ოცნება – პირველი ნაბიჯი
780 Views

ოცნება – პირველი ნაბიჯი

ოცნება - პირველი ნაბიჯი

ყველაფერი იწყება ოცნებით. შენ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინო გარკვეულ სიტუაციაში და შენთვის ნათელი გახდება, თუ რა უნდა გააკეთო საიმისოდ, რომ მოხვდე ამ სიტუაციაში რეალურად.

მიზნის, ანუ წარმატების მისაღწევად საჭიროა დარწმუნებული იყოთ საკუთარ ძალებში. სწორედ აქედან იწყება გამარჯვებულის გზა. საჭიროა თავიდანვე გჯეროდეთ, რომ ამ გზის გავლა შესაძლებელია. და როცა გაგიჩნდებათ რწმენა იმისა, რომ შეუძლებელი შესაძლებელია, მაშინ გადადგამთ ყველაზე მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს საკუთარი ოცნების განხორციელებისაკენ.

ოცნება არის ის, რის გარეშეც გონებას ვერ აღჭურავ შთაგონებით. ოცნება შეიძლება იყოს განხორციელებადი, საოცნებო და საფერებელი. ოცნების განცდის გარეშე არაფერი არ მიიღწევა, არც ხელოვნებაში, არც ბიზნესში და არც ჩვეულებრივ ყოფაში.

ახალგაზრდობისა და გონების უბერებლობისათვის უდიდესი სიბრძნეა შეინარჩუნო ოცნების უნარი და თუ ისინი თანმიმდევრულნი და გონივრულნი არიან,კიდევ უფრო მშვენიერი ხდება გარემო და სამყაროს თავის ხატად და მსგავსად ქმნიან.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like