რა განსხვავებაა ოცნებებსა და მიზნებს შორის?

რა განსხვავებაა ოცნებებსა და მიზნებს შორის?

რა განსხვავებაა ოცნებებსა და მიზნებს შორის?

თანამედროვე სამყარო მოქმედებაზეა ორიენტირებული, წარმატების მიღწევასა და შედეგების მიღებაზე. ამიტომ ის იმარჯვებს, ვისაც მიზნის დასახვა და მოპოვება შეუძლია. ბოლო დროს ოცნებები გაუფასურდა, რადგან ითვლება, რომ ოცნება უშედეგოა, მეოცნებე ვერაფერს აღწევს და ოცნება ოცნებად რჩება. ამგვარად, აღარ ოცნებობენ და მიზანს იძენენ, ეს უფრო შესაქები საქციელია. ჩვენ ვთვლით, რომ დამოკიდებულება ოცნებისადმი გამომდინარეობს მის და მიზნის არსის არასწორ გაგებაში. არ შეიძლება ცხოვრებიდან უბრალოდ რამე ამოშალო. მთავარია იმის გაგება, რომ ოცნება და მიზანი სხვადასხვა ფუნქციებს წარმოადგენენ და თქვენ მიხვდებით მათ საჭიროებას.

რაში გვჭირდება ოცნებები? ოცნება პირდაპირ უკავშირდება ადამიანის გრძნობებს. ის ჩვენს ღრმა შრეებს სწვდება, სადაც დაიბადა და ენერგიას გვაძლევს. ოცნების ფუნქცია შთაგონებაა, ხოლო ყველასთვისაა ცნობილი, რომ თუ შთაგონება არის ყველაფერი იოლად მიიღწევა, თავად ცხოვრებას მოაქვს სიამოვნება. გრძნობთ თუ არა განსხვავებას, როცა რამეს გააკეთებთ თქვენი ოცნების გამო და როცა უბრალოდ რამეს აკეთებთ? იმიტომ რომ ასეა „საჭირო“. პირველ შემთხვევაში ყველაფერი თავისით ხდება. სწორედ ესაა ოცნების როლი – მოგცეთ ენერგია და ძალა.

რაში გვჭირდება მიზნები?
რითი განსხვავდება მიზანი ოცნებისგან?
განსხვავების დემონსტრირებისთვის დამეხმარება მათ შესახებ ხშირად გამოთქმული გამონათქვამები: ოცნება, როგორც წესი, (თავისით) სრულდება, მიზანი კი მიიღწევა (ადამიანისგან). მიზანი მისგან მიიღწევა, ვინც დასახა იგი და თავად ადამიანის კისერზეა მისი მოპოვება. თუ თქვენ მზად არ ხართ თავზე აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, უბრალოდ მეოცნებეებად რჩებით.

მიზანსა და ოცნებას შორის კიდევ ის განსხვავებაა, რომ ოცნება ფართოა, მიზანი უფრო კონკრეტული. თუ ოცნების შესრულება გინდათ, იგი მიზნად უნდა აქციოთ, ან მიზნებად. მიზანს კონკრეტული თარიღი აქვს, რეალურია და მისაღწევი. შემდეგ მიზანი იყოფა ამოცანებად და თქვენ იღებთ გეგმას. იმისთვის, რომ ოცნება აიხდინოთ, დააკონკრეტეთ ის.

რა ვქნათ, როცა ოცნება არ გვაქვს?
ბავშვობასა თუ ახალგაზრდობაში ოცნება ყველას გვაქვს, მაგრამ რეალობის გამო დავიწყებას ეცემა. რა ვქნათ, თუ ძველმა ოცნებებმა აქტუალობა დაკარგეს და ახალი არ გვაქვს? გეტყვით, როგორ გავარკვიოთ რა არის ჩვენი ოცნება:

1. წარმოიდგინეთ, რომ მიიღეთ 10 მილიონი დოლარი და მისით არ გიწევთ გადასახადების გადახდა, რაში დახარჯავდით მას? არც ვალები გაქვთ და არც კრედიტები, რაში დახარჯავდით?

2. რას გააკეთებდით მთელი დღეები, თუ გეტყოდნენ, რომ თქვენ მუშაობა აღარ გჭირდებათ? თქვენი სიამოვნებისთვის რას გააკეთებდით?

3. თუ გაიგებდით, რომ მხოლოდ ნახევარი წლის სიცოცხლე დაგრჩათ, როგორ გაატარებდით მას? აღვნიშნავთ, რომ ეს ნახევარი წელი თქვენ სრულიად ჯანმრთელნი იქნებით.

გაეცით ამ კითხვებზე პასუხი. ეს თქვენი ოცნებებია, რომლებიც შეიძლება მიზნებად გადაკეთდეს. დაშალეთ ნაწილებად და აასრულეთ. ახლავე დაიწყეთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like