ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი კიდურების გარეშე
1199 Views

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი კიდურების გარეშე

ნიკ ვუიჩიჩი არის 29 წლის მსოფლიოში ცნობილი მოტივაციური სპიკერი, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებს. ნიკი მსოფლიოს მოევლინა იშვიათი პათოლოგიით – მას ხელები და ფეხები არ აქვს. 10 წლის ასაკში მან თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა ფარ-ხმალი არ დაეყარა და დღეს ის ყველასათვის მაგალითია!

მან მიაღწია ცხოვრებაში უფრო მეტს ვიდრე ბევრი ვისაც ფიზიკური შესაძლებლობები გააჩნია. მან დაამთავრა სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება, დადის, დახმარების გარეშე იცმევს ტანსაცმელს, იპარსავს, კბილებს იხეხავს, ცურაობს, სკეიტზე კატაობს, გოლფს და ფეხბურთს თამაშობს, უყვარს სერფინგი, ჩვეულებრივად იყენებს კომპიუტერს და 1წუთში 50 სიტყვაზე მეტს კრებს. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რისი გაკეთებაც მას შეუძლია.

დღეს ის მსოფლიოში ცნობილი ორატორია. გახნსა არაკომერციული ორგანიზაცია ”Life without Limbs” მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ და გამოდის სიტყვით უნივერსიტეტებში, სკოლებში და სხვა ორგანიზაციებში. მონაწილეობს ტელე–შოუებში და წერს წიგნებს. 2009 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში, 2010 წლის აპრილში მან მომავალი მეუღლე გაიცნო და ქორწინებიდან ერთ წელიწადში სრულიად ჯანმრთელი შვილი შეეძინა.  2011 წელს გადაიღო კლიპი. 2012 წელს თებერვალში დაქორწინდა და დღეს ცხოვრობს აშშ–ში, კალიფორნიაში. მას იმედი არ დაუკარგავს, ყველაფერს იუმორის თვალით უყურებს და დღემდე სჯერა, რომ ღმერთი მისცემს ხელებს და ფეხებს და თუ ეს არ მოხდება, იმის იმედი მაინც აქვს რომ ღმერთს მისთვის კარგი რაღაც აქვს დაგეგმილი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like