მილიონერების 9 ნიშან-თვისება – ჟურნალ Forbes-ის კვლევის მიხედვით

მილიონერების 9 ნიშან-თვისება – ჟურნალ Forbes-ის კვლევის მიხედვით

1. მილიონერები იყენებენ მთელ დღეს
ისინი შეცდომას აქცევენ მოსახერხებელ შესაძლებლობად, ან სხვა შესაძლებლობის პოტენციალს აძლიერებენ, აუმჯობესებენ მის ფორმას და შემცველობას. მილიონერები ჩამოყალიბების პორცესში ეს ის ადამიანია, ვინც ყოველთვის ზომებს იღებს. მილიონერს ფსიქოლოგიური დისკომფორტი აქვს უმოქმედობისგან: მას არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება, მისთვის მიუღებელი და მოუხერხებელია უსაქმურად ყოფნა.

2. ნებისმიერი მილიონერი, რომელმაც თავად შექმნა თავისი კაპიტალი, ყოველთვის ითვალისწინებს შესაძლებლობებს
ჰკითხეთ მილიონერს, როდის სჯობს ახალი პროექტის ჩაშვება და ის გიპასუხებთ: სასწრაფოდ! საშუალო სტატისტიკური მეწარმე კი ყურადღებას აქცევს იმას, რაც მცდარია ან ეძებს მიზეზებს, რომელთა გამოც რაღაც ვერ მუშაობს.

3. მილიონერს აქვს მთავარი გეგმა
სამომავლო საქმის ყველა დეტალი ვერ იქნება დაგეგმილი, მაგრამ ასეთ ადამიანებს აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები. ამ ადამიანებს აქვთ იმის ხედვა, თუ რის გაკეთებას აპირებენ ცხოვრებაში. სადაც არ უნდა იყვნენ ისინი ყოველთვის აკეთბენ გათვლას და დაგეგმვას.

4. მილიონერები დარწმუნებულები არიან საკუთარი საფულის მართვის უფლებაში
როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფულის მიმართ? თუ ადამიანი ფულის მიმართ იჩენს ისეთ დამოკიდებულებას, თითქოს ეს რაღაც ნეგატიური და ბინძურია, ან არ გრძნობს საკუთარ უფლებას მათზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებში „ღარიბების“ დამახასიათებელი ბევრი თვისებაა. ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება კი არღვევს ხასიათის დადებით ნიშნებს, რომლებიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება. მილიონერები, რომელბიც საკუთარ სიმდიდრეს დამოუკიდებლად ქმნიან, გრძნობენ, რომ იმსახურებენ თავის ნაშოვნ ფულს და მისი გამოყენების სრული უფლება აქვთ.

5. მილიონერებისთვის ნაცნობია კაზუსები და ჩავარდნები, მაგრამ მიუხედავად ამისა გარისკვის მაინც არ ეშინათ
ადამიანები, რომელბიც საკუთარი ძალებით მდიდრდებიან, გაცილებით აგრესიულები არიან ინვესტირებისას, ვიდრე ის მილიონერები, რომლებსაც სიმდიდრე და ფული მემკვიდრეობით ერგოთ. ხშირად მილიონერს, რომელმაც დააგროვა კაპიტალი „საკუთარი ხელით“, მიაკუთვნებენ ეკონომიური და მორიდებული ადამიანების კატეგორიას, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ. ეს იმიტომ, რომ ისინი ითვლიდნენ თითოეულ დოლარს, დაკვირვებით ადევნებდნენ თვალს შემოსავლებს და ზრდიდნენ კაპიტალს. ის, ვინც საკუთარ სიმდიდრეს თავად ქმნის გაცილებით უფრო ხალისიანია და იცის, რომ ბრუნვისა და ფულადი სახსრების გაზრდისათვის საჭიროა გარისკვა. ხოლო ისინი, ვინც მემკვიდრეობით მიიღო ყველაფერი, უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან ამ სიმდიდრის შენარჩუნებაზე.

6. მილიონერები ნებისმიერი საქმიდან ახერხებენ შემოსავლის მიღებას
ადამიანები რომლებსაც აქვთ მილიონერის აზროვნება, ყოველთვის მოძებნიან სიმდიდრისკენ მიმავალ გზას. რითიც არ უნდა იყოთ გატაცებული, ნებისმიერ სფეროში თქვენ გამონახავთ ფულის შოვნის საშუალებას, თუკი აზროვნებთ ისე, როგორც მილიონერი. თუმცა გახსოვდეთ, რომ საქმით გატაცებასთან ერთად აუცილებლად უნდა შეძლოთ კაპიტალის შექმნა.

7. მილიონერებს ბევრი მომხრე ჰყავთ
არა, ეს ის ადამიანები არ არიან, რომლებიც მიგატოვებენ მაშინვე, როცა თქვენი სახსრები ამოიწურება. მილიონერები გარშემო იკრებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მათი სჯერავთ და მხარს უჭერენ მათ იდეებს. ადამიანების დიდი ნაწილი გარშემო იკრებს ისეთებს, რომლებსაც მათი წარმატების არ სჯერავს, არ ენდობიან და განწყობილნი არიან პესიმისტურად. გახსოვდეთ, წარმატებისთვის თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებიან.

8. მილიონერებმა იციან, რომ შეუძლიათ ყველაფრის თავიდან დაწყება
მსგავსი ადამიანები საქმეს აღიქვამენ, როგორც ცხოვრების ნაწილს და ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ თავში, რომ შეძლებენ ყოველთვის იშოვონ ფული. თითქმის ყველა მილიონერს ჰქონდა წარუმატებლობები საქმიანობის დასაწყისში, ხოლო შემდეგ წარმატებებს მიაღწიეს.

9. ფინანსისტების ერთი ტიპი მოიხსენიება როგორც „ფულის ოსტატი“
ადამიანები, რომლებიც განეკუთვნებოდნენ ამ ტიპს ამბობენ, რომ საკუთარი სახსრების დაკარგვის შემთხვევაში ისინი ძალიან არ ინერვიულებდნენ, რადგან ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყებდნენ ხელახლა ბიზნესის კეთებას. ჩვეულებრივი მეწარმე განეკუთვნება სხვა ტიპს. მისთვის დამახასიათებელია შექმნა, იშვიათად დაკარგვა და რაღაცის გადაკეთება.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ