რაზე უნდა დავფიქრდეთ სანამ ჯვარს დავიწერთ?

რაზე უნდა დავფიქრდეთ სანამ ჯვარს დავიწერთ?

თქვენ ვერ გაემგზავრებით მოგზაურობაში 1000 მილის მოშორებით მოქმედებათა გეგმის გარეშე, და თქვენი გადაწყვეტილება ჯვარის დაწერის შესახებ უნდა იყოს გააზრებული არანაკლები სერიოზულობით. მანამ, სანამ იტყვი “კი, მე თანახმა ვარ” დარწმუნდით, რომ თქვენ გაიაზრეთ შემდეგი მომენტები:

კომპრომისის უნარი.
არსებობს პატარა წვრილმანები, რომელთა გაკეთებაც ყოველივე ჩვენთაგანს შეუძლია იმისათვის, რომ მათი პარტნიორი იყოს უფრო ბედნიერი. ეს კომპრომისების უსასრულო მორიგეობაა, რომელიც მნიშვნელოვან და კრიტიკულ როლს თამაშობს ცოლქმრულ ურთიერთობებში.

სანამ თქვენ უცოლო ბრძანდებით, თქვენ ყოველ შაბათს და კვირას დადიხართ მეგობრებთან ერთად ფეხბურთზე (ხანდახან პარასკევობითაც). იმის შემდეგ, როგორც კი თქვენ ცოლი შეირთეთ, ეს შეიძლება შემოკლდეს კვირაში ერთ დღემდე. ეს კონტროლირებადი ცვლილებებია, და იყავით მზად შეასრულოთ ისინი. თუმცა, თუ თქვენი ცოლი დაჟინებით მოითხოვებდა სრულიად თქვათ უარი ფეხბურთზე, ეს გამოიწვევდა მრისხანე წინააღმდეგობას და აღშფოთებების თანაზიარ ტალღას. და ეს, საბოლოო ჯამში, იმოქმედებდა თქვენს ურთიერთობებზე.

ეს სწორია თითქმის ყველა შემთხვევაში. თქვენი პარტნიორის მომზადებულობა კომპრომისებისათვის დღეს (ან მისი უქონლობა) და თქვენი რეაქცია ამაზე გახდება შემდგომში ურთიერთობების სქემის კარკასი. თუ თქვენგან რომელიმე არ არის მზად წავიდეს კომპრომისზე წვრილმანების გამო, იყავით მზად ანოლოგიური მყარი პოზიციისათვის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებში. არ გაგიკვირდეთ ამისი სამი წლის შემდეგ, ეს ხდება სულ დასაწყისში, და თქვენ დათანხმდით ამაზე.

ფული.
კი, ჩვენ ყველას გვინდა გვქონდეს ჩვენი პული კონტროლის ქვეშ, მაგრამ ხანდახან ისინი ჩვენ გვაკონტროლებენ. საოჯახო ნივთების შეძენის დროს თქვენ უნდა შეაგროვოთ მნიშვნელოვანი თანხა და როგორ უნდა მართოთ თქვენი ბიუჯეტის საერთო ნაწილი, და თანხის რა ნაწილი რჩება თვითოეულის პირად განკარგულებაში – ეს საკითხები უნდა გაიაზროთ და განიხილოთ. როგორია თქვენი ფინანსური გეგმა უახლოესი 5 წლისთვის? როგორ და რანაირად უზრუნველყოფთ მის შესრულებას?

ვინ წმინდავს ტუალეტებს?
სახლის სამუშაო, რომელშიც შედის ჭუჭყიანიც, წარმოადგენს მუდმივ პრობლემას. ეს უნდა გაკეთდეს, და ეს არ არის თქვენი ურთიერთობის ყველაზე მხიარული ნაწილი. პრობლემა მდგომარეობს მოლოდინების დიდ რაოდენობაში ორივე მხრიდან. საყოფაცხოვრებო სამუშაოები უნდა იყონ საერთო, სამუშაოს, შემოსავლებისა და ვითარების მიუხედავად. იყო ცოლი, სულაც არ ნიშნავს მოემსახურო ყველას და ყველაფერში.

გეგმა.
თქვენი პირველადი მიზნები შეიძლება შეიცვალონ ბავშვების გამოჩენის შემდეგ, კარიერის ამაღლების და და სხვა ცხოვრებისეული შემთხვევების შემდეგ. ყველა გეგმა იცვლება, და შეუძლებელია მთელი ცხოვრების განრიგის შექმნა ზუსტი სცენარის მიხედვით. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გარკვეულობა შეიტანოთ თქვენი ოჯახის განვითარების მიმართულებით, თუკი ერთად განიხილავთ თქვენს გეგმებს, ვთქვათ, ერთი, სამი და ექვსი წლით. თქვენ დრო და დრო უნდა დაუბრუნდეთ ამ გეგმების განხილვას.

დღესასწაულები.
განიხილეთ, როდის და როგორ აღნიშნავთ დღესასწაულებს. ეს ხდება ურთიერთშეხების წერტილად ბევრი ახალგაზრდა ოჯახისთვის.

დისციპლინა.
თქვენ ბავშვებს ურტყამთ, აძლევთ რჩევებს, სხვებს ასწავლით ცხოვრებას? არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბედნიერები ხართ ახლა, მაგრამ თუ თქვენ ამგვარი ქცევის მეთოდების წინააღმდეგი ხართ, მაშინ ყოველ ჯერზე თქვენ ნელნელა ჩაიძირებით წყენის უფსკრულში და გამკიცხავ სიჩუმეში იმის შემდეგ, როდესაც მორიგად დაეტაკებით ამგვარ შემთხვევას. განიხილეთ ეს ახლა, რომ შემდგომ არ დაეტაკოთ ამგვარ სიურპრიზს.

რწმენა.
რაოდენ აუცილებელია ეს თქვენთვის, და როგორ უნდა აღზარდოთ შვილები?

ურთიერთობა და ტყუილი.
არ აქვს მნიშვნელობა რაოდენ ხშირად, და ბევრს თქვენ საუბრობთ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ანდოთ ერთმანეთს რაიმე მნიშვნელოვანი. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენ გაქვთ თავისუფალი ურთიერთობა. თუკი ცოლი უბედურად გრძნობს თავს, მისი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ქმართან საუბარი (და პირიქით).

ერთადერთი საშუალება ვიპოვოთ გამოსავალი – ეს არის საუბარი, არა ყვირილი, არა დაბრალება, არა ჩხუბი, არამედ ცივილიზებულად საუბარი. თუკი თქვენ ყოველჯერზე ბრაზდებით, როდესაც თქვენი მეუღლე ცდილობს გაგესაუბროთ პრობლემების შეახებ, თქვენ ხელს კრავთ შესაძლებლობას გადაწყვიტოთ ისინი. აიღეთ ტაიმ-აუტი და რეალობაში მოუსმინეთ ადამიანს. ქორწინება – ეს კამათი და სასჯელი არ არის, სანამ თქვენ თვითონ არ გახდით მას ასეთს.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ