რა არის Dropshipping-ი?

რა არის Dropshipping-ი?

ეს ნიშა სრულიად თავისუფალია ბევრ სოციალურ ქსელში. ვინც პირველი დაიკავებს მას, „ნაღებსაც“ ის მოხდის. ამ სტატიაში განმარტებულია რა არის ე.წ. Dropshipping-ი, სად წარმოიშვა და რა არის მისი საერთო სქემა, როგორ მუშაობს ის.

გაეცანით სტატიას, იქნებ ეს სწორედ ის არის, რასაც თქვენ დიდი ხანია ეძებდით.

ამერიკაში და სხვა რიგ ქვეყნებში გავრცელებულია ვაჭრობის ისეთი ფორმა, როგორიც არის Dropshipping-ი. რა არის ეს? ეს არის ვაჭრობის ისეთი ფორმა, როცა თქვენ ახორციელებთ რაიმე საქონლის გაყიდვას მისი წინასწარი შესყიდვის გარეშე. ხსნით საკუთარ ინტერნეტ-მაღაზიას და ვაჭრობთ სხვისი საქონლით ისე, რომ ამაში არც ერთ თეთრს არ იხდით. გაყიდვებზე თქვენ გაქვთ თქვენი სადილერო ფასდაკლებები. თქვენ იღებთ ფოტოაპარატს, გადაიღებთ სურათებს თქვენს ქალაქში არსებულ მაღაზიებში, რომელთა საქონლის გაყიდვაც გინდათ და გამოქვეყნებთ თქვენს საიტზე.

ბევრი გამყიდველი ვერც კი ხვდება, რომ ინტერნეტით საქონლის გაყიდვა ძალიან ეფექტურია, და თუ ხვდება, თუმცა მაინც არ აკეთებს ამას, მაშინ ეზარება. თქვენ კი დილერობისთვის მიღებული ფასდაკლების წყალობით საქონელს იგივე ფასად დებთ თქვენს ინტერნეტ-გვერდზე, რაც მაღაზიაშია, ამასთან მიტანის სერვისიც გაქვთ. მაშინ რატომ უნდა წავიდეს მყიდველი მაღაზიაში, თუ სასურველ პროდუქტს მიიღებს პირდაპირ სახლში?

მოკლედ ამ ბიზნესის წვრილმანებზე. მართალია თქვენ სადილერო ფასდაკლებას იღებთ და მყიდველს მაღაზიის ფასში სთავაზობთ, რასაც უფასო მიტანაც თან ახლავს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ „უფასო მიტანის“ ბოლოს მიუთითოთ, რომ მიტანა უფასოა იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაუკვეთავს გარკვეული ზღვრული თანხის ზემოთ რაოდენობის საქონელს, თუ მყიდველი ზღვულ თანხაზე ნაკლების შენაძენს აკეთებს, მაშინ ადგილზე მიტანის სერვისში დამატებით თანხის გადახდა მოუწევს და ესეც განმარტეთ გასაგებად თქვენს საიტზე, შესაბამისი ტარიფებით.

შემდეგი ნაბიჯი ისაა, რომ მყიდველის მიერ თანხის გადახდის და მისი თქვენს ანგარიშზე ასახვის შემდეგ, თქვენ მიღებული ფულით მიდიხართ იმ მაღაზიაში, ვისთანაც გაფორმებული გაქვთ სადილერო ხელშეკრულება და ყიდულობთ საჭირო საქონელს დილერისთვის განსაზღვრული ფასდაკლებით. სწორედ ეს არის თქვენი ფინანსური დაინტერესება.

ვაჭრობის ეს მეთოდი სულ უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში და ის ადამიანებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, ყოველგვარი წინასწარი ინვესტიციის გარეშე წამოიწყონ საკუთარი საქმე.

მიმოიხედეთ, იქნებ თქვენ გარშემო არის ისეთი სიტუაცია, რომელიც ზედგამოჭრილია მსგავსი ვაჭრობის ფორმისთვის და თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ შემოსავალი? მაგალითად თქვენი ნაცნობი ამზადებს მშვენიერ სუვნებირებს, რომელთა ინტერნეტით გაყიდვა თავისუფლად შეიძლება, ან თქვენს ახლობელს აქვს მაღაზია, ძალიან დაკავებულია და ინტერნეტში პორდუქციის განთავსებისათვის არ სცალია, ან იქნებ სულაც არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერ? ასევე რამდენი მხატვარია, რომლებიც მშვენიერ თემატურ ნახატებს ქმნიან, მაგრამ არ იციან როგორ გაყიდონ?

მოკლე განმარტება ე.წ. Dropshipping-ის შესახებ უკვე წაიკითხეთ, დანარჩენი თქვენზეა!

წარმატებებს გისურვებთ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რა ელის ინტერნეტ-მარკეტინგს? 2014 წლის ტენდენციები

ინტერნეტი სულ უფრო სწრაფი ხდება, სულ უფრო სწრაფად იზრდება და ასევე სწრაფად ვითარდება. მაგალითად მხოლოდ „რუნეტ“-ში დღის მანძილზე 10 000-მდე დომენი რეგისტრირდება. მუდმივად ჩნდება ახალი სერვისი, სოციალური ქსელები, პროტალები… რა

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა გამოიყენოთ YouTube-ი თქვენს ბიზნესში

1. YouTube – პოპულარობით მეორე ადგილზეა საძიებო სისტემებში. რატომ არ ხართ ჯერ კიდევ იქ? 2. ყველა არ კითხულობს ბლოგს და YouTube-ში მუშაობისას თქვენ შეძლებთ მიიპყროთ სრულიად ახალი აუდიტორიის ყურაღება. 3.

Print Friendly, PDF & Email

10 მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

1. სტუმრის სტატუსით პოსტების გამოქვეყნება ცნობილ გამოცემებში თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ბლოგის რედაქტორს მიწეროთ სტატიის ტექსტი და მოკლე აღწერა. თუ თქვენ კარგად ვერ წერთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმეს, ვისაც ეხერხება. 2.

Print Friendly, PDF & Email

7 ყველაზე პერსპექტიული საქონელი ინტერნეტით ვაჭრობისთვის

ელექტრონულმა სავაჭრო სისტემა Bigcommerce-მა გააანალიზა გასული წლის მონაცემები თავისი 50 000 კლიენტის მიხედვით და დაასახელა 7 ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ე.წ. e-commerce-თვის. მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც მოხდა რეიტინგის შედგენა, იყო მაღაზიების რაოდენობის

Print Friendly, PDF & Email

რა არის Black Friday?

ალბათ უკვე გსმენიათ შავი პარასკევის შესახებ, რომელიც არის აშშ-ს მყიდველთა მთავარი დღესასწაული და საშობაო გაყიდვების მაუწყებელი მთელი ამერიკის მასშტაბით. ეს სტატია განკუთვნილია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა არის

Print Friendly, PDF & Email