მსგავსი იზიდავს მსგავსს

მსგავსი იზიდავს მსგავსს

პროფესორმა ლექცია დაიწყო იმით, რომ აიღო ხელში ჭიქა, რომელშიც ესხა მცირეოდენი წყალი, ასწია ეს ჭიქა მაღლა ისე, რომ ყველას კარგად დაენახა და სტუდენტებს ჰკითხა:

– როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?…

სტუდენტებს მომენტალურად დაეტყოთ გამოცოცხლება და აუდიტორიაშიც ჩურჩულის ხმა გაისმა.

დაახლოებით 200 გრამი!
არა ალბათ უფრო 300 გრამი იქნება!
შეიძლება 500-იც კი იყოს!

ისმოდა სხვადასხვა მხრიდან პასუხები.

მე სანამ არ ავწონი, ნამდვილად ვერ გავიგებ, თუ რამდენს იწონის ეს ჭიქა, განაცხადა პროფესორმა. მაგრამ ახლა ეს საჭირო ნამდვილად არ არის.

ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს:

– რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე ეს ჭიქა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე მეჭირება?

არაფერი! უპასუხეს სტუდენტებმა.
სწორია, ნამდვილად არაფერი საშიში არ მოხდება, უპასუხა პროფესორმა.

– რა მოხდება, თუ მე ასე გაჭიმული ხელით ეს ჭიქა, მაგალითად, ერთი-ორი საათის განმავლობაში მეჭირება?

ხელი დაგეღლებათ!

– და რა მოხდება, თუ მთელი დღის განმავლობაში ასე მეჭირება?

ჯერ აგტკივდებათ, შემდეგ ხელში გრძნობას დაკარგავთ, სახსრები დაგეჭიმებათ, დაგეჭიმებათ კუნთები და პარალიჩი დაგეწყებათ. შეიძლება სასწარაფოს გამოძახებაც კი დაგჭირდეთ, ისმოდა უწყვეტი პასუხები აუდიტორიის სხვადასხვა კუთხიდან.

– თქვენი აზრით ჭიქის სიმძიმე მოიმატებს, იმის გამო, რომ მე ის მთელი დღის განმავლობაში, ზემოთ ხელ გაშვერილი მეჭირება?

არა! უპასუხეს გადაჭრით სტუდენტებმა!

მაგრამ, ამავე დროს თითოეული მადგანის სახეზე აშკარა გაუგებრობა იკითხებოდა, იდენად რამდენადაც, ისინი ვერ ხვდებოდნენ, თუ რისი თქმა უნდოდა ამით მათთვის პროფესორს.

– რისი გაკეთებაა საჭირო ყოველივე ამის გამოსასწორებლად? იკითხა პროფესორმა.

უბრალოდ დადგით ჭიქა მაგიდაზე და ყველაფერი გამოსწორდება, მხიარულად უპასუხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

მართალია! სიხარულით მიუგო პროფესორმა.
სწორედ ასე ხდება ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულესთან მიმართებაშიც.
იფიქრე ნებისმიერ პრობლემაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში და ეს პრობლემა განუყრელი მეგობარივით შენს გვერდით დადგება.

იფიქრე მასზე, რამდენიმე საათის განმავლობაში და ის დაიწებს შენს ჩათრევას.

ხოლო თუ იფიქრებ მასზე მთელი დღის განმავლობაში, ის მოახდენს შენს აბსოლუტურ პარალიზებას. შენ პრობლემის გარდა ვერაფერს ვეღარ დაინახავ და თავიდან ბოლომდე ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდები, სადაც მსგავსი იზიდავს მსგავსს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფილოსოფია

როგორ განვაგრძოთ ცხოვრება, არწივის მაგალითზე

40 წლის ასაკში, არწივის ბრჭყალები ძალიან გრძელი და მოქნილი ხდება, რის გამოც მას აღარ შეუძლია მსხვერპლის დაჭერა. მისი ნიკარტიც საკმაოდ გრძელი და მოხრილი ხდება, რაც მას ჭამაში ხელს უშლის. ფრთებსა

სიახლეები

როგორ ავიმაღლოთ ენერგეტიკული ვიბრაციები და გავხდეთ უფრო იღბლიანი?

იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში ის რაც გვინდა და თავი გავართვათ დასახულ ამოცანებს, შესაბამის ტალღაზე უნდა ავეწყოთ, გვირჩევენ ფსიქოლოგები. ეს ტალღები კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და ყველას თავისი პროცენტული

ცხოვრებისეული

5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც მრავალი ადამიანი უშვებს

დეპრესიის მიზეზი ძალიან ხშირად მარტივია: საკუთარი ცხოვრების დანგრევით ადამიანი უბედური ხდება. თან ამას ისე აკეთებს, რომ მისთვისაც კი შეუმჩნეველია. ჩვენ ხშირად არ ვუფიქრდებით საკუთარი არჩევანის სისწორეს – ნაჩქარევად ვირჩევთ. ამ