიპის ინფორომაციის ქონა საშუალებას იძლევა კლიენტისთვის შესარჩევი წინადადების ავტომატიზირება მოახდინოთ, რომელიც დგება იმ პარამეტრების შესაბამისად, რომელიც ამა თუ იმ კლიენტზე გაქვთ. შესაბამისად შედგენილი წინადადება იქნება სპეციალურად კონკრეტული კლიენტისთვის და ეს „ურტყავს“ პირდაპირ მიზანში. დღეისათვის სავსებით ხელმისაწვდომია ადამიანების ქცევისთვის თვალყურის დევნება ინტერნეტის საშუალებით და ამის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება, მაგალითად გაყიდვებში. ეს ნაკლებად ცნობილი – „რეთარგეთინგია“. ეს არის საშუალება, რომლითაც თქვენ დაარეკლამებთ თქვენს პროდუქტს იმ კლიენტებთან, ვინც უკვე მოინახულა თქვენი საიტი, მაგრამ შენაძენი არ გაუკეთბია. ანუ თქვენ „დაეწევით“ მათ სხვა საიტებზე საკუთარი პროდუქტის შეთავაზებით.

8. უფრო ძლიერი ემოციები.
ლამაზი ფოტოები, ემოციური ვიდეო-რგოლი, ტექსტები, რომლის წაკითხვის შემდეგ ხელი გარბის „შეკვეთის“ ღილაკისკენ. ყველაფერი ეს კიდევ უფრო მძაფრად იქნება გამოყენებული, რადგან ადამიანები ეჩვევიან თავიანთ ემოციებს და მათ არ სჭირდებათ უფრო ძლიერი ემოცია. უკვე საკმარისი არ არის პროდუქტის ფოტოს უბრალოდ განთავსება და იმის დაწერა, თუ რისთვის გამოიყენება. საჭიროა ამ პროდუქტზე რაიმე ისტორიის მოფიქრება. უნდა მოყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ეს პროდუქტი, როგორი იქნება მისი გამოყენების პირობები. შეგიძლიათ პროსუქტი სულიერი თვისებებითაც კი შეავსოთ. ასეთ ტექსტებს წერენ ე.წ. „კოპირაითერები“ და მათი შრომა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ანალოგიურად უნდა შექმნათ ვიდე-რგოლიც. ვიდეოს გადაღება საკმაოდ ადვილია, სცენარის მოფიქრება, რომელიც ემოციებს აღძრავს ყველას ნამდვილად არ შეუძლია. სწორედ ამიტომ არის, რომ წარმატებით გადაღებულ ვიდეო-რგოლებს მილიონობით ნახვა აქვს.

9. ავტომატიზაცია.
ხელის შრომა საკმაოდ ძვირადღირებულია და ძალიან მოქმედებს საქონლისა და მომსახურების თვითღირებულებაზე. ყველაფერი რაც შესასრულებელია, გახდება ავტომატიზირებული: საიტზე კონტაქტების მოგროვება, ელექტრონული წერილების გაგზავნა, ავტომატიზირებული გაყიდვები და ე.წ. ქროს-გაყიდვები, სპეც-შეთავაზებებსი ავტომატიზირებული მომზადება, გადახდების ინტერნეტით მიღება, რომელიც უკვე კარგა ხანია მოქმედებს კიდეც. დამატებითი ავტომატიზირებული ფუნქცია, რომელიც უკვე ბევრ საიტზე გაჩნდა, არის ყოველთვიური გადახდების აღწერა, რომელიც საკრედიტო ბარათიდან განახორციელა მომხმარებელმა. სწორი გამოყენების შემთხვევაში ეს ფუნქცია საკმაოდ გაზრდის მეწარმეთა შემოსავალს.

როცა ამ სტატიას წაიკითხავთ დაფიქრდით, იყენებთ კი რომელიმე ზემოთმოყვანილ მეთოდს? ახორციელებთ თუ არა თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას? თუ ჩამორჩით დროს?

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

1. სტუმრის სტატუსით პოსტების გამოქვეყნება ცნობილ გამოცემებში თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ბლოგის რედაქტორს მიწეროთ სტატიის ტექსტი და მოკლე აღწერა. თუ თქვენ კარგად ვერ წერთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმეს, ვისაც ეხერხება. 2.

Print Friendly, PDF & Email

რა არის Black Friday?

ალბათ უკვე გსმენიათ შავი პარასკევის შესახებ, რომელიც არის აშშ-ს მყიდველთა მთავარი დღესასწაული და საშობაო გაყიდვების მაუწყებელი მთელი ამერიკის მასშტაბით. ეს სტატია განკუთვნილია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა არის

Print Friendly, PDF & Email

რა არის Dropshipping-ი?

ეს ნიშა სრულიად თავისუფალია ბევრ სოციალურ ქსელში. ვინც პირველი დაიკავებს მას, „ნაღებსაც“ ის მოხდის. ამ სტატიაში განმარტებულია რა არის ე.წ. Dropshipping-ი, სად წარმოიშვა და რა არის მისი საერთო სქემა, როგორ

Print Friendly, PDF & Email

7 ყველაზე პერსპექტიული საქონელი ინტერნეტით ვაჭრობისთვის

ელექტრონულმა სავაჭრო სისტემა Bigcommerce-მა გააანალიზა გასული წლის მონაცემები თავისი 50 000 კლიენტის მიხედვით და დაასახელა 7 ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ე.წ. e-commerce-თვის. მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც მოხდა რეიტინგის შედგენა, იყო მაღაზიების რაოდენობის

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა გამოიყენოთ YouTube-ი თქვენს ბიზნესში

1. YouTube – პოპულარობით მეორე ადგილზეა საძიებო სისტემებში. რატომ არ ხართ ჯერ კიდევ იქ? 2. ყველა არ კითხულობს ბლოგს და YouTube-ში მუშაობისას თქვენ შეძლებთ მიიპყროთ სრულიად ახალი აუდიტორიის ყურაღება. 3.

Print Friendly, PDF & Email